ჯორ­და­ნის და კო­ბის გუნ­დი
19 ნოემბერი, 2013
1630
print

კო­ბი ბრა­ი­ან­ტი დაბ­რუნ­დე­ბა და «ლე­ი­კერ­სი» და­ის­ვე­ნებს.

მა­იკ დ`ან­ტო­ნი ამ შე­მად­გენ­ლო­ბით ნორ­მა­ლუ­რად თა­მა­შობს და მწვრთნე­ლი დრო­დად­რო მა­ინც ვერ ქა­ჩავს. დ`ან­ტო­ნის ტაქ­ტი­კუ­რი სიღ­რ­მე გუნ­დის ამ რუს­ტერს უფ­რო ეფექ­ტუ­რად უნ­და იყე­ნებ­დეს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში წა­მო­ვი­და «კლი­პერ­სი», სა­დაც დოკ რი­ვერსს რე­ა­ნი­მა­ტო­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუ­ფი ჰყავს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­ი­ზარ­და «გოლ­დენ სტე­ი­ტი» მკვლე­ლი პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლით და შემ­დეგ სი­ცა­რი­ე­ლეა. ამ სი­ცა­რი­ე­ლეს მი­ხე­და­ვენ. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში წა­მო­ვი­და თავ­მოყ­ვა­რე «საკ­რა­მენ­ტო» დე­მარ­კუს კა­ზენ­სის ეგო­თი. და ის ეგო სა­შუ­ა­ლოდ ორ­მაგ დუბლს იღებს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მელ გიბ­სონ­მა ვი­ღაც ქა­ლი გა­ლა­ხა და იმ ქალ­მა მელს ბევ­რი მი­ლი­ო­ნი წა­არ­თ­ვა. და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში «ლე­ი­კერ­სია». ჯერ კო­ბის გა­რე­შე და მა­ლე ის ტი­ტა­ნიც დაბ­რუნ­დე­ბა. კარ­გი ბი­ჭი მოგ­ვე­ნატ­რა და კო­ბის სხვა კარ­გი ბი­ჭე­ბის გა­ჩე­რე­ბა, ნერ­ვებ­ზე მოშ­ლა მო­ე­ნატ­რა. ეს კო­ბია. კლა­სი­კა.

«ლე­ი­კერ­ს­მა» «დეტ­რო­იტს» ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­მა­ში 114:99 მო­უ­გო და დ`ან­ტო­ნის ტე­რა­რი­უმ­ში სა­უ­ე­თე­სო იყო ჯორ­დან ჰი­ლი. მოძ­რა­ვი, მოქ­ნი­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ბი­ჭი, რო­მე­ლიც დ`ან­ტო­ნის «ნიუ იორ­კი­დან» იც­ნობს. რო­მელ­საც დ`ან­ტო­ნი მე­დი­სონ­ში არ ათა­მა­შებ­და და აქ, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში უფ­რო უნ­და ათა­მა­შოს. ან დ`ან­ტო­ნის ბევრს გა­ახ­სე­ნე­ბენ. და მა­ი­კი და­იბ­ნე­ვა. და მა­იკ­მა უკ­ვე იცის, რომ ჰი­ლი სან­დოა. ლი­გის ერთ-ერთ მძი­მე, მა­ღალ ხაზ­თან (ჯოშ სმი­ტი, ან­დ­რე დრა­მონ­დი, გრეგ მონ­რო) ჰილ­მა არ და­ინ­დო «დეტ­რო­ი­ტი» და საქ­მეს თა­ვი­დან­ვე მი­ხე­და. 24 ქუ­ლა. ჯორ­და­ნის კა­რი­ე­რის რე­კორ­დი. 17 მოხ­ს­ნა. ჯორ­და­ნის კა­რი­ე­რის კი­დევ ერ­თი რე­კორ­დი. და ჯორ­დან­ზე ერ­თ­მა საყ­ვა­რელ­მა ბი­ძამ, მის­ტერ ჯე­იმს უორ­თიმ წა­ი­ჭო­რა­ვა - ვუ­ყუ­რებ და დე­ნის როდ­მა­ნი მახ­სენ­დე­ბაო. სა­პა­ტიო შე­და­რე­ბაა. არა მხო­ლოდ ჯორ­და­ნის­თ­ვის. ნე­ბის­მი­ე­რი ჰი­ლის­თ­ვის. დე­ნი­სი ძა­ლი­ან გი­ჟი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, ძა­ლი­ან ფეთ­ქე­ბა­დი და ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო. ჰილ­მა და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კომ­პ­ლი­მენ­ტი და­იმ­სა­ხუ­რა და დ`ან­ტო­ნიმ ეს მო­ი­ნიშ­ნა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ალ­ბათ მო­ი­ნიშ­ნა. მა­ი­კი სწრა­ფად აზ­როვ­ნებს და მა­ი­კის გუნ­დე­ბი სწრაფ კა­ლათ­ბურთს თა­მა­შო­ბენ. ჯორ­დან ჰი­ლი ამ «ლე­ი­კერ­სის» ნე­ბის­მი­ერ ფორ­მა­ცი­ა­ში ჩაჯ­დე­ბა. ჯორ­დან ჰი­ლი ამ «ლე­ი­კერ­სის» ჰო­რას გრან­ტია. გა­ვარ­ტყით?

«ლე­ი­კერ­სის» შეც­დო­მე­ბი ჩანს. კო­ბი ბრა­ი­ან­ტი არ ჩანს და კო­ბის­თან ერ­თად ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა წა­მო­ვა. «ლე­ი­კერ­სი» კო­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტია და პო გა­სო­ლი ბრა­ი­ანტს თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ემე­სი­ჯე­ბა. ეს­პა­ნე­ლი კო­ბის ყვე­ლა­ფერს უყ­ვე­ბა და კო­ბიმ იცის, რომ სტივ ბლე­ი­კი ძა­ლი­ან კარგ ფორ­მა­შია. «დეტ­რო­იტ­თან» სტი­ვიმ 16 პა­სი გა­ა­კე­თა. ბრა­ი­ან­ტ­თან ერ­თად ხუ­თე­ულ­ში სტი­ვი 16 პასს იშ­ვი­ა­თად გა­ა­კე­თებს და ბლე­ი­კი ბურთს უფ­რო სხვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მი­ი­ღებს. კო­ბის ბურ­თი მო­ე­ნატ­რა და კო­ბი ბურთს ხში­რად შე­ე­ხე­ბა. ბლე­ი­კი მე­ო­რე ნო­მერ­ზეც ავა. ჯორ­დან ჰი­ლიც ვერ გა­და­ფა­რავს ერთ-ერთ პრი­ვა­ტულ რე­კორდს (24 ქუ­ლა), მაგ­რამ ჰილ­მა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა აკ­რი­ფოს 17 მოხ­ს­ნა­ზე მე­ტი. ბრა­ი­ან­ტ­ზე ბურ­თი თით­ქ­მის ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ავა და კო­ბი უნ­და შე­ვი­დეს ფორ­მა­ში. ჰი­ლი მო­სახ­ს­ნელს მოხ­ს­ნის და იქ­ვე, სამ­წა­მი­ან­თან სე­ირ­ნობს პო გა­სო­ლი. რო­მე­ლიც «დეტ­რო­იტ­თან» არ იღ­ლე­ბო­და, ძი­რი­თა­დად, პო­ზი­ცი­უ­რად იგებ­და და ეს­პა­ნელ­მა მო­ას­წ­რო 12 ქუ­ლის, 9 მოხ­ს­ნის, 7 პა­სის, 3 და­ფა­რე­ბის და 2 ჩაჭ­რის აღე­ბა. კარ­გი კო­ლექ­ცია და კარ­გი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია. ეს­პა­ნე­ლი ელო­დე­ბა კო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და კო­ბის­თან ერ­თად ეს­პა­ნე­ლიც გა­იშ­ლე­ბა. შარ­შან ამ პრო­ცესს ხელს უშ­ლი­და დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დის გა­ნი­ე­რი ზურ­გი, და­ჩირ­ქე­ბუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და პო­ზი­ცი­ის ცუ­დად შერ­ჩე­ვა. ჰო­ვარ­დი ჰი­უს­ტონ­შია, პო - კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში. კა­ლი­ფორ­ნი­ას მის­ტერ ბრა­ი­ან­ტი მო­ე­ნატ­რა. ჩვენც მოგ­ვე­ნატ­რა. კო­ბი­საც.

«დეტ­რო­ი­ტი» თა­მაშ­ში იყო. მე­სა­მე მე­ოთხე­დის ბო­ლოს ნიკ იან­გ­მა ჯერ შეს­ვ­ლი­დან, შემ­დეგ (ორ­ჯერ) ძა­ლი­ან შო­რი­დან ჩა­აგ­დო და გა­სო­ლის ბენ­დი წინ გა­დის. უკ­ვე 4 ქუ­ლით. ეს­პა­ნელ­მა ჰილ­თან ერ­თად თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი მოხ­ს­ნა. დი­დი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ეს სა­ინ­ტე­რე­სო და ოდ­ნავ ატო­ნა­ლუ­რი წყვი­ლი სო­ლი­დუ­რად მუ­შა­ობ­და. იან­გ­მა 19 ქუ­ლა აით­ვი­სა და ბო­ლო ოთხ თა­მაშ­ში სა­შუ­ა­ლოდ 16.3 ქუ­ლას აგ­რო­ვებს. იან­გი ოთხ­ჯერ­ვე სა­თა­და­რი­გო იყო. იან­გი რე­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი სა­თა­და­რი­გოა და კო­ბის ნორ­მა­ლუ­რად და­ას­ვე­ნებს. მის­ტერ იან­გიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტია, მაგ­რამ კო­ბის­თან ერ­თად აზ­რ­ზე მო­ვა. გა­მოს­წორ­დე­ბა. სტი­ქი­უ­რად აღარ იაზ­როვ­ნებს. იან­გი და დ`ან­ტო­ნი მე­გობ­რო­ბენ. კო­ბი ამას ხე­დავს. კო­ბი ყვე­ლა­ფერს ხე­დავს.

ყვე­ლა­ზე მშვი­დად გა­სო­ლია. ეს­პა­ნე­ლი კო­ბის ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­უ­გებს. ეს­პა­ნე­ლი კო­ბის მე­გო­ბა­რი და ბრა­ი­ან­ტის შემ­დეგ, «ლე­ი­კერ­სის» ყვე­ლა­ზე დამ­ჯე­რი და ჩამ­გ­დე­ბი მი­ლი­ო­ნე­რია. ეს უკ­ვე დ`ან­ტო­ნიმ იცის.

მა­ლე კო­ბი ბრა­ი­ან­ტი დაბ­რუნ­დე­ბა და «ლე­ი­კერ­სი» და­ის­ვე­ნებს. მა­იკ დ`ან­ტო­ნი ამ შე­მად­გენ­ლო­ბით ნორ­მა­ლუ­რად თა­მა­შობს და მწვრთნე­ლი დრო­დად­რო მა­ინც ვერ ქა­ჩავს. დ`ან­ტო­ნის ტაქ­ტი­კუ­რი სიღ­რ­მე გუნ­დის ამ რუს­ტერს უფ­რო ეფექ­ტუ­რად უნ­და იყე­ნებ­დეს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში წა­მო­ვი­და «კლი­პერ­სი», სა­დაც დოკ რი­ვერსს რე­ა­ნი­მა­ტო­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუ­ფი ჰყავს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­ი­ზარ­და «გოლ­დენ სტე­ი­ტი» მკვლე­ლი პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლით და შემ­დეგ სი­ცა­რი­ე­ლეა. ამ სი­ცა­რი­ე­ლეს მი­ხე­და­ვენ. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში წა­მო­ვი­და თავ­მოყ­ვა­რე «საკ­რა­მენ­ტო» დე­მარ­კუს კა­ზენ­სის ეგო­თი. და ის ეგო სა­შუ­ა­ლოდ ორ­მაგ დუბლს იღებს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მელ გიბ­სონ­მა ვი­ღაც ქა­ლი გა­ლა­ხა და იმ ქალ­მა მელს ბევ­რი მი­ლი­ო­ნი წა­არ­თ­ვა. და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში «ლე­ი­კერ­სია». ჯერ კო­ბის გა­რე­შე და მა­ლე ის ტი­ტა­ნიც დაბ­რუნ­დე­ბა. კარ­გი ბი­ჭი მოგ­ვე­ნატ­რა და კო­ბის სხვა კარ­გი ბი­ჭე­ბის გა­ჩე­რე­ბა, ნერ­ვებ­ზე მოშ­ლა მო­ე­ნატ­რა. ეს კო­ბია. კლა­სი­კა.

«ლე­ი­კერ­სი» უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი