„არ­წი­ვებ­მა“ რე­ი­ტინ­გ­ში დაგ­ვაქ­ვე­ი­თეს
19 ნოემბერი, 2013
1639
print

ბორ­ჯღა­ლოს­ნებს «არ­წი­ვებ­თან» ტესტ-მატ­ჩ­ში წა­გე­ბა (23:25) მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის 1,69 ქუ­ლის და­კარ­გ­ვად და მე­თექ­ვ­ს­მე­ტე ად­გი­ლი­დან მეჩ­ვიდ­მე­ტე­ზე ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბად და­უჯ­დათ.

მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მე­სა­მე მატ­ჩი გვაქვს, მაგ­რამ, სა­ეჭ­ვოა, შა­ბათს, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე, სა­მო­ას­თან სა­სურ­ველ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ოთ.

სა­მო­ე­ლე­ბი მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში მერ­ვე სა­ფე­ხურ­ზე არი­ან და თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ბო­ბო­ლა გა­უმ­წა­რე­ბი­ათ. ასე რომ, ის­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია სა­ნა­ხა­ო­ბით - სამ­ხ­რე­თუ­ლი რაგ­ბით დავ­ტ­კ­ბეთ, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჟინ­სა და თავ­და­დე­ბას და­უ­პი­რის­პი­რებს.

«მა­ნუ», რაც სა­მო­ე­ლე­ბის მეტ­სა­ხე­ლია და გუ­ლა­დებს ნიშ­ნავს, კა­ნა­დი­სა და აშშ-ის ნაკ­რე­ბე­ბის და­რად, თბი­ლისს და­მარ­ცხე­ბუ­ლი ეწ­ვე­ვა - ნო­ემ­ბ­რის ტესტ-მატ­ჩებ­ში ორი თა­მა­ში ჩა­ა­ტა­რეს და ორ­ჯერ­ვე და­მარ­ცხ­დ­ნენ - 9 ნო­ემ­ბერს ირ­ლან­დი­ას­თან (9:40), 16 ნო­ემ­ბერს კი კლერ­მონ­ში, „ფრანგ ბარ­ბა­რო­სებ­თან» (19:20).

ირ­ლან­დი­ას­თან მატ­ჩის შემ­დეგ სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტეტ­მა ჯორჯ პი­სის 6-კვი­რი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია გა­მო­უ­წე­რა. ასე რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­სი თა­მა­ში გა­მო­რიცხუ­ლია.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სა­მო­ას გზე­ბი აქამ­დეც გა­დაკ­ვე­თი­ლა - 2003 წლის ავ­ს­ტ­რა­ლი­ის მსოფ­ლიო თას­ზე C ჯგუფ­ში მო­ას­პა­რე­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის სა­მო­ას­თან გაც­ნო­ბა 9:46 წა­გე­ბით დას­რულ­და.

ისევ IRB რე­ი­ტინგს და­ვუბ­რუნ­დეთ. თა­ვი­სი წი­ლი ტესტ-მატ­ჩე­ბი ითა­მა­შეს ევ­რო­პის ერ­თა თას­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­ტო­ქე­ებ­მაც.

კა­ნა­დე­ლე­ბი ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­თან თბი­ლის­ში წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ რუ­მი­ნეთს ეწ­ვივ­ნენ და ბო­ლო წუთ­ზე გაშ­ვე­ბუ­ლი ჯა­რი­მის გა­მო იქაც და­მარ­ცხ­დ­ნენ - 20:21.

«ნე­კერ­ჩხ­ლის ფოთ­ლებ­ზე» გა­მარ­ჯ­ვე­ბით იხე­ი­რეს მას­პინ­ძ­ლებ­მა - «მუ­ხის ფოთ­ლებ­მა» 1,07 ქუ­ლა გა­მო­ი­მუ­შა­ვეს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან რე­ი­ტინ­გ­ში რო­ქი გა­და­ი­თა­მა­შეს - მე­თექ­ვ­ს­მე­ტე­ზე აღ­ზევ­დ­ნენ.

რუ­სეთ­მა იაპო­ნი­ას უმას­პინ­ძ­ლა და პირ­ველ ტა­იმ­ში იყო­ჩა­ღა - 13:13, მაგ­რამ მე­რე «ალუბ­ლის ყვა­ვი­ლებ­მა» (იგი­ვე «მა­მაც­მა ყვა­ვი­ლებ­მა») აიშ­ვეს და რუს «დათ­ვებს» ოთხი ლე­ლო და­უ­დეს, სა­ბო­ლო­ოდ კი 40:13 გა­ი­მარ­ჯ­ვეს.

ეს­პა­ნე­თი, რო­მე­ლიც სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კულ ტურ­ნე­შია, ჩი­ლეს შემ­დეგ ურუგ­ვა­ი­ში ჩა­ვი­და და 15:16 და­მარ­ცხ­და. სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა­შია პორ­ტუ­გა­ლი­აც, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ას ეწ­ვია და მას­პინ­ძ­ლე­ბი 68:0 და­ა­მარ­ცხა.

დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი 0,56 ქუ­ლით უს­წ­რებს აშშ-ს. თუ ამე­რი­კე­ლებ­მა ეს შა­ბა­თიც მო­გე­ბით და­ას­რუ­ლეს, მა­შინ, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი მე-18 ად­გი­ლამ­დეც დაქ­ვე­ით­დეს. «არ­წი­ვე­ბი» რუს «დათ­ვებს» ხვდე­ბი­ან.

თუ მილ­ტონ ჰე­ი­გის გუნ­დ­მა რე­ი­ტინ­გ­ში მერ­ვე ად­გილ­ზე მყო­ფი სა­მო­ას და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლო, მა­შინ იმა­ვე რე­ი­ტინ­გის 1,91 ქუ­ლას შე­ი­ძენს და და­კარ­გუ­ლი მე-16 ად­გი­ლის ხელ­მე­ო­რედ და­კა­ვე­ბით სტა­ტუს კვო­საც აღად­გენს. წა­გე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი სულ რა­ღაც 0,1-0,15 ქუ­ლას დავ­კარ­გავთ, რად­გან ჩვენ­სა და კუნ­ძუ­ლე­ლებს შო­რის რე­ი­ტინ­გ­ში დი­დი სხვა­ო­ბაა.

რე­ი­ტინ­გ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ხე­ბია მო­წი­ნა­ვე ხუ­თე­ულს. პირ­ველ ად­გილ­ზე კვლავ ახა­ლი ზე­ლან­დიაა, თა­ნაც, უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია (2009 წლის 16 ნო­ემ­ბ­რი­დან). მე­ო­რეზ ად­გი­ლეა სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა, მე­სა­მე­ზე - ინ­გ­ლი­სი... და­ნარ­ჩე­ნი აქ­ვე მო­ცე­მულ რე­ი­ტინ­გ­შია.

IRB რე­ი­ტინ­გი:

1 (1). ახა­ლი ზე­ლან­დია 93,81

2 (2). სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა 88,77

3 (3). ინ­გ­ლი­სი 85,70

4 (4). ავ­ს­ტ­რა­ლია 85,65

5 (5). საფ­რან­გე­თი 81,44

6 (7). უელ­სი 80,98

7 (6). ირ­ლან­დია 79,33

8 (8). სა­მოა 79,24

9 (9). შოტ­ლან­დია 76,99

10 (10). არ­გენ­ტი­ნა 75,23

11 (11). იტა­ლია 74,34

12 (13). ტონ­გა 73,21

13 (12). ფი­ჯი 72,87

14 (14). იაპო­ნია 71,72

15 (15). კა­ნა­და 70,40

16 (17). რუ­მი­ნე­თი 68,81

17 (16). სა­ქარ­თ­ვე­ლო 67,17

18 (18). აშშ 66,61

19 (19). რუ­სე­თი 61,94

20 (20). ეს­პა­ნე­თი 60,95

21 (21). ურუგ­ვაი 60,77

22 (22). პორ­ტუ­გა­ლია 59,72

23 (23). ნა­მი­ბია 58,79

24 (24). კო­რეა 58,10

25 (25). ბელ­გია 57,52

26 (26). გერ­მა­ნია 56,20

27 (27). ჩი­ლე 55,44

28 (29). მოლ­დო­ვა 55,11

29 (28). ჰონ­კონ­გი 54,56

30 (32). ზიმ­ბაბ­ვე 53,56

...

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი