სა­მოა თბი­ლის­შია, ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი - „შე­ვარ­დენ­ზე“
20 ნოემბერი, 2013
1647
print

აშშ-ის ნაკრებთან მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე წაგებული მოგებული მატჩის შემდეგ ძნელი უნდა იყოს შემდეგი შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად განწყობა, მაგრამ...

რაგბი ჩვენი თამაშია. შაბათს, მიხეილ მესხის სტადიონზე, ბორჯღალოსნებს სამოას ნაკრებთან წლის ბოლო ტესტ-მატჩი აქვთ. შაბათს გიორგობაა და, გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის ეს დიდი მოტივაციაც უნდა იყოს და გარკვეული წნეხიც, დიდ სარაგბო ჯახში წარმატებისთვის იბრძოლო.

უდა­ვოა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს ნაკ­რებ­თან მო­უ­წევს ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა. სა­მოა მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში მერ­ვეა და სა­ნა­ქე­ბო რაგ­ბის თა­მა­შობს. ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რე­ბი არი­ან და მა­თი რაგ­ბიც აგ­რე­სი­უ­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლო კი აშშ-თან წა­გე­ბამ და რუ­მი­ნე­თის კა­ნა­და­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბამ რე­ი­ტინ­გ­ში მე-17 სა­ფე­ხურ­ზე და­აქ­ვე­ი­თა. ასე რომ, შა­ბა­თის მატ­ჩი მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სოა.

ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი „შე­ვარ­დე­ნის“ ბა­ზა­ზე ვარ­ჯი­შო­ბენ. გუ­შინ ღია ვარ­ჯი­ში ჰქონ­დათ. ბი­ჭე­ბი ჯან­ზე არი­ან. კა­ნა­დის „ნე­კერ­ჩხ­ლის ფოთ­ლებ­თან“ თა­მაშ­სა და ჩხუბ­ში ტრავ­მე­ბი კი მი­ი­ღეს, მაგ­რამ ამე­რი­კელ „არ­წი­ვებ­თან“ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

სა­მოა თბი­ლის­შია - ჩა­მო­ვიდ­ნენ ირ­ლან­დი­ის­გან შერ­ცხ­ვე­ნი­ლე­ბი (9:40) და ფრან­გი „ბარ­ბა­რო­სე­ბის­გან“ და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი (19:20). ჩვე­ნი არ იყოს, კუნ­ძუ­ლე­ლებ­საც აკ­ლი­ათ რამ­დე­ნი­მე წამ­ყ­ვა­ნი მო­რაგ­ბე.

სა­ქარ­თ­ვე­ლო სა­მო­ას შა­ბათს მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე და­უხ­ვ­დე­ბა. მატ­ჩი 16:30 სა­ათ­ზე და­იწყე­ბა. ბი­ლე­თის ფა­სი 1 და 3 ლა­რია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა:

შერ­კი­ნე­ბა: და­ვით ხინ­ჩი­გაშ­ვი­ლი („რა­სინგ მეტ­რო“, საფ­რან­გე­თი), მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი („მონ­პე­ლიე“, საფ­რან­გე­თი), ზუ­რაბ ჟვა­ნია („სტად ფრან­სე“, საფ­რან­გე­თი), სი­მონ მა­ი­სუ­რა­ძე („ბა­ნი­ე­რი“, საფ­რან­გე­თი), შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი („არ­მია“, თბი­ლი­სი), რე­ვაზ ბელ­ქა­ნია („ლე­ლო“, თბი­ლი­სი), და­ვით ქუბ­რი­აშ­ვი­ლი („სტად ფრან­სე“, საფ­რან­გე­თი), ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა („ტუ­ლო­ნი“, საფ­რან­გე­თი), კონ­ს­ტან­ტი­ნე მი­ქა­უ­ტა­ძე („ტუ­ლო­ნი“, საფ­რან­გე­თი), გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე („ტარ­ბი“, საფ­რან­გე­თი), ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვი­ლი („ორი­ა­კი“, საფ­რან­გე­თი), გი­ორ­გი ნემ­სა­ძე („ტარ­ბი“, საფ­რან­გე­თი), მა­მუ­კა გორ­გო­ძე („მონ­პე­ლიე“, საფ­რან­გე­თი), შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი („მა­სი“, საფ­რან­გე­თი), გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი („ლო­კო­მო­ტი­ვი“, თბი­ლი­სი), გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლი („არ­მია“, თბი­ლი­სი);

უკა­ნა ხა­ზი: გი­ორ­გი ბე­გა­ძე („ყო­ჩე­ბი“, ბოლ­ნი­სი), ვა­ჟა ხუ­ციშ­ვი­ლი („ხა­რე­ბი“, რუს­თა­ვი), მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი („ვი­ე­ნი“, საფ­რან­გე­თი), ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე („ბა­ნი­ე­რი“, საფ­რან­გე­თი), ლა­შა ხმა­ლა­ძე („ლე­ლო“, თბი­ლი­სი), მე­რაბ შა­რი­ქა­ძე („ბურგ-ან-ბრე­სი“, საფ­რან­გე­თი), და­ვით კა­ჭა­რა­ვა („ენი­სეი“, რუ­სე­თი), თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძე („პე­რი­გო“, საფ­რან­გე­თი), თა­მაზ მჭედ­ლი­ძე („ბურგ-ან-ბრე­სი“, საფ­რან­გე­თი), ირაკ­ლი ყი­ა­საშ­ვი­ლი („ლე­ლო“, თბი­ლი­სი), ბე­ქა წიკ­ლა­უ­რი („ლო­კო­მო­ტი­ვი“, თბი­ლი­სი).

მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: მილ­ტონ ჰე­ი­გი (ახა­ლი ზე­ლან­დია)

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი