ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ დას­კ­ვ­ნი­თი სიტყ­ვა წარ­მოთ­ქ­ვა
24 ივლისი, 2013
2003
print

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ში გუ­შინ სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბი­სა და ზვი­ად აბე­სა­ძის­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის საქ­მე­ზე ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლ­და. პრო­ცეს­ზე მხა­რე­ე­ბი დას­კ­ვ­ნი­თი სიტყ­ვით გა­მო­ვიდ­ნენ.

ბრალ­დე­ბის მხა­რე დას­კ­ვ­ნით სიტყ­ვას ხუ­თი სა­ა­თის მან­ძილ­ზე კითხუ­ლობ­და. პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­სა­მარ­თ­ლემ პრო­კუ­რო­რი ჯე­მალ კო­ბა­ი­ძე 100 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

ამის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ პრო­კუ­რო­რის დას­კ­ვ­ნი­თი სიტყ­ვის წარ­მოთ­ქ­მი­სას მის მო­ბი­ლურ­ზე ზა­რი გა­ის­მა. პრო­კუ­რო­რის თქმით, მას ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს და ეს სა­ა­თის ზა­რი იყო, თუმ­ცა მას მო­სა­მარ­თ­ლემ გი­ორ­გი და­რახ­ვე­ლი­ძემ ტე­ლე­ფო­ნის მწყობ­რ­ში მოყ­ვა­ნა და­ა­ვა­ლა და 100 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ხმა­მა­ღა­ლი ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის­თ­ვის და­ჯა­რიმ­და ბად­რა­გის თა­ნამ­შ­რო­მე­ლიც.

ბრალ­დე­ბის მხა­რის სიტყ­ვით გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ შეს­ვე­ნე­ბა გა­მოცხად­და. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ დას­კ­ვ­ნი­თი სიტყ­ვის წარ­მოთ­ქ­მა დაც­ვის მხა­რემ და­იწყო. პრო­ცე­სი გვი­ა­ნო­ბამ­დე გაგ­რ­ძელ­და. პრო­ცე­დუ­რუ­ლად, დას­კ­ვ­ნი­თი სიტყ­ვე­ბის შემ­დეგ პრო­ცე­სი კა­მა­თის ეტაპ­ზე გა­და­დის, რის შემ­დე­გაც გა­ნა­ჩე­ნი უნ­და დად­გეს. სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბი­სა და ზვი­ად აბე­სა­ძის­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კ­ვე­თის საქ­მე­ზე ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას გა­ნა­ჩე­ნის გა­მოცხა­დე­ბის ვა­და 7 აგ­ვის­ტოს იწუ­რე­ბა, თუმ­ცა არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მო­სა­მარ­თ­ლემ გა­ნა­ჩე­ნი უფ­რო ად­რე გა­მო­ი­ტა­ნოს.

ამას­თან, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ში ბა­ჩო ახა­ლა­ი­ა­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სე­ბის დაწყე­ბამ­დე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის პრო­ცეს­ზე მი­სუ­ლი ე.წ პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა და ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი ერ­თ­მა­ნეთს სიტყ­ვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ. რო­გორც ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტებ­მა გო­გა ონი­ან­მა და რო­მეო სა­ჯა­ი­ამ გა­ნაცხა­დეს, გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი რეპ­ლი­კის სა­პა­სუ­ხოდ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ ყა­ვის ჭი­ქა ეს­რო­ლა. ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ გო­გა ონი­ან­მა გა­ნაცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გე­ბია, რომ­ლის დრო­საც პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი შე­უს­წავ­ლელ პი­რებს მი­ა­ნი­ჭეს.

„ყვე­ლას ერ­თად და­ერ­ქ­ვა პი­ლიტ­პა­ტი­მა­რი და სწო­რედ ამი­ტომ ხდე­ბა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი, თუმ­ცა ყვე­ლა შე­სა­ბა­მის პა­სუხს მი­ი­ღებს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გა­ბე­და­ვას პი­რა­დი პრო­ვო­კა­ცია არ იყო,“ - გა­ნაცხა­და გო­გა ონი­ან­მა.

რო­მეო სა­ჯა­ი­ას თქმით კი, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი, მი­სი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, პრო­ცე­სის დაწყე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც მა­თი მი­სა­მარ­თით ფან­ჯ­რი­დან გა­ბე­და­ვამ ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბა და­იწყო.

„ამ ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს,“ - გა­ნაცხა­და რო­მეო სა­ჯა­ი­ამ. რაც შე­ე­ხე­ბა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას, მი­სი თქმით, გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა მა­მის კვალს მიჰ­ყ­ვე­ბა.

„ზა­ზა გა­ბე­და­ვა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს აგენ­ტი იყო,“ - აღ­ნიშ­ნა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ.

ე.წ სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბი­სა და ზვი­ად აბე­სა­ძის­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კ­ვე­თის საქ­მე­ზე, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას­თან ერ­თად, ბრალ­დე­ბუ­ლია კი­დევ 7 პი­რი - ალექ­სან­დ­რე გორ­და­ძე, გა­გა მკურ­ნა­ლი­ძე, ზუ­რაბ შა­მა­თა­ვა, მე­რაბ კიკ­ნა­ძე, გი­გი კა­ლან­და­ძე, ასე­ვე, ძებ­ნი­ლე­ბი მა­ნუ­ჩარ და­რა­სე­ლია და გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა