„თა­ვი­სუ­ფა­ლ უ­ნი­ვერ­სი­ტეტ­სა“ და „ხუ­ა­ლინ­გ ­ჯ­გუფს“ შო­რი­ს ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­ მე­მო­რან­დუ­მი ­გა­ფორ­მ­და
12 ოქტომბერი, 2013
2472
print

უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი ჩი­ნუ­რი კორ­პო­რა­ცია ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს

თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სის­ტეტ­სა და ჩი­ნე­თის ერთ-ერთ უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი კორ­პო­რა­ცია „ხუ­ა­ლინგ ჯგუფს“ შო­რის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორ­მ­და. მე­მო­რან­დუმს ხე­ლი მო­ა­წე­რეს თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ც­ლერ­მა ვახ­ტანგ ლე­ჟა­ვამ და „ხუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვანგ შენ­გ­სი­ნიმ.

მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ალს ეს­წ­რე­ბოდ­ნენ, „ხუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის“დი­რექ­ტო­რა­ტი, ჩი­ნე­თის სა­ელ­ჩოს სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მრჩე­ვე­ლი ლიუ პო, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სის­ტე­ტის პრო­რექ­ტო­რი მა­რი­ნა ქარ­ჩა­ვა, აზი­ი­სა და აფ­რი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დე­კა­ნი გი­ორ­გი კა­ცი­ტა­ძე, ჩი­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და კონ­ფუ­ცის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნე ჯიბ­ლა­ძე, სტუ­დენ­ტე­ბი.

მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს „თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ საც­დე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ეს­ტუმ­რ­ნენ „კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ას“. ისი­ნი უშუ­ა­ლოდ გა­ეც­ნენ სტუ­დენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცესს, მათ შო­რის პრაქ­ტი­ულ მე­ცა­დი­ნო­ე­ბებს. და­სას­რულს ხე­ლი მო­ე­წე­რა ურ­თი­ერ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს.

მე­მო­რან­დუ­მი „ხუ­ა­ლინგ ჯგუფ­ში“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ მიზ­ნით კომ­პა­ნია მათ სას­წავ­ლებ­ლად გაგ­ზავ­ნა­სა და გა­დამ­ზა­დე­ბას ჩი­ნეთ­ში გეგ­მავს. კომ­პა­ნი­ის სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­სი და და­ა­საქ­მოს ისი­ნი. ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩი­ნე­თი-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხავ­დას­ხ­ვა ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც.

თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ცენ­ტ­რი და ერ­თა­დერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ცოდ­ნა მი­ი­ღონ ჩი­ნურ ენა­ში და ქვეყ­ნის­მ­ც­დო­ნე­ო­ბა­ში. სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჩი­ნუ­რი ენის სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში­ვე აბა­რე­ბენ გა­მოც­დებს და ჩი­ნე­თი­დან იღე­ბენ ჩი­ნურ ენა­ში HSK სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­თი­ფი­კა­ტებს. ამას­თან, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ჩი­ნეთ­თან და ჩი­ნურ ენას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­ში. „ხუ­ა­ლინგ ჯგუფ­მა“ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის თბი­ლი­სის „თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ სწო­რედ ამ ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­არ­ჩია. თა­ვის მხრივ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქ­ტი­უ­რად უწყობს ხელს თა­ვი­სი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კუს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბულ და­საქ­მე­ბას.

ვახ­ტანგ ლე­ჟა­ვა, „თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ კან­ც­ლე­რი: „ეს არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სა­ა­მა­ყოა, რომ ჩვენ ურ­თი­ერ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ვა­ფორ­მეთ ჩი­ნე­თის ერთ-ერთ უმ­ს­ხ­ვი­ლეს კორ­პო­რა­ცი­ას­თან. ჩვენ არამ­ხო­ლოდ ვუწყობთ ხელს სტუ­დენ­ტებს მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი ცოდ­ნა და გა­ნათ­ლე­ბა, არა­მედ ჩვენ ასე­ვე ხა­რის­ხი­ა­ნად ვზრუ­ნავთ სა­მო­მავ­ლოდ მათ წარ­მა­ტე­ბულ და­საქ­მე­ბა­ზეც.“

ვანგ შენ­გ­სი­ნი, „ხუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი: „თა­ნამ­შ­რობ­ლო­ბის­თ­ვის არ­ჩე­ვა­ნი შე­ვა­ჩე­რეთ „თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე“, რად­გან ის ერ­თა­დერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ცოდ­ნა მი­ი­ღონ ჩი­ნურ ენა­ში და ქვეყ­ნის­მ­ც­დო­ნე­ო­ბა­ში. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ის სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­სი და და­ა­საქ­მოს ისი­ნი. შე­სა­ბა­მი­ასდ, ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა იქ­ნე­ბა ამის წი­ნა­პი­რო­ბა, ვიზ­რუ­ნოთ სუტ­ნ­დე­ტე­ბის პრაქ­ტი­კა­ზე, მათ გა­დამ­ზა­დე­ბას და სა­მო­მავ­ლოდ და­საქ­მე­ბა­ზე“. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ დღეს „ხუ­ა­ლინგ ჯგუფ­ში“ თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კუს­რ­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს. მე­მო­რან­დუ­მი მა­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლად და ეფექ­ტუ­რად და­საქ­მე­ბის კი­დევ ერ­თი წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დე­ბა.

კორ­პო­რა­ცია „ხუ­ა­ლინ­გის“ საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თად სფე­როს მსხვი­ლი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს, რო­გორც ჩი­ნეთ­ში, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის აშშ, შუა აზი­ი­სა და წყნა­რი ოკე­ა­ნის აუზის ქვეყ­ნებ­ში. „ხუ­ა­ლინგ ჯგუ­ფი“ 1988 წელს, სინ­ძი­ან­ში და­არ­ს­და და ჩი­ნეთ­ში 4 გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ბი­თუ­მო ბა­ზარ­თან ერ­თად, 4 მი­ლი­ონ კვად­რა­ტულ მეტრ კო­მერ­ცი­ულ ფართს ფლობს. „ხუ­ა­ლინგ ჯგუფ­მა“ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა 2007 წლის ბო­ლოს და­იწყო, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ამ 48 ათა­სი კუ­ბუ­რი მეტ­რი ხე-ტყის მო­პო­ვე­ბა­ზე ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყო ქუ­თა­ის­ში, 2012 წელს კორ­პო­რა­ცია „ბა­ზის­ბან­კის“ აქ­ცი­ა­თა 90 პრო­ცენ­ტი წი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. დღეს, „ხუ­ა­ლინგ ჯგუ­ფი“ თბი­ლი­სის ზღვა­ზე ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, თავ­და­პირ­ვე­ლად ამ მიზ­ნით 150 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს, აშე­ნე­ბულ კომ­პ­ლექ­ს­ში 4 ათ­სამ­დე სპორ­ტ­ს­მე­ნის გან­თავ­სე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლი უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცე­მა ქა­ლაქ თბი­ლისს 2015 წლის­თ­ვის და­გეგ­მი­ლი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძ­ლე­ბო­სით­ვის.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014