ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას „წმინ­და იუდამ“ გა­და­უ­ა­რა
30 ოქტომბერი, 2013
1768
print

გრი­გა­ლი «წმინ­და იუდა“ 28 ოქ­ტომ­ბერს და­ატყ­და თავს დი­დი ბრი­ტა­ნე­თის და­სავ­ლეთ და სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს.

მან გა­და­უ­ა­რა ნის­ლი­ა­ნი ალ­ბი­ო­ნის სამ­ხ­რეთ ნა­წილს, და­იძ­რა კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ევ­რო­პის­კენ და თავს და­ატყ­და ნი­დერ­ლან­დებს, ბელ­გი­ას, საფ­რან­გეთს, და­ნი­ას, შვე­დეთს, გერ­მა­ნი­ას, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებს ფი­ნე­თის ჩათ­ვ­ლით და გუ­შინ უკ­ვე რუ­სე­თამ­დეც, კერ­ძოდ სანკტ-პე­ტერ­ბურ­გამ­დეც მი­აღ­წია.

ეს ამ რე­გი­ონ­ში ბო­ლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უძ­ლი­ე­რე­სი შტორ­მი აღ­მოჩ­ნ­და. ქა­რის სიჩ­ქა­რი­თა და გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლით მას 1987 წლი­სა და 2002 წლის ქა­რიშ­ხ­ლებს ადა­რე­ბენ. ყვე­ლა­ზე დი­დი სიჩ­ქა­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან კუნ­ძულ უაიტ­ზე 28 ოქ­ტომ­ბერს გრინ­ვი­ჩის დრო­ით დი­ლის 5 სა­ათ­ზე და­ფიქ­სირ­და. გუ­შინ­დელ დღემ­დე კი შე­და­რე­ბით და­იკ­ლო, თუმ­ცა რუ­სე­თამ­დე მიღ­წე­უ­ლი შტორ­მის სიმ­ძ­ლავ­რეც გარ­კ­ვე­ულ მო­მენ­ტ­ში წამ­ში 28 მეტრს აღ­წევ­და.

გრი­გალს ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, სულ ცო­ტა, 14 ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ე­წი­რა. აქე­დან 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და, სულ ცო­ტა, 7 - გერ­მა­ნი­ა­ში (სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში 8 ადა­მი­ა­ნია მკვდა­რი). თი­თო კა­ცი შე­ე­წი­რა შტორმს საფ­რან­გეთ­ში, და­ნი­ა­სა და ნი­დერ­ლან­დებ­ში. ცხა­დია, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქა­რის მი­ერ მოგ­ლე­ჯი­ლი ხე­ე­ბის და­ცე­მის შე­დე­გად სა­კუ­თარ მან­ქა­ნებ­ში და­ი­ღუ­პა. ერ­თი 17 წლის გო­გო­ნა იმა­ვე მი­ზე­ზით და­ი­ღუ­პა ბრი­ტა­ნეთ­ში, ბორ­ბ­ლე­ბი­ან სახ­ლ­ში ძი­ლის დროს. რამ­დე­ნი­მე კა­ცი გერ­მა­ნი­ა­შიც და სხვა­გა­ნაც კედ­ლის ნან­გ­რე­ვე­ბის ქვეშ მოყ­ვა, ხო­ლო ერ­თი 47 წლის ქა­ლი საფ­რან­გეთ­ში სე­ირ­ნო­ბის დროს ზღვამ გა­ი­ტა­ცა. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ხის წაქ­ცე­ვამ გა­ზის მი­ლი და­ა­ზი­ა­ნა, რა­მაც ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა და სა­მი სახ­ლის დან­გ­რე­ვა გა­მო­იწ­ვია. ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი სწო­რედ ამ სახ­ლე­ბის ნან­გ­რე­ვებ­ში იპო­ვეს.

ზა­რა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლია და იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბი ელოდ­ნენ. ქა­რიშ­ხალ­მა «წმინ­და იუდამ“ ლონ­დონ­ში ევ­რო­პის უდი­დეს აერო­პორტ ჰიტ­რო­უ­ში 130 რე­ი­სის გა­უქ­მე­ბა გა­მო­იწ­ვია. რე­ი­სე­ბი გა­და­ი­დო სხვა აერო­პორ­ტებ­შიც, რო­გორც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ასე­ვე ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­შიც, რომ­ლე­ბიც სტი­ქი­ამ და­ზა­რა­ლა. გა­უქ­მ­და მა­ტა­რებ­ლე­ბის ათო­ბით რე­ი­სი, შე­ფერ­ხე­ბე­ბით მუ­შა­ობ­და ლონ­დო­ნის მეტ­რო, 28-ში დი­ლას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მოძ­რა­ობ­დ­ნენ «ევ­როს­ტა­რის“ მა­ტა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს კონ­ტი­ნენ­ტურ ევ­რო­პას­თან ლა-მან­შის ქვეშ გა­მა­ვა­ლი გვი­რა­ბით აკავ­ში­რე­ბენ. მდი­ნა­რე ტემ­ზა­ზე რამ­დე­ნი­მე ხი­დი, ბრი­ტა­ნე­თის უდი­დე­სი პორ­ტი დუვ­რი და საფ­რან­გეთ­თან სა­ბორ­ნე მი­მოს­ვ­ლაც და­ი­კე­ტა.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­ყო­ლილ თი­თო­ე­ულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ელექ­ტე­რო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა ათო­ბით და ასო­ბით ათას მცხოვ­რებს შე­უწყ­და. ზოგ მოზ­რ­დილ ქა­ლაქ­ში მთლი­ა­ნად გა­ი­თი­შა დე­ნი. მათ შო­რის, ლატ­ვი­ის სამ ქა­ლაქ­შიც კი, სა­დაც ქა­რის სიმ­ძ­ლავ­რე შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო. სა­ნა­პი­რო ზოლ­ში შტორ­მ­მა ბევ­რ­გან წყლის დო­ნის აწე­ვა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ფე­რი დატ­ბო­რი­ლა. რამ­დე­ნი­მე პორ­ტ­ში ქარ­მა ბა­გი­რე­ბი დაწყ­ვი­ტა და გე­მე­ბი «აუშ­ვა“, რომ­ლე­ბიც სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბის «და­სა­ჭე­რი“ გახ­და. ცხა­დია, ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში სტი­ქი­ის მძვინ­ვა­რე­ბის პა­რი­ოდ­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო მცი­რე ზო­მის თევ­ზ­სა­ჭე­რი გე­მე­ბის, ასე­ვე სპორ­ტუ­ლი და სა­სე­ირ­ნო გე­მე­ბის ზღვა­ში გას­ვ­ლა.

ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­სობ­რი­ვად და­ფიქ­სირ­და სახ­ლე­ბი­დან სა­ხუ­რა­ვე­ბის მოგ­ლე­ჯა, ხე­ე­ბი­სა და სა­რეკ­ლა­მო ფა­რე­ბის წაქ­ცე­ვა, რა­მაც ქუ­ჩე­ბი და რკი­ნიგ­ზე­ბი ჩა­ხერ­გა. სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და სახ­ლე­ბი. ქარს ვერც მსუ­ბუ­ქი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის სა­ვაჭ­რო რი­გებ­მა გა­უძ­ლო სა­პორ­ტო ქა­ლა­ქებ­ში და თვით ბრი­ტა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ლონ­დონ­შიც.

 

 

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 ერაყ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხ­მებს 11 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა
19 ოქტომბერი, 2013 ჰა­ა­გა­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სახ­ლი გა­ტე­ხეს
17 ოქტომბერი, 2013 «ტი­მო­შენ­კოს სა­კითხის“ გა­დაწყ­ვე­ტამ­დე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­ფორ­მ­დე­ბა
12 ოქტომბერი, 2013 გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი, შე­საძ­ლოა, ვოლ­ფ­განგ შო­იბ­ლე გახ­დეს
03 აგვისტო, 2013 მურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მი­ლი­ო­ნი­ან მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ
01 აგვისტო, 2013 სტი­ქია რე­გი­ო­ნებ­ში
23 ივლისი, 2013 ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ
17 ივლისი, 2013 მექ­სი­კა­ში ნარ­კო­კარ­ტელ «ზე­ტა­სის» მე­თა­უ­რი და­ა­კა­ვეს
13 ივლისი, 2013 მექ­სი­კის ქა­ლაქ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში „გარ­დაც­ვ­ლილ­მა ლე­ნინ­მა“ გა­ი­მარ­ჯ­ვა
10 ივლისი, 2013 თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ პარკ „გე­ზი­ში“ ცრემ­ლ­სა­დე­ნი გა­ზი ისევ გა­მო­ი­ყე­ნა