სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
01 აგვისტო, 2013
1679
print

სე­ნაკ­ში, წყალ­დი­დო­ბის ზო­ნა­ში, გუ­შინ ვი­ცე-პრე­მი­ე­რი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტ­რი კა­ხა კა­ლა­ძე და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რი და­ვით ნარ­მა­ნია იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

სა­გან­გე­ბოდ მოწ­ვე­ულ თათ­ბირ­ზე, მი­ნის­ტ­რებ­მა სე­ნა­კის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლის­გან მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, რა სა­ხის ზა­რა­ლი მი­ად­გა სე­ნაკს სტი­ქი­ის შე­დე­გად. რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნია ამ­ბობს, ზა­რალს შე­სას­წავ­ლად გამ­გე­ო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი შე­იქ­მ­ნე­ბა და ამის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წე­ვა. მი­ნის­ტ­რის თქმით, პრო­ცესს მო­ნი­ტო­რინგს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­უ­წე­ვენ.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის აღ­სად­გე­ნად 800 000 ლა­რი უკ­ვე გა­მო­ყო­ფი­ლია. რო­გორც მი­ნის­ტ­რი ამ­ბობს, სე­ნაკს წყლის მი­წო­დე­ბა თით­ქ­მის აღუდ­გა.

კა­ხა კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა პრობ­ლე­მა მა­ლე მოგ­ვარ­დე­ბა.

სტი­ქი­ამ ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­საც. გურ­ჯა­ან­ში მო­სულ­მა ძლი­ერ­მა სეტყ­ვამ სა­მი სო­ფე­ლი - არა­შენ­და, მე­ლა­ა­ნი და ნა­ნი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა. სეტყ­ვა 10 წუთს გაგ­რ­ძელ­და და სულ 400 ჰექ­ტ­რამ­დე ვე­ნა­ხი გა­ა­ნად­გუ­რა. ასე­ვე, გა­ნად­გურ­და სი­მინ­დის ნა­თე­სი, სა­ზამ­თ­როს ბა­ღე­ბი და ბოს­ტ­ნე­უ­ლი კულ­ტუ­რა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა წუხს, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბით არ და­ეხ­მა­რე­ბა, ვე­ნა­ხის გა­დარ­ჩე­ნას ვერ შეძ­ლე­ბენ. სტი­ქი­ის ზო­ნა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ჯო­ნი ოსი­აშ­ვილ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რა. მი­სი თქმით, სტი­ქი­ით მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს გამ­გე­ო­ბა და­ით­ვ­ლის და ცენ­ტ­რა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვ­დის.

1-2 აგ­ვის­ტოს ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა დღი­სით +31 გრა­დუ­სი, ღა­მით - +11; და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღი­სით +30, ღა­მით - +13; თბი­ლის­ში დღი­სით +30, ღა­მით +16.

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
30 ოქტომბერი, 2013 ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა
10 ივლისი, 2013 თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ პარკ „გე­ზი­ში“ ცრემ­ლ­სა­დე­ნი გა­ზი ისევ გა­მო­ი­ყე­ნა