სა­სა­მარ­თ­ლომ მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და
27 ივლისი, 2013
1892
print

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­სა­მარ­თ­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი“ უც­ვ­ლე­ლად გთა­ვა­ზობთ: „2013 წლის 25 ივ­ლისს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ გა­ნი­ხი­ლა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის მი­მართ. სა­სა­მარ­თ­ლომ გა­ნი­ხი­ლა შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა, მო­ის­მი­ნა მხა­რე­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი, გა­ეც­ნო წარ­მოდ­გე­ნილ მა­სა­ლებს, შე­ა­მოწ­მა შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბა და აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი (საპ­რო­ცე­სო), ისე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი და პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და - ბრალ­დე­ბულ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის მი­მართ აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნა პა­ტიმ­რო­ბა შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბა­თა გა­მო: ამ ეტაპ­ზე საქ­მე­ში მო­ი­პო­ვე­ბა, არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, ფორ­მა­ლუ­რი (საპ­რო­ცე­სო) და ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბულ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის, ვი­ნა­ი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი (გა­მო­ძი­ე­ბის დაწყე­ბის აღ­რიცხ­ვის ბა­რა­თი, შეტყო­ბი­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლი­სა და გვა­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მე­ბი, შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მე­ბი და ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ოქ­მე­ბი, მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის ფო­ტო­სუ­რა­თით ამოც­ნო­ბის ოქ­მე­ბი, მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნის მი­ერ სა­ხელ­მ­წი­ფო საზღ­ვ­რის კვე­თის მო­ნა­ცე­მე­ბი, ნივ­თის ამოც­ნო­ბის ოქ­მი, მოწ­მე­ე­ბის: ჟუ­ჟუ­ნა ბე­რი­ძის, ლი­ა­ნა მგე­ლა­ძის ინ­გა და­ნე­ლი­ას, თეა ცის­კა­ძის, გო­ჩა მსხა­ლა­ძის, მა­რი­ამ ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის, გუ­რამ მი­ქე­ლა­ძის, ქრის­ტი­ნე დუმ­ბა­ძის, შინ­დი­კო რი­ჟა­მა­ძის, შუქ­რი შიშ­მა­ნი­ძის, გე­ლა მა­ლა­ზო­ნი­ას, თე­მურ ჯა­ი­ა­ნის, და­ვით არ­ძე­ნა­ძის, რო­მან ლაშ­ხი­ას ჩვე­ნე­ბე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბის მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი სხვა წე­რი­ლო­ბი­თი მა­სა­ლე­ბი) საკ­მა­რი­სია და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის­თ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ პუნ­ქ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი შე­საძ­ლოა, ჩა­ი­დი­ნა ბრალ­დე­ბულ­მა მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტა­ნიმ. ბრალ­დე­ბის მხა­რის მოთხოვ­ნა ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, საქ­მის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით, და­საშ­ვე­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, რაც არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტის „სა­მო­ქა­ლა­ქო და პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ ისე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მოთხოვ­ნებს, არც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ მი­ღე­ბულ არა­ერთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­თა სტან­დარტს, ანუ სა­ხე­ზეა ხე­ლის შეშ­ლის საფ­რ­თხე საქ­მე­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის­თ­ვის.

სა­სა­მარ­თ­ლომ ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბა, წარ­დ­გე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის სიმ­ძი­მე (მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე გან­ზ­რახ და­ნა­შა­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლის­თ­ვი­საც სას­ჯე­ლის სა­ხედ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თექ­ვ­ს­მე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა), ქმე­დე­ბის ხა­სი­ა­თი და ში­ნა­არ­სი (მას ბრა­ლი ედე­ბა გან­ზ­რახ მკვლე­ლო­ბა­ში, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ან­გა­რე­ბით). ასე­ვე, სა­სა­მარ­თ­ლომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მო­ჰამ­მა­და­მინ რო­ო­ინ­ტან­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო საზღ­ვ­რის გა­დაკ­ვე­თით და­ტო­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რია, ხო­ლო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა იძ­ლე­ვა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ იგი ცდი­ლობს მი­მალ­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თ­ლოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მი­აჩ­ნია ვა­რა­უ­დი, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის გო­ნივ­რუ­ლი მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან არ­სე­ბობს საფ­რ­თხე, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­ი­მა­ლოს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში. 16 წლის მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძე 23 ივ­ლისს ბა­თუ­მის ახა­ლი ბულ­ვა­რის ბო­ლოს, სა­ნა­პი­რო­ზე მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა