ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი ტეს­ტე­ბით ბრუნ­დე­ბი­ან
25 ოქტომბერი, 2013
1556
print

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შინ თამაშის ჯერი დადგა - ნოემბრის ტესტ-მატჩები მოდის.

მოდის აშშ-ისა და კანადის ნაკრებები, ოკეანეთიდან კი ხელდახელ მოთამაშე სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი - სამოა გვეწვევა. კანადა და სამოა თბილისში ითამაშებენ, აშშ-ის ნაკრებს კი რუსთავში მოუწევს ბურთის აგდება.

რთუ­ლი გა­მოც­დის წინ ტესტ-მატ­ჩე­ბის­თ­ვის შე­მად­გენ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა ბორ­ჯღა­ლო­სან­თა მწვრთნელ­მა მილ­ტონ ჰე­იგ­მა. მარ­თა­ლია, წუხს, რომ რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე ტრავ­მის გა­მო და­აკ­ლ­დე­ბა (და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი, ჯა­ბა ბრეგ­ვა­ძე, ვა­სილ კა­კო­ვი­ნი, გი­ორ­გი ჟღენ­ტი, იური ნატ­რი­აშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძე), მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნით მა­ინც კმა­ყო­ფი­ლია: „კარ­გად და­ბა­ლან­სე­ბულ გუნდს მო­ვუ­ყა­რეთ თა­ვი, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბით არის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი. ამ შე­მად­გენ­ლო­ბით უკ­ვე ორი წე­ლია ვთა­მა­შობთ. სამ­წუ­ხა­როდ, ტრავ­მის გა­მო რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შის გა­მო­ძა­ხე­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და, მაგ­რამ მათ ნაც­ვ­ლად სხვა მო­რაგ­ბე­ე­ბის და­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა. ნო­ემ­ბერ­ში სა­მი ურ­თუ­ლე­სი მატ­ჩი გვე­ლის, რად­გან ძა­ლი­ან კარგ გუნ­დებ­თან გვი­წევს თა­მა­ში. კარ­გად მო­ვემ­ზა­დე­ბით და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად ჩა­ვა­ტა­რებთ სა­მი­ვე შეხ­ვედ­რას“ .

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა:

პირ­ვე­ლი ხა­ზი: და­ვით ხინ­ჩი­გაშ­ვი­ლი („რა­სინგ მეტ­რო“, საფ­რან­გე­თი), მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი („მონ­პე­ლიე“, საფ­რან­გე­თი), ზუ­რაბ ჟვა­ნია („სტად ფრან­სე“, საფ­რან­გე­თი), სი­მონ მა­ი­სუ­რა­ძე („ბა­ნი­ე­რი“, საფ­რან­გე­თი), შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი („არ­მია“, თბი­ლი­სი), რე­ვაზ ბელ­ქა­ნია („ლე­ლო“, თბი­ლი­სი), და­ვით ქუბ­რი­აშ­ვი­ლი („სტად ფრან­სე“, საფ­რან­გე­თი), ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა („ტუ­ლო­ნი“, საფ­რან­გე­თი);

მე­ო­რე ხა­ზი: კონ­ს­ტან­ტი­ნე მი­ქა­უ­ტა­ძე („ტუ­ლო­ნი“, საფ­რან­გე­თი), გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე („ტარ­ბი“, საფ­რან­გე­თი), ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვი­ლი („ორი­ა­კი“, საფ­რან­გე­თი);

მე­სა­მე ხა­ზი: ვიქ­ტორ კო­ლე­ლიშ­ვი­ლი („ლი­ო­ნი“, საფ­რან­გე­თი), მა­მუ­კა გორ­გო­ძე („მონ­პე­ლიე“, საფ­რან­გე­თი), შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი („მა­სი“, საფ­რან­გე­თი), გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი („ლო­კო­მო­ტი­ვი“, თბი­ლი­სი), დი­მიტ­რი ბა­სი­ლაია („ედინ­ბურ­გი“, შოტ­ლან­დია);

9-10: გი­ორ­გი ბე­გა­ძე („ყო­ჩე­ბი“, ბოლ­ნი­სი), ვა­ჟა ხუ­ციშ­ვი­ლი („ხა­რე­ბი“, რუს­თა­ვი“), მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი („ვი­ე­ნი“, საფ­რან­გე­თი), ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე („ბა­ნი­ე­რი“, საფ­რან­გე­თი), ლა­შა ხმა­ლა­ძე („ლე­ლო“, თბი­ლი­სი);

უკა­ნა ხა­ზი: მე­რაბ შა­რი­ქა­ძე („ბურგ-ან-ბრე­სი“, საფ­რან­გე­თი), და­ვით კა­ჭა­რა­ვა („ენი­სეი“, რუ­სე­თი), თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძე („პე­რი­გო“, საფ­რან­გე­თი), ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი („არ­მა­ზი“, თბი­ლი­სი, კაპ.), თა­მაზ მჭედ­ლი­ძე („ბურგ-ან-ბრე­სი“, საფ­რან­გე­თი), ირაკ­ლი ყი­ა­საშ­ვი­ლი („ლე­ლო“ თბი­ლი­სი), ბე­ქა წიკ­ლა­უ­რი („ლო­კო­მო­ტი­ვი“ თბი­ლი­სი).

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი