ჰო­ვარ­დის და ჰარ­დე­ნის შეც­დო­მე­ბი
13 ნოემბერი, 2013
1640
print

ჰა­კიმ ოლა­ჯუ­ო­ნი სამ­წა­მი­ან­ში ცეკ­ვავ­და. ამ­ბო­ბენ, მე არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ პე­ლეც ასე­ვე ცეკ­ვავ­და მთელ მო­ე­დან­ზე.

ჰა­კი­მი კა­ლათ­ბურ­თე­ლი-მო­ცეკ­ვა­ვე იყო. მო­უ­ზეს მე­ლო­უ­ნი უხე­ში ბი­ძა იყო. სამ­წა­მი­ან­ში იდ­გა და სხვებს აგ­დებ­და. შე­გიშ­ვებ­და, ილუ­ზი­ას შე­გიქ­მ­ნი­და და იმ ილუ­ზი­ას გარ­თ­მევ­და. და მე­ლო­უ­ნიც „ჰი­უს­ტო­ნის“ სამ­წა­მი­ანს აკონ­ტ­რო­ლებ­და. მო­უ­ზე­სი სხვა გუნ­დებ­შიც იღებ­და დიდ კუშს, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში „რო­კეტ­ს­ზე“ ვსა­უბ­რობთ. და „ჰი­უს­ტონ­მა“ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა იაო მი­ნის ინ­ტე­ლექ­ტი და ჩი­ნე­ლი ცა­თამ­ბ­ჯე­ნის­გან ლა­მა­ზი კა­ლათ­ბურ­თი და ბევ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო. იაომ ჩი­ნეთს კო­ბი ბრა­ი­ან­ტი ახ­ლოს გა­აც­ნო, იაო ამე­რი­კა­ში ჩი­ნე­თის ელ­ჩი იყო და იაომ თა­ვი­სი ვერ ითა­მა­შა. იაო შე­ეჩ­ვია შა­კის სარ­კაზმს და ცენ­ტ­ნე­რი­ან უკა­ნალს. იაო შე­ეჩ­ვია ამე­რი­კულ სწრაფ კვე­ბას და იაომ ტრავ­მე­ბი ვერ გა­და­ფა­რა. დღეს ჰი­უს­ტონ­ში კი­დევ ერ­თი დი­დი ბი­ჭის დროა. ჰი­უს­ტონ­ში დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი ჩა­იყ­ვა­ნეს. დი­დი, გა­ნი­ე­რი ცენ­ტ­რი. დი­დი, გა­ნი­ე­რი ეგო­თი. და იქ­ვეა ჯე­იმს ჰარ­დე­ნი. The Boss.

„ჰი­უს­ტო­ნი“ ამ­ბი­ცი­უ­რი ფრენ­ჩა­ი­ზია. ერ­თი ჰარ­დე­ნით კლუბ­მა შარ­შან თით­ქ­მის დე­და და­ი­ფი­ცა, რომ ფლეი ოფ­ში ვინ­მეს გა­აგ­დებ­და და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ამ­ბე­ბია „რო­კეტ­სის“ გა­სახ­დელ­ში დღეს, რო­დე­საც იქ მის­ტერ ჰო­ვარ­დი შე­დის და თა­მა­შის­თ­ვის მზა­დე­ბას იწყებს. Scary.

ჰარ­დე­ნი „ოკ­ლა­ჰო­მა­ში“ სხვებს, ძი­რი­თა­დად, რას უეს­თ­ბ­რუქს ას­ვე­ნებ­და და ჯე­იმ­სი გა­ი­ზარ­და. უეს­თ­ბ­რუ­ქი უფ­რო კარ­გი გამ­თა­მა­შე­ბე­ლია და რას­მა იცო­და, რომ ჯე­იმ­სი მას ყო­ველ­თ­ვის და­აზღ­ვევ­და. ჰარ­დე­ნი იღ­ლე­ბო­და, მაქ­სი­მუმს აკე­თებ­და და ბევრს ას­წ­რებ­და დაც­ვა­ში. ჰარ­დენს არ ეზა­რე­ბო­და თა­ვი­სი კა­ცის და­კეტ­ვა და ჰარ­დე­ნი გღლი­და აგ­რე­სი­ით. ეს ძვე­ლი, „ოკ­ლა­ჰო­მას“ ჰარ­დე­ნი იყო. ახა­ლი ჰარ­დე­ნი და ახა­ლი ჰო­ვარ­დი ქა­ღალ­დ­ზე კო­ბი და შა­კი არი­ან. და რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი უნ­და იმუ­შა­ვონ სა­კუ­თარ თავ­ზე და ბი­ჭებ­მა ეს იცი­ან. ახალ­გაზ­რ­და რე­გუ­ლა­რუ­ლის სტარ­ტ­ზე „ჰი­უს­ტო­ნი“ ორ­ჯერ შეხ­ვ­და „კლი­პერსს“. და ჰო­ვარდს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტეს­ტი უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. ალ­ბათ, ჰარ­დენ­საც. და ბი­ჭებ­მა ვერ გა­ქა­ჩეს. ჰარ­დე­ნი და­ი­კარ­გა, ჰო­ვარ­დი და­ი­მა­ლა და „ჰი­უს­ტონ­მა“ ორი­ვე თა­მა­ში წა­ა­გო. Brutal.

„კლი­პერ­სი“ ამ­ბი­ცი­უ­რი, მონ­დო­მე­ბუ­ლი, კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი კლუ­ბია. და „კლი­პერ­ს­მა“ ლოს ან­ჯე­ლეს­ში ლოს ან­ჯე­ლე­სი ჩა­ი­ბა­რა. კო­ბი ბრა­ი­ან­ტი ჯერ ის­ვე­ნებს, მაგ­რამ ან­გე­ლო­ზე­ბის უბან­ში უფ­რო „კლი­პერ­სია“ „ლე­ი­კერ­სი“. კრის პოლ­თან, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ ბლე­იქ გრი­ფინ­თან, მონ­დო­მე­ბულ დე­ან­დ­რე ჯორ­დან­თან და ძა­ლი­ან კარგ ჯეი ჯეი რე­დიკ­თან ერ­თად „კლი­პერ­სი“ სტა­ბი­ლუ­რო­ბას­თან ახ­ლობ­ლობს და კლუ­ბის ემო­ცი­ებს დოკ რი­ვერ­სი აკონ­ტ­რო­ლებს. რი­ვერ­სი „ბოს­ტონ­ში“ კლუ­ბის პულსს ამოწ­მებ­და და „კლი­პერ­სი“ ცო­ტა სხვა თე­მაა. ლოს ან­ჯე­ლეს­ში შე­დე­გი უნ­დათ და ლოს ან­ჯე­ლეს­ში დროს არ გაძ­ლე­ვენ. ალ­ბათ, ჰი­უს­ტონ­შიც არ გაძ­ლე­ვენ და ჰო­ვარ­დ­მა ეს გა­ი­გო. ცუ­დი სტარ­ტი ერ­თი კარ­გი სე­რი­ით მარ­ტი­ვად გა­და­ი­ფა­რე­ბა, მაგ­რამ ცუ­დი კა­ლათ­ბურ­თი ლი­დე­რებ­მა და მწვრთნე­ლებ­მა უნ­და შეც­ვა­ლონ. მწვრთნე­ლი, მშვი­დი და და­დე­ბი­თი კე­ვინ მაქ­ჰე­ი­ლი არ ნერ­ვი­უ­ლობს. ლი­დე­რე­ბი ჰარ­დე­ნი და ჰო­ვარ­დი არი­ან. და ბი­ჭებ­მა პა­ტა­რა ჯა­დო­ქა­რი, მის­ტერ პო­ლი ვერ წა­ი­კითხეს. მის­ტერ პოლს ძი­რი­თა­დად, ვერ კითხუ­ლო­ბენ და „კლი­პერ­ს­თან“ ორი თა­მა­შის დროს „ჰი­უს­ტო­ნი“ გა­და­ვი­კითხეთ. ყვე­ლა აბ­ზაც­ში, ყვე­ლა სას­ვენ წერ­ტილ­ში ერ­თი და იგი­ვე ჩან­და - ჰო­ვარ­დი მო­რი­დე­ბუ­ლია და ჰარ­დენს ზედ­მე­ტად უხა­რია, რომ ჰო­ვარ­დი უკ­ვე ჰი­უს­ტონ­შია. „კლი­პერ­ს­თან“ ორ თა­მაშ­ში „ჰი­უს­ტონ­მა“ სა­შუ­ა­ლოდ 122 ქუ­ლა მის­ცა პო­ლის უბ­ნის კარგ ბი­ჭებს. ძა­ლი­ან ცუ­დი, გა­უ­გე­ბა­რი სტა­ტის­ტი­კა. იმ სამ­წა­მი­ან­ში ჰო­ვარ­დია და ჰო­ვარ­დის დაც­ვით, ჰარ­დე­ნის ინ­ს­ტინ­ქ­ტე­ბით და ლე­გენ­და­რუ­ლი კე­ვინ მაქ­ჰე­ი­ლის კონ­ს­პექ­ტე­ბით, „ჰი­უს­ტო­ნი“ უკე­თე­სი უნ­და იყოს. და ალ­ბათ, იქ­ნე­ბა. არ ვი­ცი რო­დი­დან, მაგ­რამ იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი თა­მა­ში „კლი­პერ­ს­თან“. 118:137. ჰარ­დე­ნი - 32 წუ­თი, 15 ქუ­ლა, 16/6 ზუს­ტი სრო­ლა თა­მა­ში­დან, 7/0 სა­მი­ა­ნი და ცუ­დი, ძა­ლი­ან არა­სან­დო დაც­ვა. ჰო­ვარ­დიც ცუ­დი იყო. მხო­ლოდ 26 წუ­თი ბევ­რი ფო­ლის (4) გა­მო. 13 ქუ­ლა, 9 მოხ­ს­ნა და დუ­ა­იტ­მა თა­ვი­სი საქ­მე ვერ გა­ა­კე­თა. ჰო­ვარ­დ­მა ეს იცის. და ჰო­ვარდს ჰი­უს­ტონ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლის, მთე­ლი სე­ზო­ნის არას­ტა­ბი­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბას არ აპა­ტი­ე­ბენ. დუ­ა­იტს ლოს ან­ჯე­ლეს­ში მო­ტი­ვა­ცია და­ე­კარ­გა.

მე­ო­რე თა­მა­ში „კლი­პერ­ს­თან“. 94:107. იგი­ვე შე­დე­გი. და იგი­ვე შეც­დო­მე­ბი ჰო­ვარ­დის­გან და ჰარ­დე­ნის­გან. ჰარ­დე­ნი - არას­რუ­ლი 38 წუ­თი, 12 ქუ­ლა, 5 მოხ­ს­ნა, 5 პა­სი, 15/4 ზუს­ტი სრო­ლა, 6/1 სა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან ცუ­დი დაც­ვა პოლ­ზე და რე­დიკ­ზე. ძა­ლი­ან ცუ­დი დაც­ვა ნე­ბის­მი­ერ­ზე. ჰო­ვარ­დიც ჩვე­ნი კა­ცია, გა­ვიხ­სე­ნოთ - 21 ქუ­ლა, 8 მოხ­ს­ნა, 5 ფო­ლი. ჰო­ვარ­დი მეტს თა­მა­შობს, ნაკ­ლებს ლა­პა­რა­კობს და თე­მაც და­იძ­რა. ჰო­ვარ­დ­თან ერ­თად თე­მა უფ­რო გა­იშ­ლე­ბა.

ჰარ­დე­ნი სა­შუ­ა­ლოდ 24.9 ქუ­ლას აგ­რო­ვებს. ძა­ლი­ან კარ­გი სტა­ტის­ტი­კა და ჯე­იმ­სი შარ­შან თით­ქ­მის იგი­ვეს (25.9) იღებ­და. უბ­რა­ლოდ, ჰო­ვარ­დ­თან ერ­თად, ჰარ­დენ­მა გუნ­დუ­რად აზ­როვ­ნე­ბა­ში უნ­და მო­უ­მა­ტოს და ალ­ბათ, მო­უ­მა­ტებს.

ჰო­ვარდს „ლე­ი­კერ­ს­ში“ აკ­ლ­და მო­ტი­ვა­ცია და მის­თ­ვის ძა­ლი­ან ცუ­დი მწვრთნე­ლი ჰყავ­და. დუ­ა­ი­ტი აღარ წუ­წუ­ნებს და ამ რე­გუ­ლა­რულ­ში უკ­ვე მო­ას­წ­რო ორ­ჯერ 20 და მე­ტი მოხ­ს­ნის წა­მო­ღე­ბა. და „კლი­პერ­ს­თან“ მის­ტერ ჰო­ვარ­დი პა­სი­უ­რი აგ­რე­სო­რი იყო.

„ჰი­უს­ტო­ნი“ ამ­ბი­ცი­უ­რი ფრენ­ჩა­ი­ზია. ერ­თი ჰარ­დე­ნით კლუბ­მა შარ­შან თით­ქ­მის დე­და და­ი­ფი­ცა, რომ ფლეი ოფ­ში ვინ­მეს გა­აგ­დებ­და და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ამ­ბე­ბია „რო­კეტ­სის“ გა­სახ­დელ­ში დღეს, რო­დე­საც იქ მის­ტერ ჰო­ვარ­დი შე­დის და თა­მა­შის­თ­ვის მზა­დე­ბას იწყებს. Scary.

ალ­ბათ, არა­საკ­მა­რი­სად Scary, ანუ სა­ში­ში. ჰო­ვარ­დ­თან და ჰარ­დენ­თან ერ­თად „ჰი­უს­ტო­ნი“ ჩემ­პი­ო­ნო­ბის ჩე­ლენ­ჯე­რი უნ­და იყოს. არ ვი­ცი რა­ტომ, მაგ­რამ ჰი­უს­ტონ­ში უნ­დათ, რომ ეს ასე იყოს.

ან იქ­ნე­ბა, ან - არა.

ჰი­უს­ტონ­ში დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი ჩა­იყ­ვა­ნეს. დი­დი, გა­ნი­ე­რი ცენ­ტ­რი. დი­დი, გა­ნი­ე­რი ეგო­თი. და იქ­ვეა ჯე­იმს ჰარ­დე­ნი.

ჰი­უს­ტონ­ში იცი­ან, რომ ჯერ არა­ფე­რი არ იცი­ან.

 

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი