სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
15 ნოემბერი, 2013
1779
print

მოყ­ვა­რულ სტუ­დენ­ტურ თე­ატ­რ­თა ფეს­ტი­ვა­ლი «ნი­ღა­ბი» 26 ნო­ემ­ბერს გა­იხ­ს­ნე­ბა

სტუ­დენ­ტუ­რი თვით­შე­მოქ­მე­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­შაო გან­რი­გის ერთ-ერ­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მხრი­დან დი­დი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. ეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი ჩვენ­თან ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობ­და, უფ­რო მე­ტად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სტუ­დენტს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა მო­ეთხო­ვე­ბო­და კი­დეც. ამ­ჯე­რად სტუ­დენ­ტუ­რი თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ მო­გითხ­რობთ. ეს გახ­ლავთ მოყ­ვა­რულ სტუ­დენ­ტურ თე­ატ­რ­თა ფეს­ტი­ვა­ლი «ნი­ღა­ბი», რო­მე­ლიც წელს მე­ო­რედ იმარ­თე­ბა.

«ნი­ღა­ბის» შე­სა­ხებ «24 სა­ა­თი» შარ­შა­ნაც წერ­და. მა­შინ ფეს­ტი­ვალ­ში მხო­ლოდ ექ­ვ­სი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, სპექ­ტაკ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც ექ­ვ­სი იყო. ამ­ჯე­რად კი თე­ატ­რა­ლურ მა­რა­თონ­ში ათი და­სია ჩაბ­მუ­ლი, მათ შო­რის და­სე­ბი თურ­ქე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან

ფეს­ტი­ვა­ლი 26 ნო­ემ­ბერს სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში ამა­ვე სას­წავ­ლებ­ლის დას «ჰი­გი­ას» წარ­მოდ­გე­ნით გა­იხ­ს­ნე­ბა. მო­მა­ვა­ლი ექი­მე­ბი ედუ­არ­დო დე ფი­ლი­პოს პი­ე­სას «ტყუ­ი­ლი გრძელ ფე­ხებ­ზე» წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც ნა­თია გუ­ჯა­ბი­ძე გახ­ლავთ. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი «ნი­ღა­ბის» და­მა­არ­სე­ბე­ლი­ცაა და ათ­წ­ლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე დას­საც ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. «ჰი­გი­ას» სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ის­ტო­რი­აც გა­აჩ­ნია - 2004 წელს თურ­ქე­თის ქა­ლაქ დე­ნიზ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო და­სად და­ა­სა­ხე­ლეს. შარ­შან ნა­თია გუ­ჯა­ბი­ძის მსა­ხი­ო­ბებ­მა სპექ­ტაკ­ლი «ომო­ბა­ნა» ითა­მა­შეს.

ფეს­ტი­ვა­ლის ყო­ვე­ლი დღე თი­თო და­სის სპექ­ტაკლს და­ეთ­მო­ბა: 27 ნო­ემ­ბერს სა­მე­დი­ცი­ნოს სცე­ნა­ზე ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დასს ვი­ხი­ლავთ, მე­ო­რე დღეს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სას, რო­მელ­საც კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა. 1 დე­კემ­ბერს მა­ყუ­რე­ბე­ლი თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი და­სის სპექ­ტაკლს ნა­ხავს, შემ­დეგ ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სას, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის დად­გ­მა მოჰ­ყ­ვე­ბა. 4 დე­კემ­ბერს სცე­ნა­ზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ითა­მა­შე­ბენ, 5-ში კი და­ხურ­ვის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლია და­გეგ­მი­ლი, რო­მელ­საც ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭერ თი­ბი­სი ბან­კის გა­ლე­რეა უმას­პინ­ძ­ლებს.

მსა­ხი­ო­ბებ მა­რი­ამ ჯო­ლო­გუ­ა­სა და არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლის მი­ერ წაყ­ვა­ნილ ფეს­ტი­ვალს ჟი­უ­რიც ეყო­ლე­ბა, რო­მე­ლიც ათ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს და­ა­სა­ხე­ლებს. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა წელს ასე­თია: რე­ჟი­სო­რე­ბი გო­გი თო­და­ძე და ჯა­ბა პა­პუ­აშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბე­ბი მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი, ეკა მო­ლო­დი­ნაშ­ვი­ლი და ჯა­ბა კი­ლა­ძე, თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე ნი­კა წუ­ლუ­კი­ძე და ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის, თბი­ლი­სის მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აკა­კი სტუ­რუა.

ფეს­ტი­ვა­ლი «ნი­ღა­ბი» მოყ­ვა­რულ სტუ­დენ­ტურ თე­ატ­რ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­დუქ­ტია და ის 2012 წლი­დან არ­სე­ბობს. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ მოქ­მე­დი სტუ­დენ­ტე­ბის­გან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ და­სებს შე­უძ­ლია, ჟი­უ­რი კი არა სა­უ­კე­თე­სო სპექ­ტაკლს ან რე­ჟი­სორს, არა­მედ მხო­ლოდ მოყ­ვა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­მუ­შე­ვარს აფა­სებს. რო­გორც ნა­თია გუ­ჯა­ბი­ძე ამ­ბობს, ამ­გ­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სტუ­დენ­ტებს სწავ­ლის პრო­ცე­სის­გან გან­ტ­ვირ­თ­ვა­ში, ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლის შე­მო­ტა­ნა­სა და ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის გზით თვალ­სა­წი­ერს იფარ­თო­ვე­ბენ და სა­კუ­თარ თავ­ში ახალ ინ­ტე­რე­სებს აღ­მო­ა­ჩე­ნენ.

შარ­შან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი დე­კემ­ბერ­ში ჩა­ტარ­და და, რო­გორც გითხა­რით, მას­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გარ­და ხუ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის და­სი მო­ნა­წი­ლე­ობ­და შემ­დე­გი სპექ­ტაკ­ლე­ბით: ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატრ «და­სის» „ქარ­თ­ვე­ლე­ბი“, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პლას­ტი­კის თე­ატრ „სხვე­ნის“ «გან­კითხ­ვის დღე», გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ „ალ­მა მა­ტე­რის» სა­მოყ­ვა­რუ­ლო თე­ატრ Dream Club-ის «ცი­ვი მარ­წყ­ვის ტორ­ტი», უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი და­სის «თო­ლია» და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­სის «უც­ნო­ბი ქა­ლის წე­რი­ლი».

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში
06 ივნისი, 2013 პრე­მი­ე­რა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში - „ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი“