თა­ვი­სუფ­ლებ­მა და ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­მა ევ­რო­პის ერ­თა თა­სი ვერ­ცხ­ლით და­ას­რუ­ლეს
12 ნოემბერი, 2013
1851
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბებ­მა 9-10 ნო­ემ­ბერს მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ გუნ­დურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე „ევ­რო­პის ერ­თა თას­ზე“ ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორი­ვე ნაკ­რე­ბი ტურ­ნი­რის ფი­ნალ­ში გა­ვი­და. აქ ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­ე­ბი თურ­ქეთ­თან და­მარ­ცხ­დ­ნენ - 3:4, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­ე­ბი კი რუ­სეთ­თან - 3:4.

ორი­ვე სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში 6 ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბი ჩა­ერ­თო. ისი­ნი წი­ლის­ყ­რამ ორ ქვეჯ­გუფ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლა. ტურ­ნი­რის პირ­ველ დღეს ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ტარ­და, 10 ნო­ემ­ბერს კი ფი­ნა­ლე­ბი გა­ი­მარ­თა.

ტურ­ნი­რის ფა­ვო­რი­ტად და­სა­ხე­ლე­ბულ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა შე­ჯიბ­რე­ბა ბულ­გა­რე­თის ძლე­ვით (7:0) და­იწყო, ხო­ლო თურ­ქე­თი 5:2 და­ა­მარ­ცხა და B ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი B ჯგუფ­ში ბულ­გა­რეთ­თან და სომ­ხეთ­თან ერ­თად მოხ­ვ­და და ორი­ვე მე­ტო­ქეს 5:2 მო­უ­გო.

ქარ­თ­ვე­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ტურ­ნირ­ზე ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ.

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბი

გი­ორ­გი ედი­შე­რაშ­ვი­ლი (55)

ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი (60)

ლე­ვან ქე­ლეხ­საშ­ვი­ლი (66)

გი­ორ­გი მარ­სა­გიშ­ვი­ლი (74)

და­ვით მარ­სა­გიშ­ვი­ლი, სან­დ­რო ამი­ნაშ­ვი­ლი (ორი­ვე - 84)

ელიზ­ბარ ოდი­კა­ძე, და­ვით ქე­რაშ­ვი­ლი (96)

გე­ნო პეტ­რი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სა­კან­დე­ლი­ძე (120).

მთ. მწვრთნე­ლი: რე­ვაზ მინ­დო­რაშ­ვი­ლი

ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბი

ნი­კა ცეცხ­ლა­ძე (55)

თორ­ნი­კე თურ­ქიშ­ვი­ლი (60)

სა­ჩი­ნო და­ვი­თაია (66)

ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი, ილია გულ­ბა­თაშ­ვი­ლი (ორი­ვე - 74)

გი­ორ­გი ცი­რე­კი­ძე, რე­ვაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი (84)

სო­სო ჯა­ბი­ძე, ვა­სილ იმერ­ლიშ­ვი­ლი (96)

გუ­რამ ფერ­სე­ლი­ძე, ლე­ვან არა­ბუ­ლი (120)

მთ. მწვრთნე­ლი: ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა