გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ გა­მუ­რუ­ლი 90-იანე­ბი
09 ნოემბერი, 2013
1695
print

„ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ ალექ­სან­დ­რე ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის კრე­ბუ­ლი გა­მოს­ცა

ერ­თი ასე­თი მე­ზო­ბე­ლი ყვე­ლას გვყავ­და: უგ­რ­ძეს რიგ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ნეს­ტი­ა­ნი პუ­რის ყუ­ას რომ გვი­ტეხ­და, ჩა­სა­ბა­რე­ბელ ბოთ­ლებს გვჩუქ­ნი­და, უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი შვი­ლის ფეხ­საც­მელს გვაც­მევ­და, უბან­ში ერ­თა­დერთ გე­ნე­რა­ტორს მულ­ტ­ფილ­მე­ბის სა­ნა­ხა­ვად გვირ­თავ­და და ომ­ში წა­სუ­ლი მა­მე­ბის ამ­ბავს გვე­კითხე­ბო­და. ჰყავ­და სან­დ­რო­საც. ჰყავ­და სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­და ეგ­რ­ძ­ნო მარ­ტი­ვი სით­ბო, ვი­ღა­ცის გვერ­დით ყოფ­ნა, წყალ­წყა­ლა ჩა­ი­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი შაქ­რის ნა­ტე­ხის სიტ­კ­ბო. სან­დ­როს ჰყავ­და, სან­დ­როს ახ­სოვს და რაც ახ­სოვს, ყვე­ლა­ფერს ერთ პა­ტა­რა, „გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე“ წიგ­ნ­ში აქ­ცევს.

რო­გორც წე­სი, ჩვენ­თან ყვე­ლა ჟან­რის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა თუ მო­ცუ­ლო­ბის წიგ­ნებს მო­ნო­ტო­ნუ­რი და სტან­დარ­ტუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ახ­ლავს. სცე­ნა­რი ფაქ­ტობ­რი­ვად ყველ­გან ერ­თია: გა­მომ­ცემ­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­სა­სალ­მე­ბელ სიტყ­ვას ამ­ბობს, შემ­დეგ ავ­ტო­რი რამ­დე­ნი­მე მორ­ცხ­ვი ფრა­ზით გვე­სალ­მე­ბა, ის­მის ბევ­რი მად­ლო­ბა, სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი და, უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თ­ჯე­რად ჭი­ქე­ბის უხ­მო ჭა­ხუ­ნიც.

ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იყო: ალექ­სან­დ­რე ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ახა­ლი კრე­ბუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ სა­ი­დუმ­ლო ოთახ­ში და­მა­ლუ­ლი დრო­ის მან­ქა­ნა აამუ­შა­ვა, თუმ­ცა საწ­ვა­ვი არც ისე ბევ­რი და­უ­ხარ­ჯავს, რად­გან და­ნიშ­ნუ­ლე­ბის დრო ჩვე­ნი ახ­ლო წარ­სუ­ლი - 90-იანი წლე­ბი იყო. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სწო­რედ ამ ეპო­ქის შე­სა­ბა­მი­სი დრეს­კო­დი მოქ­მე­დებ­და, სტუმ­რებს კი თან 90-იანებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნივ­თი უნ­და მი­ე­ტა­ნათ.

იმ დღეს მწერ­ლის სახ­ლი ლამ­პე­ბი­დან და ნავ­თის წი­თე­ლი „კე­რა­სინ­კი­დან“ ამო­ნა­ბოლ­ქ­ვი სუ­ნით გა­იჟ­ღინ­თა, გრა­ფი­ნებ­ში ფხვნი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფორ­თოხ­ლის წვე­ნი ჩა­ას­ხეს, ლან­გ­რებ­ზე ნამ­ცხ­ვა­რი „სი­გუა“ და­აწყ­ვეს, კა­სე­ტი­ა­ნი მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ჩარ­თეს, ვი­დეო ვერ ჩარ­თეს... მო­ვიდ­ნენ უფორ­მო ჯემ­პ­რე­ბით, მა­ღალ­მ­ხ­რე­ბი­ა­ნი ტყა­ვი­სა და ბეწ­ვის სა­ყე­ლო­ი­ა­ნი ჯინ­სის ქურ­თუ­კე­ბით, ფან­ქ­რით კა­სე­ტის ტრი­ა­ლით, კე­ვე­ბის „ნაკ­ლე­ი­კე­ბის“ კო­ლექ­ცი­ე­ბით, მერ­ხის რე­ზი­ნის რკა­ლის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი კას­ტე­ტე­ბით, კუ­პო­ნე­ბით, პუ­რის ტა­ლო­ნე­ბით, შე­ვარ­დ­ნა­ძე­ზე სა­უბ­რე­ბი­თა და მხედ­რი­ო­ნის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ში­შის ნარ­ჩე­ნე­ბით.

„გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე“ სან­დ­როს­თ­ვის მე­სა­მე კრე­ბუ­ლია, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით „ვარ­დის­ფე­რი ავ­ტო­ბუ­სის“ პე­რი­ოდს და კრე­ბუ­ლიც ამ პო­ე­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხმა­უ­რით, ღელ­ვით, პრო­ტეს­ტით იხ­ს­ნე­ბა ლექ­სით „ჰო­ლოგ­რა­მა (პო­ე­ტუ­რი მა­ნი­ფეს­ტი თა­ო­ბას)“. ...და გრძელ­დე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე მკითხ­ვე­ლი კრე­ბუ­ლის მთა­ვარ, სან­დ­როს­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ ლექსს არ მი­ად­გე­ბა. „დე­კა­პი­ტა­ცი­ის დე­კაპ­ტი­ქი“, რო­მელ­საც ავ­ტო­რი ბავ­შ­ვო­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ ირაკ­ლი არ­ღ­ვ­ლი­ანს უძღ­ვ­ნის, პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კ­ნე­ლად სწო­რედ „გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეს“ პრე­ზენ­ტა­ცი­ის სტუმ­რებ­მა მო­ის­მი­ნეს. ამ ლექსს სან­დ­რო ხმა­მაღ­ლა აღა­რას­დ­როს წა­ი­კითხავს, მაგ­რამ ეს აკ­რ­ძალ­ვა ჩვენ­ზე, მკითხ­ველ­ზე არ ვრცელ­დე­ბა. მე­გობ­რი­სად­მი მიღ­ვ­ნი­ლი ლექ­სის წა­კითხ­ვა კი აუცი­ლებ­ლად მო­გინ­დე­ბათ - ერ­თხელ, ორ­ჯერ, სამ­ჯერ, რად­გან ის ჩვენს მე­გობ­რებ­საც ეძღ­ვ­ნე­ბათ და ჩვენც გვეძღ­ვ­ნე­ბა, რო­გორც მე­გობ­რებს.

სწო­რედ ამ ლექ­სის გა­მო აქვს „გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეს“ ასე­თი ყდა: 1850 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­შარ­ჟი, რო­მელ­ზეც მა­მა­კა­ცის სხე­ულს ერთ ხელ­ში სის­ხ­ლი­ა­ნი და­ნა უჭი­რავს, მე­ო­რე­ში - სა­კუ­თა­რი თა­ვი. სან­დ­რო კი ამ­ბობს: „ეს ირო­ნიაა, უფ­რო თვი­თი­რო­ნია ჩე­მი, რო­გორც ავ­ტო­რის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი იმ სივ­რ­ცი­სად­მი, რო­მელ­შიც „ვმოღ­ვა­წე­ობ“. მე ჩე­მი­ვე ხე­ლით ვიჭ­რი თავს და ამ წიგ­ნის სა­ხით მას მკითხ­ველს ვჩუქ­ნი. შე­იძ­ლე­ბა ეს ზედ­მე­ტად პე­სი­მის­ტუ­რად ჟღერს, მაგ­რამ სწო­რედ ასე­თია კრე­ბულ­ში თავ­მოყ­რი­ლი ლექ­სე­ბის ხა­სი­ა­თიც. ეს იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ბავ­შო­ბა 90-იან წლებ­ში გა­ვა­ტა­რე და ლექ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა იმ დრო­ი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი გან­ც­დე­ბი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ცხა­დია, არ მაქვს პრე­ტენ­ზია, რომ მა­შინ­დელ რე­ა­ლო­ბას ზუს­ტად ვეხ­მი­ა­ნე­ბი - უბ­რა­ლოდ, ის დრო მე ასე და­მა­მახ­სოვ­რ­და.“

სან­დ­როს პი­რად 90-იანებს კი ცხე­ლი ჩა­ის გე­მო აქვს. ჰქვია ლუ­ი­ზა ბე­ბოს სა­ხე­ლიც, რო­მელ­საც დი­ლა­ო­ბით სან­დ­როს­თ­ვის სას­წა­უ­ლით ადუ­ღე­ბუ­ლი ერ­თი ჭი­ქა ცხე­ლი წყა­ლი ამოჰ­ქონ­და. „ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­თ­ვის სას­წა­უ­ლი იყო. გარ­და იმი­სა, რომ ცხე­ლი ჩა­ის და­ლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და, თვე­ში ერ­თხელ შვი­ლის მი­ერ უცხო­ე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ამა­ნა­თი­და­ნაც მი­ნა­წი­ლებ­და ძეხ­ვის ნა­ჭერს ან ტკბილ ორ­ცხო­ბი­ლას. ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბა დღემ­დე მახ­სოვს, ლუ­ი­ზა ბე­ბოს საქ­ცი­ე­ლი, მა­შინ­დე­ლი გა­ჭირ­ვე­ბა, გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფა კარ­გად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი და ამი­ტო­მაც შევ­ძე­ლი იმ დრო­ი­დან გა­მოს­ვ­ლა, მის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თუმ­ცა ჩემს თა­ო­ბა­ში იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, ვინც მა­შინ­დე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი სადღაც და­მა­ლა, მი­ი­ვიწყა, მაგ­რამ ვერ­სად გა­ექ­ცა“.

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ამ ჯგუფ „მას­კულ­ტუ­რას“ მუ­სი­კის ფონ­ზე ჩა­ი­ა­რა და სან­დ­როს მი­ერ „ვინ­მე“ ანა ბე­რი­ას ლექ­სე­ბის წა­კითხ­ვით დას­რულ­და. აქ კი დრო­ის მან­ქა­ნამ მუ­შა­ო­ბა შეწყ­ვი­ტა: შუ­ქი მო­ვი­და, გა­მუ­რუ­ლი ლამ­ფე­ბი ჩა­აქ­ვ­რეს, სტუმ­რებ­მა სმარ­ტ­ფო­ნე­ბი ააწ­კ­რი­ა­ლეს, ნავ­თის სუ­ნის გა­სა­ნი­ა­ვებ­ლად ქუ­ჩა­ში გა­ვიდ­ნენ და შინ მხედ­რი­ო­ნის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ში­შის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ...

 

 

სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული