„არ­წი­ვე­ბი“ ჩა­მოფ­რინ­დ­ნენ
12 ნოემბერი, 2013
1625
print

ნოემბრის ტესტ-მატჩების სერია ბორჯღალოსნებმა გამარჯვებით დაიწყეს.

საქართველომ კანადას «დინამო არენაზე» უმასპინძლა და 19:15 მოუგო. ასე რომ, „ნეკერჩხლის ფოთლებზე“ გამარჯვება სარეიტინგო ქულებში წაგვეშველა. ამასთან, ამ გამარჯვებით საქართველოსა და კანადას შორის საერთო ანგარიშიც გათანაბრდა - 2:2.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და კა­ნა­დის მატ­ჩის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის შუ­ა­ში ბორ­ჯღა­ლო­სან­თა კა­პი­ტან­მა ირაკ­ლი მაჩხა­ნელ­მა კო­ჭი და­ი­შა­ვა. მაჩხა­ნე­ლი თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძემ შეც­ვა­ლა. იძუ­ლე­ბი­თი ცვი­ლე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მოდ­გა. მატ­ჩის ერ­თა­დერ­თი ლე­ლო სწო­რედ ზიბ­ზი­ბა­ძეს ეკუთ­ვ­ნის. ხე­ლი და­ი­შა­ვა 15 ნო­მერ­ზე მო­თა­მა­შე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვილ­მაც.

გუნდს ვიქ­ტორ კო­ლე­ლიშ­ვი­ლიც და­აკ­ლ­დე­ბა. მარ­თა­ლია, რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს მის­თ­ვის დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სას­ჯე­ლი ჯერ არ გა­მო­უ­ტა­ნია, მაგ­რამ წი­თე­ლი ბა­რა­თის მი­ღე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს, სულ მცი­რე, ერ­თ­კ­ვი­რი­ან დას­ვე­ნე­ბას (პირ­ვე­ლი ტა­ი­მის მი­წუ­რულს ბორ­ჯღა­ლო­სან­თა მე­სა­მე­ხა­ზელ­მა ვიქ­ტორ კო­ლე­ლიშ­ვილ­მა სა­ხი­ფა­თო ბოჭ­ვით შე­ა­ჩე­რა კა­ნა­დელ­თა მე-10 ნო­მე­რი ლი­ამ ან­დერ­ვუ­დი. მგე­ზავს კა­პი­ტა­ნი ტა­ი­ლერ არ­დ­რო­ნი გა­მო­ე­სარ­ჩ­ლა, რა­საც მა­სა და კო­ლე­ლიშ­ვილს შო­რის ჩხუ­ბი და გუნ­დუ­რი ცე­მა-ტყე­პა მოყ­ვა. მატ­ჩის მთავ­რ­მა არ­ბიტ­რ­მა, სამ­ხე­რე­თაფ­რი­კელ­მა ლო­უ­რენს ვან დერ მერ­ვემ კო­ლე­ლიშ­ვილ­სა და არ­დ­რონს წი­თე­ლი ბა­რა­თე­ბი აუფ­რი­ა­ლა. ასე რომ, 14-კა­ცა რაგ­ბი ვი­ხი­ლეთ).

ბორ­ჯღა­ლო­სან­თა მო­მა­ვა­ლი მე­ტო­ქე აშშ-ის ნაკ­რე­ბი თბი­ლის­ში დღეს გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­მო­ვი­და, მას­პინ­ძ­ლებ­თან გა­სა­მარ­თი სა­შე­მოდ­გო­მო ტეს­ტის­თ­ვის კი ავ­ჭა­ლის სა­რაგ­ბო სტა­დი­ონ­ზე მო­ემ­ზა­დე­ბა.

ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი „არ­წი­ვებ­თან“ ტეს­ტის­თ­ვის «შე­ვარ­დე­ნის» ბა­ზა­ზე ემ­ზა­დე­ბი­ან.

მილ­ტონ ჰე­იგ­მა შეკ­რე­ბა­ზე „ტარ­ბის“ მე­ო­რე­ხა­ზელ გი­ორ­გი ნემ­სა­ძეს და „არ­მი­ას“ გა­რე­მარბ გი­ორ­გი შკნინს უხ­მო (ნემ­სა­ძეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში დე­ბი­უ­ტი 2005 წელს ჩი­ლეს წი­ნა­აღ­მ­დეგ ჰქონ­და და დე­ბი­უ­ტი მა­შინ ლე­ლო­თი აღ­ნიშ­ნა. მის ან­გა­რიშ­ზე 31 კე­პი და 7 ლე­ლოა. გი­ორ­გი შკი­ნინ­მა ბორ­ჯღა­ლო­სან­თა რი­გებ­ში პირ­ვე­ლად 2004 წელს ჩე­ხეთ­თან ითა­მა­შა და მას შემ­დეგ 35 მატ­ჩ­ში 6 ლე­ლო გა­ი­ტა­ნა).

ასე­ვე და­გეგ­მი­ლი იყო ალექ­სან­დ­რე თო­დუ­ას გა­მო­ძა­ხე­ბა, მაგ­რამ ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა ტრავ­მა მი­ი­ღო და ამი­ტომ ნაკ­რებს ვერ და­ეხ­მა­რე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი გულ­შე­მატ­კი­ვარს შე­ახ­სე­ნებს, რომ ნო­ემ­ბ­რის ტესტ-მატ­ჩე­ბის სე­რი­ის მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ში ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი აშშ-ის ეროვ­ნულ ნაკ­რებს რუს­თა­ვის ახალ სა­რაგ­ბო მო­ე­დან­ზე შეხ­ვ­დე­ბი­ან. მატ­ჩი 16 ნო­ემ­ბერს, 14:00 სა­ათ­ზე და­იწყე­ბა.

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბა რუს­თა­ვის სტა­დი­ო­ნის სა­ლა­რო­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­ში ყო­ველ­დღე 12:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე. მატ­ჩის დღეს ბი­ლე­თე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა მხო­ლოდ რუს­თა­ვის სტა­დი­ო­ნის სა­ლა­რო­ში. ბი­ლე­თის ფა­სი - 3 ლა­რი.

და ბო­ლოს, სა­რე­ი­ტინ­გო სი­ახ­ლე­ე­ბიც.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა, IRB მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში მას­ზე ორი სა­ფე­ხუ­რით წინ მყოფ კა­ნა­და­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბით, ქუ­ლე­ბით იხე­ი­რა და მე-16 ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. აი, „ნე­კერ­ჩხ­ლის ფოთ­ლებს“ კი თბი­ლის­ში „დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ წა­გე­ბა ერ­თი სა­ფე­ხუ­რის და­კარ­გ­ვად და­უჯ­დათ. კა­ნა­დე­ლე­ბი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ახ­ლა რუ­მი­ნეთს სტუმ­რო­ბენ. ეგაა, მას­პინ­ძ­ლე­ბი კარგ ფორ­მა­ში ხვდე­ბი­ან ჩრდი­ლო­ე­ლებს. ერ­თა თას­ზე ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის უმ­თავ­რეს­მა მე­ტო­ქე რუ­მი­ნეთ­მა ტონ­გას უმას­პინ­ძ­ლა და ბევ­რის­თ­ვის გა­საკ­ვირ­ვად 19:18 და­ა­მარ­ცხა. მარ­თა­ლია, მო­გე­ბით სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნეს, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან მა­ინც მდევ­რის როლ­შია.

ნო­ემ­ბ­რის ტესტ-მატ­ჩებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მო­მა­ვალ მე­ტო­ქე­ებს აშშ-ის და სა­მო­ას ნაკ­რე­ბებ­საც ჰქონ­დათ ბურ­თა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ შა­ბა­თის შეხ­ვედ­რებ­ში კარ­გად მო­სა­გო­ნა­რი არა­ფე­რი დარ­ჩე­ნი­ათ. ნო­ემ­ბ­რის პირ­ვე­ლი­ვე ტეს­ტ­ში ამე­რი­კე­ლე­ბი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში „მა­ო­რი ოლ ბლექ­ს­თან“ 19:29 და­მარ­ცხ­დ­ნენ, ხო­ლო სა­მო­ამ, რო­მელ­მაც ბო­ლო დროს „რაგ­ბის გი­გან­ტე­ბის მკვლე­ლის“ სა­ხე­ლი და­იგ­დო, დუბ­ლინ­ში ირ­ლან­დი­ას­თან 9:40 შერ­ცხ­ვა.

„არ­წი­ვებ­მა“ წა­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად IRB მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში მე-18 სა­ფე­ხუ­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. აი, სა­მოა კი მეშ­ვი­დე­დან მერ­ვე­ზე ჩა­მოქ­ვე­ით­და.

ნო­ემ­ბ­რის ტესტ მატ­ჩე­ბი­დან ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ერ­თა თა­სის ბი­ნა­და­რი გუნ­დე­ბის თა­მა­შე­ბიც. აქე­დან პორ­ტუ­გა­ლი­ამ ფი­ჯის უმას­პინ­ძ­ლა და ლო­გი­კუ­რა­დაც 13:36 და­მარ­ცხ­და. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კუ­ლი ტურ­ნე ეს­პა­ნე­თის­თ­ვის, რო­მელ­მაც ჩი­ლეს 26:3 მო­უ­გო.

ბო­ბო­ლა­თა ზე­ხუ­თე­ულ­ში კი უძ­რა­ო­ბაა - ახა­ლი ზე­ლან­დია რე­ი­ტინგს გა­ნა­გებს.

IRB მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გი:

1 (1). ახა­ლი ზე­ლან­დია 93.20

2 (2). სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა 88.51

3 (3). ინ­გ­ლი­სი 86.31

4 (4). ავ­ს­ტ­რა­ლია 84.22

5 (5). საფ­რან­გე­თი 81.44

6 (8). ირ­ლან­დია 80.76

7 (6). უელ­სი 80.71

8 (7). სა­მოა 79.24

9 (9). შოტ­ლან­დია 77.25

10 (10). არ­გენ­ტი­ნა 75.50

11 (12). იტა­ლია 73.65

12 (13). ფი­ჯი 73.56

13 (11). ტონ­გა 73.21

14 (15). იაპო­ნია 71.68

15 (14). კა­ნა­და 71.47

16 (16). სა­ქარ­თ­ვე­ლო 68.86

17 (17). რუ­მი­ნე­თი 67.74

18 (18). აშშ 64.91

19 (19). რუ­სე­თი 61.99

20 (20). ეს­პა­ნე­თი 61.85

21 (21). ურუგ­ვაი 59.87

22 (22). პორ­ტუ­გა­ლია 58.82

23 (23). ნა­მი­ბია 58.79

24 (24). კო­რეა 58.10

25 (25). ბელ­გია 57.52

26 (27). გერ­მა­ნია 57.21

27 (26). ჩი­ლე 55.44

28 (28). ჰონგ კონ­გი 54.56

29 (29). მოლ­დო­ვა 54.10

30 (30). ჰო­ლან­დია 52.87

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი