რი­ოს­თ­ვის ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბი გაცხად­და
14 აგვისტო, 2013
1765
print

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რიო დე ჟანეიროს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა შეკრება გუშინ ყვარელში დაასრულა.

გუშინდელი დღე ძიუდოს გულშემატკივართათვის იმითაც იყო საინტერესო, რომ რიოში წამსვლელთა ვინაობა უნდა გაცხადებულიყო.

ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ირაკ­ლი უზ­ნა­ძეს რჩე­ულ­თა შო­რის კი არი­ან: ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი (60 კგ.), ევ­რო­პი­სა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი (66 კგ.), ევ­რო­პის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლო­სა­ნი ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი (ორი­ვე - 73 კგ.), ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლო­სა­ნი ლე­ვან წიკ­ლა­უ­რი (81 კგ.), კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნი ვა­ლე­რი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი (90 კგ.), ევ­რო­პის ორ­გ­ზის ვერ­ცხ­ლის მე­და­ლო­სა­ნი ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი (100 კგ.) და ასე­ვე კონ­ტი­ნენ­ტის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი (+100 კგ.).

ამ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნ­და მოს­კო­ვის დიდ სლემ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი ლე­ვან წიკ­ლა­უ­რის ხილ­ვა (ფე­ხის ტრავ­მა მი­ი­ღო და მზა­დე­ბის ერ­თი ეტა­პიც გა­უც­და). ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის თქმით, წიკ­ლა­უ­რი თან­და­თან ზრდის დატ­ვირ­თ­ვებს. ამას­თან იმე­დი აქვს, რომ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დაწყე­ბამ­დე (26 აგ­ვის­ტო - 1 სექ­ტემ­ბე­რი) უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და სა­სურ­ველ ფორ­მა­ში იქ­ნე­ბა. რი­ოს ტა­ტა­მამ­დე კი თით­ქ­მის ორი კვი­რაა დარ­ჩე­ნი­ლი.

უზ­ნა­ძის გუნ­დ­ში გა­მოჩ­ნ­და ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც, რო­მე­ლიც საკ­მაო ხა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, თუმ­ცა შეკ­რე­ბე­ბი სრუ­ლად გა­ი­ა­რა. უზ­ნა­ძის თქმით, ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის წო­ნა­ში სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტაბ­მა რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი მო­სინ­ჯა, მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გის­თ­ვის არა­ვის მი­უღ­წე­ვია, არ­ჩე­ვა­ნი ძველ გვარ­დი­ელ­ზე შე­ჩერ­და. სა­გუ­ლის­ხ­მოა ისიც, რომ თუ სხვა წო­ნებ­ში სა­თა­და­რი­გო­ე­ბი კარ­გად წარ­მო­ა­ჩენ­დ­ნენ თავს, მწვრთნე­ლე­ბი 100 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ზე უარს იტყ­ვოდ­ნენ და მის ხარ­ჯ­ზე სხვა წო­ნა­ში ორ ძი­უ­დო­ისტს იახ­ლებ­დ­ნენ. ის, რომ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­ნაცხად­შია უკ­ვე მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მსგავ­სი რამ არ მოხ­და - თა­ვი ვე­რა­ვინ წარ­მო­ა­ჩი­ნა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის მიზ­ნით რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე რვა დღით ად­რე - 17 აგ­ვის­ტოს გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა.

 

 

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა