16 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ზე საქ­მე გან­ზ­რახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა
24 ივლისი, 2013
1810
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში 16 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბით შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლია.

პრე­ზი­დენ­ტ­მა ბა­თუმ­ში მომ­ხ­და­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა „ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მი­სი თქმით, ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ტრა­გე­დია სას­წ­რა­ფოდ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია.

„შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ 16 წლის მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბით. სი­ცოცხ­ლით სავ­სე ფრი­ა­დო­სან გო­გოს სას­ტი­კად მო­უს­წ­რა­ფეს სი­ცოცხ­ლე. სა­ღა­მოს ვე­ლო­სი­პე­დით გა­სუ­ლი და შინ არ­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბა­თუ­მის ახალ ბულ­ვარ­ზე იპო­ვეს. ქა­ლიშ­ვი­ლი რომ მყო­ლო­და, ალ­ბათ, ისე­თი­ვე იქ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც მა­რი­ა­მი. მე, რო­გორც მა­მას, არ მსურს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­და­იქ­ცეს ად­გი­ლად, სა­დაც შვი­ლე­ბის გა­რეთ გაშ­ვე­ბის შეგ­ვე­შინ­დე­ბა.

ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ტრა­გე­დია სას­წ­რა­ფოდ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, მაგ­რამ მინ­და, პო­ლი­ცი­ამ ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოს იმას, რა­ზეც ბევ­რი ბა­თუ­მე­ლი და ქუ­თა­ი­სე­ლი მე­სა­უბ­რა - ამ ბო­ლო ხანს ამ ქა­ლა­ქებ­ში ისევ და­იწყო ხმა­უ­რი­ა­ნი ქუ­ჩის გარ­ჩე­ვე­ბი და ბევ­რად გა­თა­მამ­დ­ნენ კრი­მი­ნა­ლე­ბი. ეს, რა თქმა უნ­და, აუარე­სებს უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­ერ­თო სი­ტუ­ა­ცი­ას.

ამას ისიც მა­ლა­პა­რა­კებს, რომ ამას წი­ნათ თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე, ჩემს გვერ­დ­ზე სა­დარ­ბა­ზო­ში მცხოვ­რე­ბი უწე­სი­ე­რე­სი 21 წლის ახალ­გაზ­რ­და ვი­ღაც ნა­ძი­რა­ლამ გა­მო­ა­სალ­მა სი­ცოცხ­ლეს. სას­წ­რა­ფოდ ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბი, რა­თა ჩვენს შვი­ლებს საფ­რ­თხე მო­მა­ვალ­ში მა­ინც აღარ და­ე­მუქ­როს,“ - ნათ­ქ­ვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი 16 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ზე საქ­მე გან­ზ­რახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. რო­გორც „ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი ბა­თუ­მი­დან იუწყე­ბა, შემ­თხ­ვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია გო­გო­ნას ჩან­თა და ბლოკ­ნო­ტი, და­კარ­გუ­ლია ვე­ლო­სი­პე­დი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი iphone 5.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ლია მგე­ლა­ძემ „ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უსს“ გა­ნუცხა­და, ცხე­დარს ზურ­გ­ზე დი­დი ქვა ედო. მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნას ყე­ლი ჰქონ­და გა­მოჭ­რი­ლი.

„მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი ეძებ­დ­ნენ გო­გო­ნას. ის თა­ვის კლა­სე­ლებ­თან ერ­თად ამ ად­გილ­ზე ხში­რად მო­დი­ო­და, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობ­და. ბო­ლოს აქ გა­მო­ვი­ა­რეთ და ეს სა­ზა­რე­ლი შემ­თხ­ვე­ვა ვნა­ხეთ,“ - გა­ნაცხა­და ლია მგე­ლა­ძემ.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა