გორ­გო­ძე ფრან­გულ გრანდს - „ტუ­ლონს“ შე­უ­თან­ხ­მ­და
18 ოქტომბერი, 2013
1541
print

გავ­ლე­ნი­ა­ნი ფრან­გუ­ლი L’Equipe-ის ცნო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი­სა და ფრან­გუ­ლი „მონ­პე­ლი­ეს“ 29 წლის მო­თა­მა­შე მა­მუ­კა გორ­გო­ძე მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი­დან ფრან­გულ გრან­დ­ში - „ტუ­ლონ­ში“ გა­აგ­რ­ძე­ლებს კა­რი­ე­რას.

ფრან­გუ­ლი მე­დი­ის თა­ნახ­მად, ქარ­თ­ველ­მა ვარ­ს­კ­ვ­ლავ­მა „ტუ­ლონ­თან“ სამ­წ­ლი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხე­ლი, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბამ­დე კვლავ „მონ­პე­ლი­ე­ში“ იქ­ნე­ბა, სა­დაც 2005 წლი­დან თა­მა­შობს და სა­დაც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 ქუ­ლა­ზე მე­ტი და­აგ­რო­ვა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ მის აღი­ა­რე­ბებ­ზე - 2010/11 წლე­ბის სე­ზო­ნის ბო­ლოს „ეკიპ­მა“ ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე სა­უ­კე­თე­სო ლე­გი­ო­ნე­რად და­ა­სა­ხე­ლა.

სხვა­თა შო­რის, «გორ­გო­ძი­ლას» (რო­გორც მას სა­რაგ­ბო თემ­ში უწო­დე­ბენ) „ტუ­ლონ­ში“ გა­დას­ვ­ლა­ზე ად­რეც იყო სა­უ­ბა­რი, წი­ნას­წა­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­ა­ფორ­მა, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც „მონ­პე­ლი­ე­ში“ დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა. მა­შინ იმა­საც ამ­ბობ­დ­ნენ, ქარ­თ­ვე­ლის „მონ­პე­ლი­ე­ში“ დარ­ჩე­ნით „ტუ­ლო­ნის“ პრე­ზი­დენ­ტი მუ­რად ბუ­ჯე­ლე­ლი გა­ნაწყენ­დაო.

რო­გორც არ უნ­და იყოს, ფრან­გულ­მა გრან­დ­მა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სამ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნია და ერ­თხე­ლაც პრეს­ტი­ჟუ­ლი „ჰა­ი­ნე­კე­ნის თა­სი“ აქვს მო­გე­ბუ­ლი, სა­წა­დელს მი­აღ­წია.

მა­მუ­კა გორ­გო­ძის „ტუ­ლონ­ში“ გა­დას­ვ­ლას ეხ­მა­უ­რე­ბა სა­რაგ­ბო ვებ­გ­ვერ­დი madeinrugby.com. მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა გუნ­დ­ში გა­დას­ვ­ლა თა­ვად გორ­გო­ძეს უნ­დო­და, რად­გან „მონ­პე­ლი­ეს“ მწვრთნელ ფა­ბი­ენ გალ­ტი­ე­ას­თან უთან­ხ­მო­ე­ბა აქვს. იგი­ვე წყა­რო წერს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­ი­ცავს პუნქტს, რომ­ლის თა­ნახ­მად, გორ­გო­ძე­სა და „მონ­პე­ლი­ეს“ შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, კი­დევ ერ­თი წლით გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დეს.

გარ­და ამი­სა, ირ­კ­ვე­ვა, რომ გორ­გო­ძით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია „პერ­პი­ნი­ა­ნი“ და „კლერ­მო­ნი“, რომ­ლებ­საც „ტუ­ლონ­მა“ და­ას­წ­რო.

ცნო­ბის­თ­ვის, „ტუ­ლონ­ში“ ირიცხე­ბი­ან ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა და კო­ტე მი­ქა­უ­ტა­ძე. ასე რომ, ქარ­თულ ტრი­ოს უნ­და ვე­ლო­დოთ.

მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი­დან მა­მუ­კა გორ­გო­ძე «ტუ­ლო­ნის» მა­ი­სურს მო­ირ­გებს

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი