რი­ოს გუნ­დუ­რი კარ­ნა­ვა­ლი
03 სექტემბერი, 2013
1894
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბი  მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბით გაწ­ბი­ლე­ბუ­ლებს არა­ერ­თხელ გვით­ქ­ვამს, გუნ­დუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი საჩ­ვე­ნო არააო, მაგ­რამ ამას მხო­ლოდ სიბ­რა­ზით თუ ვამ­ბობ­დით. რაგ­ბიც გუნ­დუ­რია და კა­ლათ­ბურ­თიც, მაგ­რამ ვთა­მა­შობთ გუნ­დუ­რად და მსოფ­ლიო თას­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტა­პებ­ზე გავ­დი­ვართ.

გუნ­დუ­რო­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი კი ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბია, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­სა თუ მსოფ­ლი­ოს გუნ­დურ პირ­ვე­ლო­ბებ­ში ყვე­ლას ში­შის ზარს სცემს. ახ­ლაც ასე იყო, რიო დე ჟა­ნე­ი­როს მსოფ­ლი­ოს გუნ­დურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა უძ­ლი­ე­რე­სის სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა, ამას­თან, მე­სა­მედ (2006 წელს პა­რიზ­ში, 2008 წელს ტო­კი­ო­ში და ახ­ლა რი­ო­ში). ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით კი მხო­ლოდ ძი­უ­დოს ფუ­ძემ­დებ­ლებს - იაპო­ნი­ას ჩა­მოვ­რ­ჩე­ბით, რომ­ლებ­საც ერ­თით მე­ტი ოქ­რო აქვთ.

რა­კი სტა­ტის­ტი­კა ვახ­სე­ნეთ, ისიც ვთქვათ, რომ კვარ­ცხ­ლ­ბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ორ­ჯერ ავიდ­ნენ ფრან­გე­ბი, ერ­თხელ კი - რუ­სე­ბი.

რუ­სე­თის ნაკ­რე­ბი რიო დე ჟა­ნე­ი­როს მსოფ­ლიო გუნ­დურ პირ­ვე­ლო­ბა­ზე მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის რან­გ­ში ჩა­ვი­და. 2012 წელს სალ­ვა­დორ დე ბა­ი­ას ტა­ტამ­ზე რუ­სებ­მა იაპო­ნე­ლებს მო­უ­გეს. სა­ქარ­თ­ვე­ლომ მა­შინ მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. დღეს კი 2006 წლის ფი­ნა­ლი გან­მე­ორ­და: სა­ქარ­თ­ვე­ლო VS რუ­სე­თი. შე­დე­გიც იგი­ვეა - სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩემ­პი­ო­ნია! მთა­ვარ და­პი­რის­პი­რე­ბა­თა ფი­ნა­ლე­ბი­დან ბუ­და­პეშ­ტის წლე­ვან­დე­ლი ევ­რო­პის გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტიც უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლომ რუ­სეთს ჩემ­პი­ო­ნო­ბა არ და­ა­ნე­ბა.

ერ­თი სიტყ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რებ­მა დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა. ჯერ ევ­რო­პა­ზე, მე­რე მსოფ­ლი­ო­ზე და ორ­ჯერ­ვე ფი­ნალ­ში რუ­სე­ბის ძლე­ვით, ერ­თი წლით ად­რე კი სუ­ლაც მე­ტო­ქის ტა­ტამ­ზე - ჩე­ლი­ა­ბინ­ს­კის ევ­რო­პის გუნ­დურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

ასე­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი გა­გახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სეთს გა­სა­ქანს არ აძ­ლევს, უგებს ყველ­გან - შინ, მე­ტო­ქის მო­ე­დან­ზე თუ ნე­იტ­რა­ლურ სტა­დი­ონ­ზე.

გუნ­დუ­რი პირ­ვე­ლო­ბა რან­გით პი­რადს ჩა­მორ­ჩე­ბა, მაგ­რამ ეშ­ხით, აზარ­ტუ­ლო­ბით, ემო­ცი­უ­რო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა აქვს. ამი­ტო­მაც იყო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ჩემ­პი­ო­ნო­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ჰედ­ლა­ი­ნად იქ­ცა. სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ჰედ­ლა­ი­ნე­რე­ო­ბას რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა­მაც შე­უწყო ხე­ლი. ეს კი პა­ტა­რა ქვეყ­ნის სინ­დ­რო­მია - მჩაგ­ვ­რელ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბას ორ­მა­გი ფა­სი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ პრინ­ცი­პულ მე­ტო­ქე­თა შეხ­ვედ­რა დრა­მა­ტუ­ლო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

პირ­ველ ორ შეხ­ვედ­რა­ში წა­გე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ოპ­ტი­მიზ­მი სადღაც მი­ნავ­ლ­და, ირაკ­ლი უზ­ნა­ძის ნაკ­რებ­მა მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა და ზე­დი­ზედ სა­მი შეხ­ვედ­რა მო­ი­გო!

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო.

მსოფ­ლიო გუნ­დურ ჩემ­პი­ო­ნატ­ში თექ­ვ­ს­მე­ტი ნაკ­რე­ბი ას­პა­რე­ზობ­და. გა­სუ­ლი წლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, გუნ­დე­ბის სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბებ­მა შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად პირ­ვე­ლი ნომ­რე­ბით და­ა­კომ­პ­ლექ­ტეს. მა­ნამ­დე კი იყო კენ­ჭის­ყ­რა, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს არ გა­უ­მარ­თ­ლა - მერ­ვედ­ფი­ნალ­ში­ვე ერთ-ერთ ფა­ვო­რიტს, საფ­რან­გეთს გა­და­ე­ყა­რა...

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა წი­ნას­წარ შეხ­ვედ­რებ­ში საფ­რან­გეთ­სა და მონ­ღო­ლეთს მო­უ­გო, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში უზ­ბე­კე­თიც მათ გზას გა­უ­ყე­ნა, ფი­ნალ­ში კი რუ­სებ­მაც მა­თი ბე­დი გა­ი­ზი­ა­რეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ შეხ­ვედ­რე­ბის და­საწყი­სი ტყუ­პის­ცა­ლი­ვით ჰგავ­და ერ­თ­მა­ნეთს - 66 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მე­ტო­ქე­ე­ბი აღ­წევ­დ­ნენ წარ­მა­ტე­ბას. ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლი კი ის არის, რომ ოთხი­დან სა­მი შეხ­ვედ­რა დათ­მო ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ­მა ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა (ახ­ლა­ხან ტრავ­მა­მო­შუ­შე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნის­თ­ვის ნა­ად­რე­ვი გა­მოდ­გა ასე­თი რან­გის ას­პა­რეზ­ზე გას­ვ­ლა - აშ­კა­რად არ იყო ფორ­მა­ში და ფი­ზი­კუ­რა­დაც უჭირ­და). იმ ერ­თ­ში კი უზ­ნა­ძემ ამი­რან პა­პი­ნაშ­ვილს მის­ცა თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შან­სი, მაგ­რამ ასეთ­მა გა­და­ად­გი­ლე­ბამ არ გა­ა­მარ­თ­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­პი­ო­ნო­ბის­კენ მი­მა­ვალ გზას ჩა­მორ­ჩე­ნით იწყებ­დ­ნენ, უზ­ნა­ძის შე­გირ­დე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ გატყ­დ­ნენ და სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მი­დი­ოდ­ნენ. ასე იყო საფ­რან­გეთ­თან, რო­მე­ლიც 3:2 მო­ი­გეს. შე­და­რე­ბით უკე­თე­სად იბ­რ­ძო­ლეს მონ­ღო­ლეთ­თან და უზ­ბე­კეთ­თან - 4:1, 4;1 მე­რე კი დრა­მა­ტუ­ლი ფი­ნა­ლის ჯე­რიც დად­გა რუ­სეთ­თან.

გა­დამ­წყ­ვე­ტი შეხ­ვედ­რის­თ­ვის ირაკ­ლი უზ­ნა­ძემ პირ­ველ წო­ნა­ში ისევ შავ­და­თუ­აშ­ვილს უხ­მო, რო­მელ­საც ალიმ გა­და­ნოვ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა გა­სარ­კ­ვე­ვი. ქარ­თ­ველ­მა ვერც ამ­ჯე­რად იჭი­და­ვა მის­თ­ვის ჩვე­უ­ლი მა­ნე­რით და იუკო და ვა­ზა­რი მე­ტო­ქეს და­უთ­მო. რუ­სე­თი 1:0 და­წი­ნა­ურ­და. რუ­სე­ბი მა­და­ზე მო­ვიდ­ნენ და ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ოქ­როს მე­და­ლიც შე­ი­ფე­რეს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ში უფ­რო დამ­ძიმ­და, რო­დე­საც ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი (73 კგ.) მუ­რად კო­ძო­კოვ­თან და­მარ­ცხ­და. არა­და, შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე წუთ-ნა­ხევ­რით ად­რე ქარ­თ­ველ­მა რუსს ჯერ ვა­ზა­რი აარ­თ­ვა, შემ­დეგ კი - ორ­ჯერ იუკო და რო­დე­საც გვე­გო­ნა, რომ სტა­ტუს კვო აღ­დ­გა, სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა და­უშ­ვა და დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბა მე­ტო­ქის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იპო­ნით უმალ გა­ა­ნი­ა­ვა.

რუ­სე­ბი წელ­ში გა­ი­მარ­თ­ნენ - სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი ორი შეხ­ვედ­რა მო­უ­გეს, ჩემ­პი­ო­ნო­ბამ­დე კი ერ­თი მო­გე­ბა­ღა აშო­რებ­დათ.

ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­ფეხ­ბურ­თო ენით რომ ვთქვათ, შეხ­ვედ­რის ბე­დის შე­მობ­რუ­ნე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, ბევ­რის­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი, მაგ­რამ...

დარ­ჩე­ნილ­მა ტრი­ომ - ჭრი­კიშ­ვილ­მა, ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რის ბე­დის შე­მობ­რუ­ნე­ბა შეძ­ლეს. მარ­თა­ლია, სა­მი­ვემ გაფ­რ­თხი­ლე­ბით მო­ი­გო, მაგ­რამ არც ეს იყო იოლი საქ­მე.

ჭრი­კიშ­ვილ­მა (81 კგ.) სი­რა­ზუ­დინ მა­გო­მე­დოვს გა­სა­ქა­ნი არ მის­ცა. სა­ქარ­თ­ვე­ლომ პირ­ვე­ლი მო­გე­ბა მი­ით­ვა­ლა. საქ­მე­ში ჩა­ერ­თო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი (90 კგ.). ენერ­გი­უ­ლად შე­უ­ტია კი­რილ დე­ნი­სოვს, მაგ­რამ საქ­მე ილე­თამ­დე მა­ინც არ მი­სუ­ლა. ეს უფ­რო ნერ­ვე­ბის თა­მა­ში იყო, ბრძო­ლა ქან­ცის გაწყ­ვე­ტამ­დე, რო­მე­ლიც, ჩვენ­და გა­სა­ხა­რად, ქარ­თ­ვე­ლის მო­გე­ბით დას­რულ­და 2:2. აი აქ ჩვე­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ მა­და­ზე, რუ­სე­ბი კი უფ­რო და­იბ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლომ ფი­ნა­ლი ამო­ქა­ჩა, ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა და საქ­მე მე­ხუ­თე, გა­დამ­წყ­ვეტ შეხ­ვედ­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

ტა­ტამ­ზე ორი მძი­მე­წო­ნო­სა­ნი დად­გა - ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ალექ­სანდრ მი­ხა­ი­ლი­ნი, რო­მელ­საც პი­რად პირ­ვე­ლო­ბა­ში ერ­თი დღით ად­რე ქარ­თ­ველ­მა მო­უ­გო, მაგ­რამ ახ­ლა სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი კი­დევ თუ შეძ­ლებ­და იგი­ვეს (მა­ნამ­დე მი­ხა­ი­ლინ­თან ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ოთხ­ჯერ და­მარ­ცხ­და).

ქარ­თ­ვე­ლი გაფ­რ­თხი­ლე­ბე­ბით და­წი­ნა­ურ­და, მე­რე კი პარ­ტერ­ში გა­იყ­ვა­ნა მე­ტო­ქე და შე­ბო­ჭა. რუ­სი გო­ლი­ა­თი და­ნებ­და. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მე­სა­მედ გახ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის წევ­რ­მა კი­რილ დე­ნი­სოვ­მა სცა­და, ქარ­თ­ველ­თა წარ­მა­ტე­ბა და­ეკ­ნი­ნე­ბი­ნა - ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ფეხ­ზე მიკ­ბი­ნაო.

„კაც­მა რომ თქვას, კბე­ნის­თ­ვის დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ით სჯი­ან, მაგ­რამ ახ­ლა რა მოხ­და, ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. ამის შე­სა­ხებ იმ ცის­ფერ­პი­ჯა­კი­ან ბა­ტო­ნებს (ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის მსა­ჯე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა) უნ­და ჰკითხოთ, რომ­ლე­ბიც დარ­ბაზ­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ, - „იტარ ტას­თან“ სა­უ­ბარ­ში ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა დე­ნი­სოვ­მა. - ჭი­და­ო­ბი­სას მტკივ­ნე­ულ ილეთს ვუ­კე­თებ­დი, ვა­ლე­რიმ კი, რო­გორც ჩანს, თა­ვი ვერ შე­ი­კა­ვა... რო­დე­საც მსაჯს ნაკ­ბე­ნი ად­გი­ლი ვუჩ­ვე­ნე, მან გა­ი­ღი­მა და ბრძო­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ბრძა­ნა, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხ­და­რი­ყოს.

სხვა­თა შო­რის, შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი მო­ვი­და და ბო­დი­ში მო­მი­ხა­და“.

შე­გირდს უბამს მხარს რუს­თა ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი დმიტ­რი მო­რო­ზო­ვი: „მა­თი (მსა­ჯე­ბის) ქმე­დე­ბა ამაზ­რ­ზე­ნია, სხვა რა უნ­და ვთქვა?! მსაჯ­მა არც კი ისურ­ვა ენა­ხა, მარ­თ­ლა იყო ნაკ­ბე­ნი თუ არა. რო­მელ სა­მარ­თ­ლი­ან მსა­ჯო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს აქ სა­უ­ბა­რი?!“

დე­ნი­სო­ვის თა­ნა­გუნ­დე­ლი ალი გა­და­ნო­ვი კი იმუქ­რე­ბა: „რას ვი­ზამთ, რა­კი ქარ­თ­ვე­ლე­ბი იკ­ბი­ნე­ბი­ან, დღე­ის იქით გვე­ცო­დი­ნე­ბა - მსოფ­ლი­ოს მომ­დევ­ნო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მე­ლიც ჩე­ლი­ა­ბინ­ს­კ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, ამას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ“.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი:

ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი, ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი, ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი, ლე­ვან წიკ­ლა­უ­რი, ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ნო­დარ მეტ­რე­ვე­ლი, ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

ძი­უ­დო

მსოფ­ლი­ოს გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტი

რიო დე ჟა­ნე­ი­რო

ვა­ჟე­ბი

1. სა­ქარ­თ­ვე­ლო

2. რუ­სე­თი

3. იაპო­ნია

3. გერ­მა­ნია

ქა­ლე­ბი

1. იაპო­ნია

2. ბრა­ზი­ლია

3. საფ­რან­გე­თი

3. კუ­ბა

P.S. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბი, ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აერო­პორ­ტ­ში 4 სექ­ტემ­ბერს გამ­თე­ნი­ას 03:20 წუთ­ზე სტამ­ბუ­ლი - თბი­ლი­სის რე­ი­სით ჩა­მოფ­რინ­დე­ბა

 

 

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა