უძი­ნარ­თა და სახ­ლის გამ­ყიდ­ველ­თა ამ­ბა­ვი
09 ოქტომბერი, 2013
1649
print

გა­მო­ვი­და სა­ლო­მე ბე­ნი­ძი­სა და ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლის კრე­ბუ­ლე­ბი

ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლი

პირ­ველ წიგნს რბი­ლი ყდა აქვს, ნა­ზია, ად­ვი­ლად გა­და­კე­ცავ, და­ხევ, და­ა­ქუც­მა­ცებ - სწო­რედ ისე, რო­გორც ერ­თი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მე­ო­რე წიგ­ნი კი მა­გარ ყდა­ში ზის, მტკი­ცედ დამ­დ­გა­რი ქა­ლი­ვით ყდა­ში. პირ­ვე­ლი წიგ­ნის ავ­ტო­რი სა­ლო­მე ბე­ნი­ძეა და მას „ამ­ბა­ვი უძი­ნარ­თა“ ჰქვია, მე­ო­რეს კი მა­გარ ყდა­ზე „სახ­ლის გა­ყიდ­ვა“ და ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლი აწე­რია. ორი­ვე წიგ­ნ­ში ლექ­სე­ბია თავ­მოყ­რი­ლი, მა­თი შე­ძე­ნა უკ­ვე შე­გიძ­ლი­ათ, წა­კითხ­ვა კი უკ­ვე თქვე­ნი ნე­ბაა.

ამ წიგ­ნის და­სა­წე­რად სა­ლო­მე ბე­ნი­ძეს წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ეძი­ნა.

პირ­ველ ღა­მეს ერ­თი ღა­მის გა­თე­ნე­ბის წე­რი­ლი და­წე­რა, წე­რი­ლი მე­ო­რე ღა­მე­მაც შვა და ასე გაგ­რ­ძელ­და, ვიდ­რე ლექ­სე­ბის წიგ­ნად აკინ­ძ­ვი­სა და ყდა­ში მოქ­ცე­ვის დრო არ მო­ვი­და. დრო კი ავ­ტორ­მა ზუს­ტად შე­არ­ჩია - სწო­რედ, ის, რო­დე­საც დარ­წ­მუნ­და, რომ ლექ­სე­ბად მოთხ­რო­ბი­ლი ათას ერ­თი ზღა­პა­რი მარ­თ­ლაც ზღაპ­რად, და­უ­ჯე­რე­ბელ და შო­რე­ულ ამ­ბად იქ­ცა და მის­გან სა­ბო­ლო­ოდ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ეძ­ლო. სა­ლო­მე ამ­ბობს, რომ ეს წიგ­ნი მი­სი ცხოვ­რე­ბის უკ­ვე გან­ვ­ლი­ლი ეტა­პის სიტყ­ვე­ბით და­ხა­ტუ­ლი ილუს­ტ­რა­ციაა, თუმ­ცა არა ის, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ წარ­სულ­ში უნ­და დარ­ჩეს — ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი ხომ ასე ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს.

სა­ლო­მე ბე­ნი­ძე: „ამ წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი თა­ვად გახ­ლა­ვართ. კრე­ბულს კი­დევ ერ­თი ძი­რი­თა­დი პერ­სო­ნა­ჟი ჰყავს, თუმ­ცა ის მა­ინც უამ­რა­ვი ად­რე­სა­ტის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ერ­თი დი­დი წე­რი­ლია. ეს არ არის მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი, ისი­ნი ალ­ბათ ყვე­ლა ქა­ლის ცხოვ­რე­ბის ცალ­კე­ულ სცე­ნებს - ტრა­გე­დი­ებ­სა თუ ბედ­ნი­ე­რე­ბას აღ­წერს, ამი­ტომ მგო­ნია, რომ ბევ­რი ქა­ლი ამ ლექ­სებ­ში ნაც­ნობ ფრა­ზებს, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის სუბ­ტიტ­რებს აღ­მო­ა­ჩენს, რად­გან ყვე­ლას გაგ­ვაჩ­ნია ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო, ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.“

ჯერ კი­დევ შარ­შან ამ დროს სა­ლო­მე ბე­ნი­ძე წლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტან­ტად მი­იჩ­ნე­ო­და, რად­გან ეკა ტო­გო­ნი­ძეს­თან „სა­ბა“ სწო­რედ მან გა­ი­ყო ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის­თ­ვის „მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი“. მას შემ­დეგ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და, სწო­რედ ის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი, რო­დე­საც სა­ლო­მეს ერ­თი წა­მი­თაც არ მო­უ­ხუ­ჭავს თვა­ლი, არ და­უ­ძი­ნია და ზოგ­ჯერ თი­თე­ბი­დან გა­მო­ჟო­ნი­ლი სის­ხ­ლი­თაც უწე­რია ამ­ბე­ბი შე­უძ­ლე­ბელ მო­მა­ვალ­ზე, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლებ­ზე, ქარ­ვის ან­გე­ლო­ზებ­სა და ეჭ­ვით ავად­მ­ყო­ფებ­ზე, რად­გან ასე იყო სა­ჭი­რო, ასე სჭირ­დე­ბო­და თა­ვად მას.

სა­ლო­მე ბე­ნი­ძე: „ამ­ბა­ვი უძი­ნარ­თა“ წი­ნა კრე­ბულ­ზე გა­ცი­ლე­ბით სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და ცო­ტა სა­ში­შიც იყო, რად­გან „სა­ბას“ შემ­დეგ მკითხ­ვე­ლის მხრი­დან მო­ლო­დი­ნი გა­ცი­ლე­ბით დი­დი და კრი­ტი­კუ­ლია. თუმ­ცა წიგ­ნის ხა­სი­ა­თი ამ ში­შით არ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლა - ის ჩე­მი ცხოვ­რე­ბის უკ­ვე გან­ვ­ლილ­მა ეტაპ­მა შვა. კრე­ბუ­ლი ძა­ლი­ან პი­რა­დია, იმ­დე­ნად პი­რა­დი, რომ ზოგ­ჯერ მას­ში შე­სუ­ლი ლექ­სე­ბის გა­და­კითხ­ვაც კი მა­ში­ნებს. ვფიქ­რობ, კარ­გია, რო­დე­საც ავ­ტო­რი ასე გუ­ლახ­დი­ლია, რად­გან მკითხ­ველს მის ლექ­სებ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბა უფ­რო უად­ვილ­დე­ბა, უცხო­ო­ბის გა­მო დაბ­რ­კო­ლე­ბა არ ხვდე­ბა.“

და აქ­ვე ერ­თი დე­ტა­ლი: „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი „ამ­ბა­ვი უძი­ნარ­თა“ შე­საძ­ლოა სწო­რედ ის კრე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ­ლი­თაც სა­ლო­მე ბე­ნი­ძე პო­ე­ზი­ა­ში ტა­იმ აუტს აიღებს, რად­გან არ გა­მო­რიცხავს, რომ მი­სი მომ­დევ­ნო წიგ­ნი პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კრე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა - ესეც და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია მი­სი ბო­ლო წიგ­ნის შე­სა­ძე­ნად...

სა­ლო­მე ბე­ნი­ძე

...სახ­ლი ასე­თია: ერ­თი აივა­ნი, ორი სარ­თუ­ლი, ავ­ტო­ფა­რე­ხი, მან­და­რი­ნის ხე­ე­ბის მწკრი­ვი და მე­ზო­ბელ სახ­ლამ­დე გა­ჭი­მუ­ლი თო­კი, რო­მელ­ზეც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ბა­ტი­ფე­ხუ­რით და­წე­რი­ლი ბა­რა­თე­ბი მის­რი­ა­ლებს. მა­თი ად­რე­სა­ტე­ბი ორი მე­გო­ბა­რია. ერ­თი ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლია, მე­ო­რე - ნე­ბის­მი­ე­რი, ვი­საც ამ სახ­ლ­ში და­სახ­ლე­ბის, მი­სი მოვ­ლის, პატ­რო­ნო­ბის, ზოგ­ჯერ კი ეკას მას­პინ­ძ­ლო­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა. ეკა სახლს ყი­დის, ყი­დის აფხაზ მე­გო­ბარ­ზე და ის აუცი­ლებ­ლად მე­გო­ბა­რი უნ­და იყოს, რა­თა წლე­ბის შემ­დე­გაც შეძ­ლონ სახ­ლებს შო­რის გაბ­მუ­ლი თო­კით ჭო­რა­ო­ბა.

სა­ლო­მე ბე­ნი­ძის წიგ­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლის კრე­ბუ­ლი ერ­თ­გ­ვარ მა­ნი­ფეს­ტა­დაც შეგ­ვიძ­ლია აღ­ვიქ­ვათ - მო­წო­დე­ბე­ბის, ლო­ზუნ­გე­ბის, ტრან­ს­ფა­რან­ტე­ბის კრე­ბუ­ლად. ავ­ტო­რი აქ ყვე­ლა­ნა­ირ სენ­ტი­მენ­ტებს აქ­რობს და მტკი­ცე, მყა­რი ფრა­ზე­ბით შე­მოჰ­ყავს პერ­სო­ნა­ჟე­ბი: დევ­ნი­ლე­ბი, წი­თე­ლი ჯვა­რი, პატ­რი­არ­ქი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ქმრე­ბი, ცო­ლე­ბი, ცხა­დია, სა­კუ­თა­რი თა­ვიც, რად­გან ეკა ამ ყვე­ლაფ­რის პრო­ტა­გო­ნის­ტია, ცენ­ტ­რია, ორ­ბი­ტაა, სწო­რედ ის ნიშ­ნუ­ლია, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა ის­ტო­რი­ის ათ­ვ­ლა იწყე­ბა და სხვა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იწყებს დაქ­საქ­ს­ვას.

ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლი: „რო­გო­რი ხა­სი­ა­თის ლექ­ს­საც უნ­და წერ­დე, პი­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვე­რას­დ­როს გა­ექ­ცე­ვი, რად­გან ტექ­ს­ტის ხა­რის­ხ­სა და სიმ­ძაფ­რეს სწო­რედ შენ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი გან­საზღ­ვ­რავს. კრე­ბულს კონ­კ­ტ­რე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბი ჰყავს, მა­თი ში­ნა­არ­სი კი ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის იმ დე­ტა­ლებს აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ანს არ აწუ­ხებ­დეს. მეც ადა­მი­ა­ნი ვარ, ამი­ტომ სწო­რად მი­ვიჩ­ნიე, რომ ამ­ჯე­რად მხო­ლოდ ჩე­მი პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბის­გან თა­ვი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა და წიგ­ნად ყვე­ლას პი­რა­დი ამ­ბე­ბი ამე­კინ­ძა.“

წიგ­ნ­ში თავ­მოყ­რი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის მო­ძი­ე­ბის­თ­ვის კი ეკა ქე­ვა­ნიშ­ვილს ზედ­მე­ტი დრო არ და­უ­ხარ­ჯავს - „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ჟურ­ნა­ლის­ტი მათ ყო­ველ­დღი­უ­რად აწყ­დე­ბა და ამ­ბობს კი­დეც: „პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი „ჭო­რია“ პი­რა­დი გახ­ლ­დათ, მე­ო­რე - „აქ ნუ დად­გე­ბით“ უფ­რო სო­ცი­ა­ლურ თე­მა­ტი­კას ეხ­მი­ა­ნე­ბო­და, „სახ­ლის გა­ყიდ­ვა“ კი ყვე­ლა­ფერ იმას, რაც ასე მა­წუ­ხებს, მა­ღი­ზი­ა­ნებს, მთრგუ­ნავს და მა­ში­ნებს.“

და აქაც ერ­თი, თით­ქ­მის ისე­თი­ვე დე­ტა­ლი: „სახ­ლის გა­ყიდ­ვა“ (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სა­უნ­ჯე“) სა­ვა­რა­უ­დოდ ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლის ბო­ლო პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლია, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმ დრომ­დე მა­ინც, ვიდ­რე მა­გარ ყდა­ში ჩა­სას­მე­ლად სა­უ­კე­თე­სო ლექ­სე­ბის მა­რა­გი არ და­უგ­როვ­დე­ბა.

 

 

 

სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული