მსოფ­ლიო რაგ­ბი­ში ოთხი ერი გა­მო­ირ­ჩე­ვა
17 სექტემბერი, 2013
1714
print

მსოფ­ლიო სა­რაგ­ბო ოჯახ­ში ოთხი ერი: ახა­ლი ზე­ლან­დია, ავ­ს­ტ­რა­ლია, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა და არ­გენ­ტი­ნა აქ­ტი­უ­რობს, ტუ­რი­დან ტურ­ში გა­და­დი­ან და რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს (IRB) რე­ი­ტინ­გ­ში ქუ­ლებს იწე­რენ.

ახ­ლაც „ოლ ბლექ­ს­მა“ „ოთხი ერის“ გა­სულ ტურ­ში სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის 29:15 და­მარ­ცხე­ბით მო­წი­ნა­ვე სა­ფე­ხუ­რი უფ­რო გა­იმ­ყა­რა და უახ­ლო­ეს მდე­ვარ „ქურ­ცი­კებს“ 3,56 ქუ­ლით უს­წ­რებს.

თა­ვის მხრივ, შა­ვი კონ­ტი­ნენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ინ­გ­ლისს სო­ლი­დუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით უს­წ­რე­ბენ. IRB რე­ი­ტინ­გ­ში მე­ოთხე სა­ფე­ხურ­ზე მყოფ­მა ავ­ს­ტ­რა­ლი­ამ არ­გენ­ტი­ნას 14:13 კი მო­უ­გო, მაგ­რამ ამას მის რე­ი­ტინ­გ­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია. ოზებ­თან და­მარ­ცხე­ბუ­ლი არ­გენ­ტი­ნაც ისევ ინარ­ჩუ­ნებს მე-10 ად­გ­ლის.

„ოთხი ერის“ მომ­დევ­ნო ტუ­რის თა­მა­შე­ბი 28 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, რო­დე­საც სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა ავ­ს­ტ­რა­ლი­ას უმას­პინ­ძ­ლებს, ხო­ლო ახა­ლი ზე­ლან­დია არ­გენ­ტი­ნას ეწ­ვე­ვა. ასე რომ, ცვლი­ლე­ბებს 30 სექ­ტემ­ბ­რამ­დე არ უნ­და ვე­ლო­დოთ.

უძ­რა­ო­ბაა ბე­ბერ კონ­ტი­ნენ­ტ­ზეც - ექ­ვ­სი ერის ბი­ნად­რე­ბი იმა­ვე ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ, რო­გორც ეს აქამ­დე იყო. სტა­ტუს კვოს ინარ­ჩუ­ნე­ბენ ერ­თა თა­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლო, რო­მე­ლიც 67,66 ქუ­ლით მე-16 ად­გილ­ზეა. ცვლი­ლე­ბებს ნო­ემ­ბ­რის ტესტ-მატ­ჩე­ბი უნ­და ვე­ლო­დოთ, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნა­დის, სა­მო­ა­სა და აშშ-ის ნაკ­რე­ბე­ბი ეწ­ვე­ვი­ან.

IRB მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გი 16 სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის

1 (1). ახა­ლი ზე­ლან­დია 92,07

2 (2). სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა 88,51

3 (3). ინ­გ­ლი­სი 85,76

4 (4). ავ­ს­ტ­რა­ლია 83,67

5 (5). საფ­რან­გე­თი 81,59

6 (6). უელ­სი 81,36

7 (7). სა­მოა 80,42

8 (8). ირ­ლან­დია 79,58

9 (9). შოტ­ლან­დია 76,95

10 (10). არ­გენ­ტი­ნა 76,41

11 (11). ტონ­გა 74,77

12 (12). იტა­ლია 74,17

13 (13). ფი­ჯი 73,56

14 (14). კა­ნა­და 72,68

15 (15). იაპო­ნია 71,98

16 (16). სა­ქარ­თ­ვე­ლო 67,66

17 (17). რუ­მი­ნე­თი 66,18

18 (18). აშშ 64,91

19 (19). რუ­სე­თი 61,99

20 (20). ეს­პა­ნე­თი 60,44

21 (21). ურუგ­ვაი 59,87

22 (22). პორ­ტუ­გა­ლია 58,82

23 (23). ნა­მი­ბია 58,70

24 (24). კო­რეა 58,10

25 (25). ბელ­გია 57,52

26 (26). ჩი­ლე 56,85

27 (27). გერ­მა­ნია 55,96

28 (28). პო­ლო­ნე­თი 55,64

29 (29). ჰონ­გ­კონ­გი 54,56

30 (30). მოლ­დო­ვა 53,77

31 (31). კე­ნია 52,78

32 (32). ზიმ­ბაბ­ვე 52,63

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი