ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
20 სექტემბერი, 2013
1905
print

დღეს სა­ღა­მოს­თ­ბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი წლე­ვან­დე­ლი პროგ­რა­მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნილ და სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ სტუ­მარ­თან ერ­თად ხსნის.

რო­ბერტ ლე­პა­შის და­სის წარ­მოდ­გე­ნა - „მთვა­რის შო­რე­უ­ლი მხა­რე“ თე­ატ­რა­ლუ­რი პან­ტას­მა­გო­რი­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნაა, რო­მელ­საც თბი­ლი­სე­ლი თე­ატ­რა­ლე­ბი დი­დი მო­ლო­დი­ნით ელი­ან.

რო­ბერტ ლე­პა­ჟი კა­ნა­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი და მოკ­ლედ, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის თე­ატ­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი პერ­სო­ნაა.

ყო­ვე­ლი მი­სი ახა­ლი დად­გ­მა დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ თე­ატ­რა­ლურ პრო­ცე­სებ­ზე, არა­მედ თე­ატ­რა­ლურ კრი­ტი­კა­ზეც, რო­მელ­საც ლე­პა­ჟი მუდ­მი­ვად გა­ო­ცე­ბულს ყო­ვებს.

„სა­ნამ გა­ლი­ლეო თა­ვის ტე­ლეს­კო­პით მის ზე­და­პირს და­აკ­ვირ­დე­ბო­და, ხალხს სჯე­რო­და რომ მთვა­რე გლუ­ვი სარ­კე იყო. მი­სი მუ­ქი ნა­ი­ა­რე­ვე­ბი და იდუ­მა­ლი კონ­ტუ­რე­ბი ჩვე­ნი მთე­ბი­სა და ზღვე­ბის ანა­რეკლს ჰგავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში საბ­ჭო­ე­ლებ­მა გა­აგ­ზავ­ნეს რა­კე­ტა მთვა­რის გარ­შე­მო შე­მო­სავ­ლე­ლად. გა­მო­აგ­ზავ­ნეს მთვა­რე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სა­დაც და­ფა­რუ­ლი ზე­და­პი­რი ჩანს, რო­მელ­საც დე­და­მი­წი­დან ვერ ვხე­დავთ. შო­კის­მომ­გ­ვ­რელ ფო­ტო­მა­სა­ლა­ზე ასა­ხუ­ლია უთ­ვა­ლა­ვი მე­ტე­ო­რის­გან თუ კოს­მო­სუ­რი ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბის­გან დაფ­ლე­თი­ლი და და­ღა­რუ­ლი მთვა­რის ზე­და­პი­რი. მრა­ვა­ლი ხნის მან­ძილ­ზე ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ამ ნა­წილს უწო­დებ­დ­ნენ მთვა­რის მა­ხინჯ მხა­რეს. შე­საძ­ლოა სწო­რედ ესაა მი­ზე­ზი თუ რა­ტომ ჰქვია მთვა­რის ამ ნა­წილს საბ­ჭო­თა კოს­მო­ნავ­ტე­ბის, პო­ე­ტე­ბი­სა და გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი.“ - წე­რენ წა­როდ­გე­ნის სი­ნოფ­სის­ში. წარ­მოდ­გე­ნა ერ­თი ფი­ლი­პეს ამ­ბა­ვია, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხანს გა­და­ი­ტა­ნა დე­დის სიკ­ვ­დი­ლი და ერ­თა­დერთ დედ­მა­მიშ­ვილ­თან, პა­ტა­რა ძმა ან­დ­რეს­თან გან­შო­რე­ბა. სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი სამ­ყა­როს სწავ­ლე­ბით ან­თე­ბუ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებს. დრო­სა და ად­გილს მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლი უკა­ვია ფი­ლი­პეს კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სამ­ყა­როს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და მის არ­სე­ბო­ბას ამ სამ­ყა­რო­ში.

კოს­მო­სუ­რი რბო­ლის დროს საბ­ჭო­ე­ლე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კონ­კუ­რენ­ცია (დე­და­მი­წის გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლის ძი­ე­ბა), ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი და სიყ­მაწ­ვი­ლე ერთ-ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მია ამ ერ­თი კა­ცის­თ­ვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი შე­კითხ­ვის ამო­სახ­ს­ნე­ლად - „მარ­ტო­ნი ვართ?“. შო­უს „მთვა­რის შო­რე­უ­ლი მხა­რე“ ლე­პა­ჟის თე­ატ­რა­ლუ­რი მა­გი­უ­რი ფრთე­ბის წყა­ლო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­და­ყავს სხვა სამ­ყა­რო­ში.

თუ­კი 2013 წლის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის სა­მი სა­უ­კე­თე­სო სა­ღა­მო უნ­და ამო­ვარ­ჩიო წი­ნას­წარ, მა­შინ მე­ო­რე აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა 24 სექ­ტემ­ბე­რი. რუ­მი­ნუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი და­სი - „რა­დუ სტან­სას“ სე­მუ­ელ ბე­კე­ტის „გო­დოს მო­ლო­დინ­ში“ .

რე­ჟი­სო­რი სილ­ვიუ პურ­კა­რე­ტე ფიქ­რობს, რომ „გო­დოს მო­ლო­დინ­ში“ არ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი თე­ზი­სი. წარ­მოდ­გე­ნა მა­ყუ­რე­ბელს არა­ნა­ირ მო­რალს არ უქა­და­გებს, არც იმე­დი მოს­ჩანს სად­მე.

ასე­თი პი­ე­სის გა­სა­გე­ბად უნ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ თუ რო­გორ არის უსას­რუ­ლო სამ­ყა­რო მოქ­ცე­უ­ლი ჩვე­ნი­ვე სუ­ლი­ერ სივ­რ­ც­ში და ასე­ვე ორი ოსახ­ლ­კა­რო ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, და­უს­რუ­ლებ­ლად წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში მყო­ფი კა­ცობ­რი­ო­ბის ფონ­ზე.

ბე­კე­ტი არ გვაძ­ლევს კონ­კ­რე­ტულ პა­სუხს იმ სა­კითხებ­ზე რის­კე­ნაც მა­რა­დი­უ­ლად მი­ვილ­ტ­ვით და ჩვე­ნი­ვე წარ­მოდ­გე­ნე­ბის ფონ­ზე ვლინ­დე­ბა მი­სი გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა.

სპექ­ტაკლს „გო­დოს მო­ლონ­ში“ ახა­სი­ა­თებს მა­რა­დი­უ­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა. წარ­მოდ­გე­ნა­ში ცხა­დად არ არის გა­მო­ხა­ტუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბი და ემო­ცია, თუმ­ცა ბე­კე­ტის დახ­მა­რე­ბით, სა­კუ­თარ გრძნო­ბად აღ­ვიქ­ვამთ... გო­დოს მო­ლო­დინ­ში ვართ - ვედ­რე­ბა, რეფ­ლექ­სი, კე­დე­ლი...

სილ­ვიუ პუ­კა­რე­ტეს სპექ­ტაკ­ლი ბე­კე­ტის სამ­ყა­როს ძა­ლი­ან ნათ­ლად აღ­წერს, ამავ­დ­რო­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გახ­ვე­უ­ლია რა­ღაც თბილ, გრძნო­ბე­ბით მო­ცულ, ამო­უხ­ს­ნელ გა­რე­მო­ში.

„ყო­ველ­თ­ვის რთუ­ლია გა­ავ­ლო ზღვა­რი რე­ა­ლურ დი­ა­ლოგ­სა და სუ­რე­ა­ლის­ტურ, ირა­ცი­ო­ნა­ლურ­სა და ვირ­ტუ­ა­ლურს შო­რის. ბე­კე­ტის პი­ე­სა­ზე აგე­ბულ სპექ­ტაკ­ლ­ში ერ­თ­გ­ვა­რად კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ელე­მენ­ტე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა: გზად გვხვდე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე, სუნ­თ­ქ­ვის შემ­ხუთ­ვე­ლი მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ფან­ტა­ზი­ის ჟანრს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა და ორი­ვე მათ­გა­ნის სინ­თეზს წარ­მო­ად­გენს. ნამ­დ­ვი­ლი­სა და ყალ­ბის ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­უ­რი მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა.“ - წერს კრი­ტი­კო­სი მა­რი­ნა კონ­ს­ტან­ტი­ნეს­კუ.

„რა­დუ სტან­სას“ დას­მა ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის სტა­ტუ­სი 2004 წელს მი­ი­ღო. ის არის რუ­მი­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და მას­პინ­ძე­ლი. და­სის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში ცო­ტას თუ ამო­ი­კიტ­ხავთ, თუმ­ცა, მას სა­ინ­ტე­რე­სო სა­ფეს­ტი­ვა­ლო ფი­ოგ­რა­ფია აქვს და კლა­სი­კუ­რი დრა­მა­ტურ­გი­ის ტა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მებ­ში ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია.

და ბო­ლოს, მარ­თა­ლია პო­ლო­ნუ­რი თე­ატ­რის მა­ეს­ტ­რო იან კლა­ტა არც წელს ჩა­მო­დის, თუმ­ცა მი­სი ოდ­ნავ უმ­ც­რო­სი თა­ნა­მო­აზ­რი­სა და რო­გორც პო­ლო­ნეთ­ში ეძა­ხი­ან მიმ­დე­ვა­რის მაია კლი­ჩევ­ს­კას კი­დევ ერთ წარ­მოდ­გე­ნას მა­ინც ვი­ხი­ლავთ. მაია კლი­ჩევ­ს­კა ერთ-ერ­თი აღა­რი­ა­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. მას შარ­შან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი იც­ნობს („ღმერ­თე­ბის სიკ­ვ­დი­ლი“), თუმ­ცა წელს მი­სი ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და გახ­მა­უ­რე­ბულ­სა დად­გ­მას ვი­ხი­ლავთ. უილი­ამ შექ­ს­პი­რის „მაკ­ბეტს“. მარ­თა­ლია კლი­ჩევ­ს­კას წარ­მოდ­გე­ნა შარ­შან არა­ერ­თ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა უხ­მოდ და­ტო­ვა, მძაფ­რი და ძა­ლი­ან ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი სცე­ნე­ბის გა­მო, მაგ­რამ სექ­ს­პი­რი მა­ინც თა­ვი­სას იზამს და ამ წარ­მოდ­გე­ნა­ზე და­სას­წ­რებ ბი­ლეთს ისი­ნიც იყი­დი­ან, ვი­საც თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რის გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად იზი­დავს.

ახ­ლა, ბო­ლოს­თ­ვის პო­ლო­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის „მაკ­ბეტ­ზე“ იყოს ორი­ო­დე სიტყ­ვა:

მაია კლე­ჩევ­ს­კამ ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა თა­ვი­სი და­უნ­დობ­ლო­ბი­თა და სიშ­მა­გით, შექ­ს­პი­რის ტექ­ს­ტ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. მე­ფე დუნ­კა­ნი პრუჟ­კო­ვი­სა და ვო­ლო­მი­ნის შო­რი­ახ­ლო­საა, მაკ­ბე­ტი­სა და ლე­დი მაკ­ბე­ტის არ შემ­დ­გა­რი ქორ­წი­ნე­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი სამ­ყა­რო ძა­ლი­ან ახ­ლო­საა ლინ­ჩი­სა და ალ­მა­დო­ვა­რის ფილ­მებ­ში ასა­ხულ რე­ა­ლო­ბას­თან. კლი­ჩევ­ს­კა ყო­ველ­თ­ვის ახ­ლოს არის კი­ნოს­თან. და­ახ­ლო­ე­ბით ისეთ­სა­ვე სი­ახ­ლო­ვე­ში, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან. კლე­ჩევ­ს­კა შე­კითხ­ვას სვამს: რო­გორ იბა­დე­ბა ბო­რო­ტე­ბა? ვინ არის მას­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი? რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი ბე­დის­წე­რის წარ­მარ­თ­ვა და თა­ვად ბე­დის­წე­რა რო­გორ გვმარ­თავს? ამ ღია კიტ­ხ­ვე­ბით რე­ჟი­სო­რი მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ თე­მას აგ­რ­ძე­ლებს - ძა­ლა­დო­ბის საზღ­ვ­რე­ბის თე­მას. მა­ინც სა­დაც­მ­დე შეგ­ვიძ­ლია ადა­მი­ა­ნებს ძა­ლა­დო­ბის ატა­ნა თუ გა­მოვ­ლე­ნა. შექ­ს­პი­რი - ბუ­ნებ­რი­ვია რე­ჟი­სო­რი მას ვერ­სად გა­ექ­ცე­ვა, თუმ­ცა კრი­ტი­კას არა­ერ­თ­გ­ზის და­უ­წე­რია, რომ მაია კლი­ჩევ­ს­კას „მაკ­ბეტ­ში“ სამ­ყა­რო ბევ­რად უფ­რო ცი­ნი­კუ­რია ვიდ­რე შექ­ს­პი­რის პი­ე­სა­ში.

„...ამ „მაკ­ბეტ­ში“ მარ­თა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. მალ­კოლ­მი ოქ­რო­უ­ლით მო­კაზ­მუ­ლი სუ­ლე­ლი ნა­ძი­რა­ლაა. მაკ­და­ფი გა­იძ­ვე­რა მა­ფი­ო­ზი ბუ­ღალ­ტე­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის ახერ­ხებს „გაქ­რო­ბას“ სწორ დროს. ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­დამ­დე­ბი ცდუ­ნე­ბაა, მე­გობ­რო­ბა პი­რად ინ­ტე­რეს­ზეა აგე­ბუ­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბაა, სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია, სიკ­ვ­დი­ლი კი სა­მარ­ცხ­ვი­ნოა. (...) კლე­ჩევ­ს­კას რე­ჟი­სუ­რა ქა­ლუ­რი და­უნ­დობ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ის გვაჩ­ვე­ნებს სამ­ყა­როს, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბით და სის­ხ­ლის­ღ­ვ­რით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. პი­ე­სა არ გვე­უბ­ნ­ბა, რომ ბო­რო­ტე­ბა ბა­ნა­ლუ­რია. ის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გვიჩ­ვე­ნებს ბო­რო­ტე­ბის წარ­მო­შო­ბას, მის მა­მოძ­რა­ვე­ბელ იმ­პულ­სებს. შო­კის­მომ­გ­ვ­რე­ლია...“ - ლუ­კაშ დრევ­ნი­ა­კი, Przekro.

მი­ნა­წე­რე­ბი ფო­ტო­ებ­ზე: სცე­ნა მაია კლი­ჩევ­ს­კას სპექ­ტაკ­ლი­დან „მაკ­ბე­ტი“

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში
06 ივნისი, 2013 პრე­მი­ე­რა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში - „ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი“