ძი­უ­დო­ის­ტ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ცუ­დად და­იწყო
28 აგვისტო, 2013
1778
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბის­თ­ვის რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე დღე პირ­ვე­ლის მსგავ­სად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა.

ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ონ­მა და წლე­ულს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მომ­გებ­მა ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა (66 კგ.) ჩემ­პი­ო­ნა­ტი კარ­გად და­იწყო, მაგ­რამ ბევ­რის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად უსა­ხე­ლოდ და­ას­რუ­ლა.

ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ას­პა­რე­ზო­ბას მე­ო­რე წრი­დან შე­უდ­გა. აქ კი მას კო­რე­ელ იონგ სიკ ჩო­ეს­თან უნ­და გა­ერ­კ­ვია ურ­თი­ერ­თო­ბა. შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი კო­რე­ელ­თან მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე აღ­მოჩ­ნ­და. თით­ქოს უხერ­ხულ მე­ტო­ქეს შან­სი არ და­უ­ტო­ვა, მი­ღე­ბუ­ლი თი­თო გაფ­რ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თ­ვე­ლი ორი იუკო­თი და­წი­ნა­ურ­და, კო­რე­ე­ე­ლი კი მხო­ლოდ გაფ­რ­თხი­ლე­ბებს იღებ­და. ბო­ლო წუთ­ზე კი რო­ცა ჩო­ემ მე­ოთხე გაფ­რ­თხი­ლე­ბაც მი­ი­ღო და ას­პა­რე­ზო­ბი­დან მო­იხ­ს­ნა.

მე­თექ­ვ­ს­მე­ტედ­ფი­ნალ­ში გა­სულ შავ­და­თუ­აშ­ვილს ბრი­ტა­ნელ კო­ლინ ოუტსს შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი უზ­ბე­კი რი­შოდ სო­ბი­რო­ვი და­ა­მარ­ცხა.

შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა აქაც კარ­გად და­იწყო. მე­ტო­ქეს იუკო აარ­თ­ვა, მაგ­რამ შეხ­ვედ­რის და­სუ­ლე­ბამ­დე ერთ წუთ­ზე ცო­ტა მე­ტი რომ რჩე­ბო­და, ბრი­ტა­ნელ­მა ქარ­თ­ვე­ლი იპო­ნით და­ა­მარ­ცხა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მერ­ვედ­ფი­ნალ­ში გა­სულ­მა ოუტ­ს­მაც იწ­ვ­ნია მარ­ცხი - ყა­ზახ აზა­მატ მუ­კა­ნოვ­თან იპო­ნით და­მარ­ცხ­და.

ისიც ვთქვათ, რომ ერ­თი დღით ად­რე სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯა მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ველ­მა ნო­მერ­მა ამი­რან პა­პი­ნაშ­ვილ­მაც (60 კგ.), მაგ­რამ მი­სი ას­პა­რე­ზო­ბა მე­ხუ­თე ად­გი­ლით დას­რულ­და.

დღეს ჩემ­პი­ონ-პრი­ზი­ო­რე­ბი 73 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ორი ძი­უ­დო­ის­ტით ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი­თა და ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა