წიგ­ნი, რო­მე­ლიც წიგ­ნი არ არის
16 ივლისი, 2013
1667
print

ელ­ფის გა­მომ­ცემ­ლო­ბის «მსოფ­ლიო ატ­ლა­სი» სა­ბა­ჟო­ზეა «და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი»

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის 168-ე მუხ­ლი გა­და­სა­ხა­დი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს. სწო­რედ ამ მუხ­ლის «ო» ქვე­პუნ­ქ­ტი იუწყე­ბა, რომ წიგ­ნე­ბი, ასე­ვე ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი, ნო­ტე­ბი (მათ შო­რის, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით არ­სე­ბუ­ლი), ასე­ვე ელექ­ტ­რო­ნულ მა­ტა­რებ­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ლექ­ციო კურ­სე­ბი ანუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხა­სი­ა­თის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­მო­ცე­მა გა­და­სა­ხა­დის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია. კა­ნონ­ში ეს გარ­კ­ვე­ვი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი და მის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის - წიგ­ნი არ იბეგ­რე­ბა, თუმ­ცა ელ­ფის გა­მომ­ცემ­ლო­ბას მა­ინც შე­ექ­მ­ნა პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც არა მხო­ლოდ გა­მომ­ცემ­ლო­ბი­სა და მომ­ხ­მა­რებ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზა­რა­ლე­ბა შე­უძ­ლია, არა­მედ სა­ბა­ჟოს და­უკ­ვირ­ვე­ბელ და გა­უ­მარ­თავ მუ­შა­ო­ბა­საც უს­ვამს ხაზს. წიგ­ნი, რო­მელ­საც «ელ­ფი» მეშ­ვი­დე წე­ლია გა­მოს­ცემს და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ხუთ­ჯერ უპ­რობ­ლე­მოდ გა­ნა­ბა­ჟა, სა­ბა­ჟომ «და­ა­პა­ტიმ­რა».

საქ­მე «მსოფ­ლიო ატ­ლასს» ეხე­ბა - წიგნს, რომ­ლის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბიც «ელფს» მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა Macmillan Children’s Books-ის­გან აქვს შე­ძე­ნი­ლი. ის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ჩვენს ბა­ზარ­ზე 2007 წელს შე­მო­ი­ტა­ნა და, შე­საძ­ლოა, თქვე­ნი შვი­ლის წიგ­ნე­ბის თა­რო­ზეც დევს, რად­გან გა­მო­ცე­მა თა­ვი­სი შიგ­თავ­სი­თა და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ავ­ტო­რე­ბის წყა­ლო­ბით ნამ­დ­ვი­ლად უნი­კა­ლუ­რია და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც არ აკ­ლია. ახ­ლა კი არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ეს გა­მო­ცე­მა ჩვე­ნი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან გაქ­რეს, რის შე­სა­ხე­ბაც «ელ­ფის გა­მომ­ცემ­ლო­ბის» დი­რექ­ტო­რი თი­ნა დი­დე­ბუ­ლი­ძე თა­ვად გვი­ამ­ბობს: «ძვე­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის თა­ნახ­მად მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ იბეგ­რე­ბო­და, მაგ­რამ ბე­გა­რა უნ­და გა­დაგ­ვე­ხა­და დო­კუ­მენ­ტურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. მა­გა­ლი­თად, სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის «სიბ­რ­ძ­ნე სიც­რუ­ი­სა» არ იბეგ­რე­ბო­და, მაგ­რამ მი­სი ევ­რო­პუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი დღი­უ­რე­ბის კრე­ბულს ბე­გა­რა ეხე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე წიგ­ნის სა­ხით იყო გა­მო­ცე­მუ­ლი. ეს იყო სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის ლაფ­სუ­სი, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ წლებ­ში გა­მოს­წორ­და, მაგ­რამ, რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, გარ­კ­ვე­უ­ლი «თეთ­რი ლა­ქე­ბი» მა­ინც დარ­ჩა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა «მსოფ­ლიო ატ­ლა­სი» - რუ­კე­ბი­სა და ტექ­ს­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა არ ჩა­ით­ვა­ლოს წიგ­ნად, მით უმე­ტეს, რომ ეს პრობ­ლე­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შემ­ქ­მ­ნია».

საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ლი­ლო­ში მდე­ბა­რე სა­ბა­ჟო «გე­ზის» თა­ნამ­შ­რო­მელ­მა ალექ­სან­დ­რე ჯვარ­შე­იშ­ვილ­მა «მსოფ­ლიო ატ­ლასს» წიგ­ნე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­დის, 4901-ის ნაც­ვ­ლად კო­დი 4905 მი­ა­კუთ­ვ­ნა. ეს კი რუ­კე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი კო­დი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც და­ბეგ­ვ­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შე­დე­გად «ელფს» 5 ათას ლარ­ზე მე­ტის გა­დახ­და ევა­ლე­ბა, რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბას დიდ ფი­ნან­სურ ზა­რალს მი­ა­ყე­ნებს, ეს კი, პირ­ველ რიგ­ში, წიგ­ნის ფას­ზე აისა­ხე­ბა. არა­და გა­მო­ცე­მას სტამ­ბუ­რად უკ­ვე მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს ფა­სი, რაც და­მა­ტე­ბის უხერ­ხუ­ლო­ბას ქმნის. თუმ­ცა ეს არა­ფე­რია, მე­ო­რე პრობ­ლე­მა­ზე თი­ნა­თინ დი­დე­ბუ­ლი­ძე თა­ვად გვეტყ­ვის: «ვი­ნა­ი­დან მე ვარ წიგ­ნის გა­მომ­ცე­მე­ლი და არ მე­ხე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­დახ­და, და­ბეგ­რი­ლი სა­ქონ­ლის დღგ-ს ფურ­ცელს ვერ წარ­ვუდ­გენ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებს, რის გა­მოც ისი­ნი ჩემს პრო­დუქტს არ მი­ი­ღე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად ვი­ღებ სრულ ზა­რალს, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გე­ოგ­რა­ფუ­ლი სა­ხის გა­მო­ცე­მა მომ­ხ­მა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზო, რო­გორც ამას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თებ­დი.»

«მსოფ­ლიო ატ­ლა­სი» სა­ბა­ჟო «გე­ზის» საწყობ­ში 1 ივ­ლი­სის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბა, თი­ნა­თინ დი­დე­ბუ­ლი­ძე კი სა­კუ­თა­რი სი­მარ­თ­ლის დამ­ტ­კი­ცე­ბას იური­დი­უ­ლი გზით აპი­რებს. ამ­ჟა­მად «მსა­ოფ­ლიო ატ­ლა­სის» სა­ხე­ო­ბის და­დას­ტუ­რე­ბას ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თ­ლო ექ­ს­პერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ექ­ს­პერ­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ, დას­კ­ვ­ნა კი მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლოს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. თი­ნა­თინ დი­დე­ბუ­ლი­ძე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ ექ­ს­პერ­ტე­ბის­გან და­დე­ბით დას­კ­ვ­ნას მი­ი­ღებს, მაგ­რამ თუ სა­ბა­ჟოს­თ­ვის ეს დას­კ­ვ­ნა არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, მა­შინ სარ­ჩელს სა­სა­მარ­თ­ლო­ში წა­რად­გენს. გარ­და ამი­სა, მას ხელთ აქვს Macmillan Children’s Books-ის­გან მი­ღე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც აღ­ნი­შუ­ლია, რომ «მსოფ­ლიო ატ­ლა­სი» ნამ­დ­ვი­ლად კლა­სი­ფირ­დე­ბა რო­გორც წიგ­ნი და მას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­დი 4901. მაკ­მი­ლა­ნის გა­მომ­ცემ­ლო­ბა თი­ნა­თინ დი­დე­ბუ­ლი­ძეს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხის თა­ნად­გო­მას დაჰ­პირ­და, იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, თუ საქ­მე სა­სა­მარ­თ­ლომ­დე მი­ვა.

თი­ნა­თინ დი­დე­ბუ­ლი­ძე: «ნამ­დ­ვი­ლად არ ვა­პი­რებ უკან და­ხე­ვას, მით უმე­ტეს, რომ ელ­ფის გა­მომ­ცემ­ლო­ბას არას­დ­როს გა­მო­უ­ცია სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და მხატ­ვ­რულ­თან ერ­თად მხო­ლოდ დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­მოს­ცემ­და, რის­კე­ნაც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა გი­ორ­გი მმარ­გ­ვე­ლაშ­ვილ­მა ყვე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბას მო­უ­წო­და. გარ­და ამი­სა, ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ეს წიგ­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლაა, რო­მე­ლიც გე­ოგ­რა­ფი­ის შეს­წავ­ლას აიოლებს და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. თა­ვად გან­სა­ჯეთ, მის შექ­მ­ნა­ში ოქ­ს­ფორ­დი­სა და სხვა მსგავ­სი მას­შ­ტა­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ, წიგ­ნ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი გე­ოგ­რა­ფუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რუ­კე­ბი, ქარ­თულ გა­მო­ცე­მა­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის წამ­ყ­ვა­ნი გე­ოგ­რა­ფე­ბი და ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ და სხვა. გარ­და ამი­სა, წიგ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ისიც მეტყ­ვე­ლებს, რომ ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 ათა­სი­ა­ნი ტი­რა­ჟი მაქვს გა­ყი­დუ­ლი, ახ­ლა კი 3 ათა­სი ბავ­შ­ვი მის გა­რე­შე უნ­და დარ­ჩეს, რა­საც ნამ­დ­ვი­ლად ვერ და­ვუშ­ვებ.»

რე­ა­ლუ­რად, სა­ბა­ჟოს ლო­გი­კას რომ მივ­ყ­ვეთ, რომ­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ რუ­კე­ბის შეც­ვე­ლი გა­მო­ცე­მა წიგ­ნი არაა, მა­შინ გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც უნ­და და­ი­ბეგ­როს, მე­ო­რე მხრივ კი რა­ტომ უნ­და იბეგ­რე­ბო­დეს რუ­კე­ბი - ისი­ნიც ხომ სას­წავ­ლო პროგ­რა­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და სწო­რედ ეს გახ­ლავთ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის ერთ-ერ­თი ლაფ­სუ­სიც.

რაც შე­ე­ხე­ბა «მსოფ­ლიო ატ­ლასს», მი­სი 128 გვერ­დი­დან 100-ს კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის რუ­კე­ბი ფა­რავს, 28 გვერ­დი კი ტექსტს უკა­ვია. გარ­და ამი­სა, რუ­კე­ბი­ა­ნი გვერ­დე­ბიც შე­ი­ცავს მათ­ზე ასა­ხუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ტექ­ს­ტუ­ა­ლურ აღ­წე­რას. წიგნს ასე­ვე ახ­ლავს მხო­ლოდ წიგ­ნე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სარ­ჩე­ვი და ლექ­სი­კო­ნიც, რო­მელ­შიც მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტერ­მი­ნე­ბია ახ­ს­ნი­ლი და სხვა. წიგნს ახ­ლავს 47 სა­მუ­შაო რუ­კის კომ­პაქტ დის­კიც. იხი­ლა­ვენ თუ არა სექ­ტემ­ბ­რი­დან სკო­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი ამ გა­მო­ცე­მას, ჯერ არა­ვინ იცის და თუ ვერ, შე­გი­ძი­ათ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი მე­ბა­ჟის ახი­რე­ბას გა­და­აბ­რა­ლოთ.

სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული