აშშ-სთან თა­ნა­ფარ­დო­ბაა აღ­სად­გე­ნი
15 ნოემბერი, 2013
1622
print

შაბათი მეორე სარაგბო ტესტ-მატჩს დაეთმობა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-ის გუნდს რუსთავის ახალ მოედანზე უმასპინძლებს.

ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი „არ­წი­ვებ­თან“ შე­სახ­ვედ­რად ორ­შა­ბა­თი­დან „შე­ვარ­დე­ნის“ ბა­ზა­ზე ემ­ზა­დე­ბი­ან. მილ­ტონ ჰე­იგ­მა ამე­რი­კე­ლებ­თან მატ­ჩის­თ­ვის 48 სა­ა­თით ად­რე შე­მად­გენ­ლო­ბა გა­მო­აცხა­და.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, კა­ნა­დის ნაკ­რებ­თან მატ­ჩის დროს მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის გა­მო შა­ბა­თის შეხ­ვედ­რას გა­მო­აკ­ლ­დე­ბა ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი. მის ნაც­ვ­ლად აშშ-სთან ბორ­ჯღა­ლოს­ნებს მა­მუ­კა გორ­გო­ძე გა­უძღ­ვე­ბა. კა­ნა­დას­თან ატე­ხილ ჩხუბ­ში მო­ტე­ხი­ლი თი­თის მი­უ­ხე­და­ვად, ბორ­ჯღა­ლო­სან­თა სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დირს მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვილს 16 ნო­მებ­რის მატ­ჩ­ში ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვი­ხი­ლავთ.

ცო­ტა რამ ის­ტო­რი­ი­დან, უფ­რო სწო­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და აშშ-ის შეხ­ვედ­რა­თა სტა­ტის­ტი­კა.

ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი­სა და „არ­წი­ვე­ბის“ ნაც­ნო­ბო­ბას 2009 წლის 21 ივ­ნისს დენ­ვერ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ამე­რი­კას „ჩერ­ჩი­ლის თას­ზე“ ეწ­ვია. პირ­ველ მატ­ჩ­ში მას­პინ­ძ­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს - 31:13.

ქარ­თ­ველ­თა და ამე­რი­კელ­თა გზე­ბი მე­ო­რედ თბი­ლის­ში, ტესტ-მატ­ჩის რან­გ­ში გა­და­იკ­ვე­თა. „ჩერ­ჩი­ლის თას­ზე“ წა­გე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლომ რე­ვან­ში აიღო - 19:17.

ამე­რი­კე­ლებს კი­დევ ერ­თხელ შევ­ხ­ვ­დით - 2012 წელს 17 ივ­ნისს გლენ­დე­ი­ლი­ში და ისევ ტესტ-მატ­ჩის რან­გ­ში. მა­შინ 20:36 დავ­მარ­ცხ­დით. ასე რომ, შა­ბათს, რუს­თავ­ში, ურ­თი­ერ­თ­შეხ­ვედ­რებ­ში თა­ნა­ფარ­დო­ბის აღ­სად­გე­ნად ბორ­ჯღა­ლოს­ნებს გა­მარ­ჯ­ვე­ბა სჭირ­დე­ბათ.

თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლამ­დე „არ­წი­ვებ­მა“ ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტე­ბი პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში, „მა­ო­რი ოლ ბლექ­სის“ მას­პინ­ძ­ლო­ბით გახ­ს­ნეს და 10-ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბით და­მარ­ცხ­დ­ნენ - 19:29. „არ­წი­ვე­ბის“ რი­გე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი ლე­ლოს ავ­ტო­რი მარ­ბი­ე­ლი კა­მე­რონ დო­ლა­ნი (4 კე­პი) გახ­და, ხო­ლო მგე­ზავ­მა ადამ სი­დალ­მა (4 კე­პი) თა­ვის გუნდს 14 ქუ­ლა მო­უ­ტა­ნა (ოთხი სა­ჯა­რი­მო და ერ­თი გარ­და­სახ­ვა).

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­თან ტესტ-მატ­ჩის შემ­დეგ, ერ­თი კვი­რის თავ­ზე, ჩრდი­ლო­ე­ლე­ბი ლონ­დონ­ში რუ­სეთ­თან შეხ­ვედ­რით და­ას­რუ­ლე­ბენ ევ­რო­პულ ვო­ი­აჟს.

აშშ-ის ნაკ­რებ­მა წლე­ულს კა­ნა­დას­თან ორ­მატ­ჩი­ან დუ­ელ­ში დათ­მო 2015 წლის მსოფ­ლი­ოს თა­სის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის შეხ­ვედ­რე­ბი. ასე რომ, 2014 წელს მათ რე­პე­შაჟ­ში მო­უ­წევთ თა­ვი­ან­თი სიძ­ლი­ე­რის დამ­ტ­კი­ცე­ბა. ზო­გა­დად კი „არ­წი­ვებ­მა“ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში 7 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს.

...

25 მა­ი­სი. კა­ნა­და-ამე­რი­კა 9:16 (წყნა­რი ოკე­ა­ნის თა­სი)

8 ივ­ნი­სი. ამე­რი­კა-ირ­ლან­დია 12:15 (ტესტ-მატ­ჩი)

14 ივ­ნი­სი. ამე­რი­კა-ტონ­გა 9:18 (წყნა­რი ოკე­ა­ნის თა­სი)

19 ივ­ნი­სი. ფი­ჯი-ამე­რი­კა 10:35 (წყნა­რი ოკე­ა­ნის თა­სი)

23 ივ­ნი­სი. იაპო­ნია-ამე­რი­კა 20:38 (წყნა­რი ოკე­ა­ნის თა­სი)

17 აგ­ვის­ტო. ამე­რი­კა-კა­ნა­და 9:27 (საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი)

24 აგ­ვის­ტო. კა­ნა­და-ამე­რი­კა 13:11 (საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი)

9 ნო­ემ­ბე­რი. კა­ნა­და-მა­ო­რე­ბი 19:29 (ტესტ-მატ­ჩი)

16 ნო­ემ­ბე­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლო-აშშ (ტესტ-მატ­ჩი)...

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი:

შერ­კი­ნე­ბა: 1. და­ვით ხინ­ჩა­გიშ­ვი­ლი, 2. შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი, 3. და­ვით ქუბ­რი­აშ­ვი­ლი, 4. კონ­ს­ტან­ტი­ნე მი­ქა­უ­ტა­ძე, 5. ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვი­ლი, 6. შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი, 7. მა­მუ­კა გორ­გო­ძე (კაპ), 8. გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე

ნა­ხე­ვარ­დაც­ვა: 9. გი­ორ­გი ბე­გა­ძე, 10. ლა­შა ხმა­ლა­ძე

ხა­ზი: 11. თე­დო­რე ზიბ­ზი­ბა­ძე, 12. მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, 13. და­ვით კა­ჭა­რა­ვა, 14. თა­მაზ მჭედ­ლი­ძე, 15. მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი

მარ­ქა­ფა: 16. სი­მონ მა­ი­სუ­რა­ძე, 17. მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი, 18. ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა, 19. გი­ორ­გი ნემ­სა­ძე, 20. გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლი, 21. ვა­ჟა ხუ­ციშ­ვი­ლი, 22. ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე, 23. ბე­ქა წიკ­ლა­უ­რი

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი