RMG Copper-მა Volvo Trucks -ის 30 სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა შე­ი­ძი­ნა
19 ნოემბერი, 2013
2660
print

კომ­პა­ნია RMG Copper-მა (ყო­ფი­ლი „სს მად­ნე­უ­ლი“) FMX KH Kipper-ის თვით­მ­ც­ლე­ლის ძა­რით Volvo Trucks-ის 30 სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა შე­ი­ძი­ნა.

სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის გა­და­ცე­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი კაზ­რეთ­ში, RMG Copper-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კომ­პა­ნია Volvo-ს ოფი­ცი­ა­ლურ შე­მოს­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, RMG Copper-ს კომ­პა­ნია Volvo Trucks -ის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი ეს­ტუმ­რ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე Volvo Trucks-ის ვი­ცე პრე­ზი­დენ­ტ­მა ტორ­ბი­ორნ უილ­სონ­მა, RMG Copper-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს - დი­მიტ­რი კა­ლან­და­ძეს სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბი პი­რა­დად გა­დას­ცა.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის მე­ნეჯ­მენ­ტ­ში აცხა­დე­ბენ, ტექ­ნი­კის გა­ნახ­ლე­ბის­თ­ვის სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია - 4 მი­ლი­ო­ნი ევ­რო ჩა­ი­დო. ტექ­ნი­კის გა­ნახ­ლე­ბის შე­დე­გად, RMG Copper-ის გა­და­ზიდ­ვე­ბის ხარ­ჯი 25% შემ­ცირ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, RMG Cooper-ი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­ორ­მა­გე­ბას გეგ­მავს, რა­თა კომ­პა­ნი­ა­ში ყვე­ლა სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა მოხ­დეს.

«Volvo Trucks-სთან ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია არა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, არა­მედ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თ­ვი­საც. მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის ეს უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი ინ­ვეს­ტი­ციაა. ამ დღის­თ­ვის ჩვენ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­ზა­დე­ბო­დით. სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­სა­საზღ­ვ­რად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ექ­ს­პერ­ტი ჩა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლა ვი­თა­რე­ბა და რე­კო­მენ­და­ცია მოგ­ვ­ცა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, Volvo Trucks-ი უდი­დეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს ხა­რისხს, ამი­ტომ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ შე­ვის­ყი­დეთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც მკაცრ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი. კა­რი­ერ­ში მუ­შა­ო­ბის­თ­ვის, სა­დაც ურ­თუ­ლე­სი პი­რო­ბე­ბია ეს სა­უ­კე­თე­სო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა» - გა­ნაცხა­და დი­მიტ­რი კა­ლან­და­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბას რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე შო­თა მურ­ღუ­ლია და­ეს­წ­რო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, RMG Copper-ის და Volvo Trucks-ის ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი ქვეყ­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. «ძა­ლი­ან კარ­გია, რო­დე­საც ბა­ზარ­ზე რამ­დე­ნი­მე დი­დი კომ­პა­ნიაა და დამ­კ­ვეთს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა შე­მო­ვი­და. სა­ხელ­მ­წი­ფო ყო­ველ­თ­ვის გვერ­დ­ში და­უდ­გე­ბა ამ­გ­ვარ პრო­ექ­ტებს, ორი­ვე კომ­პა­ნი­ას ვუ­ლო­ცავ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.“ -გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ.

Volvo Trucks-ში აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბას გეგ­მავს. «დღეს Volvo Trucks-ი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბა­ზარ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­ვი­და. ჩვენ გვჯე­რა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლია. ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი შე­იქ­მ­ნა ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სათ­ვის. გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის სა­ჭი­როა ტრან­ს­პორ­ტი, რო­გორც ერ­თერ­თი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ნე­ბის­მი­ერ ინ­დუს­ტ­რი­ა­ში. ტრან­ს­პორ­ტი სა­ჭი­როა სა­ქონ­ლის წარ­მო­ე­ბის და წარ­მო­ე­ბუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის­თ­ვის. Volvo Trucks-ის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა ნე­ბი­სი­ე­რი ბიზ­ნე­სის­თ­ვის. ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ეს პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი»- გა­ნაცხა­და ტორ­ბი­ორნ უილ­სონ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წ­რე­ბად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში FMX KH Kipper-ის დი­რექ­ტო­რი ან­დ­რეი კა­მი­ონ­კა ჩა­მო­ვი­და. «მო­ხა­რუ­ლი ვარ რომ აქ ვიმ­ყო­ფე­ბი. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ უფ­რო გაღ­რ­მავ­დე­ბა.“-გა­ნაცხა­და ან­დ­რეი კა­მი­ონ­კამ.

სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა Volvo FMX-ი აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო ტექ­ნი­კა კა­რი­ერ­ში სა­მუ­შა­ოდ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნე­ბი კა­რი­ე­რებ­ში და სხვა­დას­ხ­ვა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი. თვით­მ­ც­ვ­ლე­ლის სპე­ცი­ფი­კა­ცია გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­ბუ­რა­ვე­ბის ბა­ზით 8x4-ზე (4 ღერ­ძი, 8 სა­ბუ­რა­ვი, 4 წამ­ყ­ვა­ნი თვლე­ბით). აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს თვით­მ­ც­ვ­ლე­ლის ძა­რის მეტ მო­ცუ­ლო­ბას და ტვირ­თამ­წე­ო­ბას, ზრდის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ეფექ­ტუ­რო­ბას (მა­გა­ლი­თად გა­და­აქვს უფ­რო მე­ტი ტვირ­თი, ვიდ­რე 3-ღერ­ძი­ანს). სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია Volvo Trucks-ის და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბით Volvo Engine Brake, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოფს ეფექ­ტურ და­მუხ­რუ­ჭე­ბას და საწ­ვა­ვის ეკო­ნო­მი­ას.

«ჩვენ გვჯე­რა, რომ Volvo Trucks-ის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ახა­ლი სიტყ­ვა იქ­ნე­ბა. ჩვენ გვჯე­რა, რომ RMG Copper-ი სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თ­ვი­საც,» - გა­ნაცხა­და ტორ­ბი­ორნ უილ­სონ­მა.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014