„მგზავ­რე­ბი“
20 ნოემბერი, 2013
1806
print

კა­ლათ­ბურ­თ­ში სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გა შე­იქ­მ­ნა და იქ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ტუ­რი მორ­ჩა. სა­ინ­ტე­რე­სო, ახა­ლი ტურ­ნი­რია.

ზო­გი­ერთ თა­მაშ­ზე უფ­რო მე­ტი მა­ყუ­რე­ბე­ლი მი­დის, ვიდ­რე - სუ­პერ­ლი­გა­ზე. ესეც არა­ნორ­მა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ბრა­ლია. ლე­გი­ო­ნე­რე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბულ ტურ­ნირ­ზე და­ძა­ლე­ბით, დე­დის და­ფი­ცე­ბით მი­დი­ან და მოყ­ვა­რუ­ლებ­ზე ხალ­ხი ისე­დაც მი­დის. ალ­ბათ, ესეც მოგ­ვარ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, სუ­პერ­ლი­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან თუნ­დაც თი­თო მო­თა­მა­შე­ზე 5-5 კა­ცი რომ მი­ვი­დეს, რი­გით გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად, კარ­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მოგ­როვ­დე­ბა. და­ვუბ­რუნ­დეთ სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გას, რო­მე­ლიც და­იწყო და რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ნამ­დ­ვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დე­ბი. ერთ-ერ­თია „მგზავ­რე­ბი“, სა­დაც ბევ­რი ნაც­ნო­ბი პერ­სო­ნა­ჟი მი­ვი­და. უფ­რო ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ „მგზავ­რე­ბი“.

„მგზავ­რე­ბი“ ერთ-ერ­თ­მა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ და­ა­ფი­ნან­სა. ის კომ­პა­ნი­აც „მგზავ­რე­ბია“. უბ­რა­ლოდ, და­სა­ხე­ლე­ბა ოდ­ნავ იშ­ლე­ბა და გა­მო­დის „მგზავ­რე­ბი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სტან­დარ­ტუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა არას­ტან­დარ­ტუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დის­თ­ვის, რო­მე­ლიც სო­ლი­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. იდე­ა­ში, ცსკა-ც სო­ლი­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და იმ გუნდს წელს უკ­ვე ბევ­რ­მა აუწია ყუ­რი. „მგზავ­რე­ბი“ თა­ვის დო­ნე­ზე ყუ­რადღე­ბით აკე­თე­ბენ საქ­მეს და ვი­საც რა ევა­ლე­ბა, ყვე­ლა ბო­ლომ­დე მი­დის, საქ­მეს აკე­თებს. ახა­ლი ფორ­მე­ბი? კი ბა­ტო­ნო. კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და­ვით ცერ­ც­ვა­ძემ იტა­ლი­ა­ში შე­უკ­ვე­თა ამუ­ნი­ცია და გუნ­დი, გე­ნე­რა­ლურ მე­ნე­ჯერ­თან ერ­თად, გე­მოვ­ნე­ბით შე­ი­მო­სა. „მგზავ­რე­ბი“ სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გა­ზე ყვე­ლა­ზე სა­და, სო­ლი­დუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­მო­სით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ცერ­ც­ვა­ძე მერ­ვე კლა­სამ­დე თა­მა­შობ­და კა­ლათ­ბურთს და მე­რე შე­ეშ­ვა, სხვა პრო­ფი­ლით წა­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი. სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გის­თ­ვის გუნ­დი მზად არის. გა­დავ­დი­ვართ „მგზავ­რე­ბის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე სო­ლი­დუ­რია, რო­გორც კლუ­ბის ამუ­ნი­ცია.

შიო ხე­ცუ­რი­ა­ნი კლუ­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნე­რია. ამე­რი­კა­ში არა­სა­კა­ლათ­ბურ­თო ამ­ბებ­ში იღებ­და პრაქ­ტი­კას, იმაღ­ლებ­და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, მუ­შა­ობ­და და აქ, თა­ვის უშუ­ა­ლო საქ­მეს­თან ერ­თად, კა­ლათ­ბურ­თ­საც მი­ხე­დავს. ხე­ცუ­რი­ა­ნი სხვა­ზე უკე­თეს კონ­დი­ცი­ებ­შია და ეს კარ­გია. ლე­გი­ო­ნე­რი თა­ვის სტა­ტუსს ამარ­თ­ლებს.

გი­ორ­გი მარ­კო­იშ­ვი­ლი ად­რე, სუ­პერ­ლი­გა რომ არ არ­სე­ბობ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე გახ­და. გიო მარ­თ­ლა სა­უ­კე­თე­სო იყო. მშვე­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლო, სტა­ბი­ლუ­რი სა­მი­ა­ნი, შე­დე­გი­ა­ნი, კლუ­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პერ­სო­ნა, რო­მე­ლიც დღეს ზედ­მე­ტი წო­ნით თა­მა­შობს. და ეს წო­ნა წა­ვა. უნ­და წა­ვი­დეს. მარ­კო­იშ­ვი­ლი მო­უ­მა­ტებს.

გი­ორ­გი გაგ­ნი­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში იყო. ნაკ­რებ­ში იყ­ვ­ნენ ხე­ცუ­რი­ა­ნი და მარ­კო­იშ­ვი­ლიც, მაგ­რამ იქ სხვა კუთხით გავ­ხ­სე­ნით სა­უ­ბა­რი. გაგ­ნი­ძეც შე­ვა ფორ­მა­ში და გი­ორ­გი კლუ­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ, გაგ­ნი­ძემ ერ­თხელ მო­ი­გო ქუ­ჩის კა­ლათ­ბურ­თის სა­ინ­ტე­რე­სო ტურ­ნი­რი და მოყ­ვა­რუ­ლე­ბის დო­ნე­ზე თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

იქ­ვეა ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძე. ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც რუს­თავ­ში რა­მაზ გო­გო­ბე­რიშ­ვილ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი იყო. ჯა­ფა­რი­ძეც ნაკ­რე­ბის წევ­რი იყო. გახ­სოვთ ირაკ­ლის თა­მა­ში? მოძ­რა­ვი ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც უფ­რო მე­ოთხე ნო­მე­რი­ვით აზ­როვ­ნებ­და, მაგ­რამ მო­სახ­ს­ნელს ხსნი­და, ჩა­საგ­დებს აგ­დებ­და და ყვე­ლა­ფერს ას­წ­რებ­და. ძა­ლი­ან კარ­გი მო­თა­მა­შე. სი­მაღ­ლი­სა და კარ­გი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მშვე­ნი­ე­რი მიქ­ს­ტი.

ლა­შა ლო­სა­ბე­რი­ძე თა­ვი­სი თა­ო­ბის დროს ჩან­და. „დი­ნა­მო­ში“ ჰქონ­და კარ­გი პე­რი­ო­დი და რა­ღაც მო­მენ­ტ­ში არ გა­უ­მარ­თ­ლა, ტრავ­მე­ბი­სა და სხვა ხელ­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო ყვე­ლა­ფე­რი ისე ვერ აეწყო, რო­გორც თვი­თონ უნ­დო­და. „მგზავ­რებ­ში“ ლო­სა­ბე­რი­ძეც უმა­ტებს. სამ­წა­მი­ან­ში ცენტრს აყე­ნებს, მო­გიხ­ს­ნის, სა­მი­ანს გა­უშ­ვებს და ჩა­აგ­დებს, და­გაზღ­ვევს. ეს ბი­ჭი ვი­ცით და ამ ბიჭს ვენ­დო­ბით.

ბუ­ბა ბე­რიშ­ვი­ლი დღეს „არ­მი­ა­შია“. მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტი და ბე­რიშ­ვი­ლის კა­ლათ­ბურ­თი ეს­თე­ტი­კუ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი იყო. ბუ­ბა იგებ­და და ამას გე­მოვ­ნე­ბით აკე­თებ­და. დახ­ვე­წი­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი დრიბ­ლინ­გი. სტა­ბი­ლუ­რი სრო­ლა და ინ­ტე­ლექ­ტი. ტრავ­მამ ბე­რიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნი და მო­თა­მა­შის კა­რი­ე­რა წა­არ­თ­ვა. ბუ­ბას­თან ერ­თად ვბრუნ­დე­ბით ახალ დო­ნე­ზე.

ბა­ჩა­ნა სუ­ლა­ძეს კა­ლათ­ბურ­თ­ში თა­ვი­სი საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს. სა­კა­ლათ­ბურ­თო წრე­ებ­ში იც­ნო­ბენ და­ვით ღლონტს. ირაკ­ლი კონ­ჯა­რი­ამ ბევ­რი ითა­მა­შა. „მგზავ­რე­ბის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან ირაკ­ლი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძე და, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ვით ცერ­ც­ვა­ძე. გუნ­დის შემ­ქ­მ­ნე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად მონ­დო­მე­ბუ­ლია. გუნ­დიც უმა­ტებს. ერ­თხელ, არ და­გე­ზა­როთ, მი­დით „დი­ნა­მოს“ ბა­ზა­ზე (სა­დაც სა­მოყ­ვა­რუ­ლოს ტურ­ნი­რი და­ი­ქო­ქა) და უყუ­რეთ „მგზავ­რე­ბის“ თა­მაშს. სა­ინ­ტე­რე­სო და ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი კლუ­ბია. ერ­თი ერ­თ­თ­ვი­ა­ნი შეკ­რე­ბა და კლუ­ბი სუ­პერ­ლი­გის­თ­ვი­საც მზად იქ­ნე­ბა. ხუმ­რო­ბის გა­რე­შე.

კლუბ­შია კო­ტე ტუ­ღუ­ში. ყო­ველ­თ­ვის ფორ­მა­ში, ყო­ველ­თ­ვის სპორ­ტულ-და­დე­ბი­თად გან­წყო­ბი­ლი. „არ­მი­ა­ში“ კო­ტე ბევრს ას­წ­რებს და შარ­შან, ფლეი ოფ­ში, ტუ­ღუშ­მა ლე­გი­ო­ნე­რე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბულ „დი­ნა­მოს“ სე­რი­ო­ზუ­ლად შე­უს­რუ­ლა. იმ „არ­მი­ას“ რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი არ ჰყავ­და და „დი­ნა­მო“ მა­ინც და­ა­მარ­ცხა. „მგზავ­რე­ბი“ არ არის „არ­მია“, მაგ­რამ სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გაც არ არის სუ­პერ­ლი­გა და ამ შე­მად­გენ­ლო­ბით ტუ­ღუშ­მა აქ ბო­ლომ­დე უნ­და გა­ი­ა­როს. მთა­ვა­რია, ბი­ჭებ­მა ითა­მა­შონ. პრობ­ლე­მე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ მოგ­ვარ­დე­ბა.

ამ ლი­გა­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო კლუ­ბია და ეს თე­მა­ზე მე­რე ვი­სა­უბ­როთ. სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გაც უფ­რო აზ­რ­ზე მო­ვა და უფ­რო მე­ტი იქ­ნე­ბა და­სა­წე­რი. მა­ნამ­დე, და­ვას­რუ­ლოთ ისე, რო­გორც და­ვიწყეთ...

იმით, რომ კა­ლათ­ბურ­თ­ში სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გა შე­იქ­მ­ნა და იქ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ტუ­რი დამ­თავ­რ­და. სა­ინ­ტე­რე­სო, ახა­ლი ტურ­ნი­რია. ზო­გი­ერთ თა­მაშ­ზე უფ­რო მე­ტი მა­ყუ­რე­ბე­ლი მი­დის, ვიდ­რე - სუ­პერ­ლი­გა­ზე. ესეც არა­ნორ­მა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ბრა­ლია. ლე­გი­ო­ნე­რე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბულ ტურ­ნირ­ზე და­ძა­ლე­ბით, დე­დის და­ფი­ცე­ბით მი­დი­ან და მოყ­ვა­რუ­ლებ­ზე ხალ­ხი ისე­დაც მი­დის. ალ­ბათ, ესეც მოგ­ვარ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, სუ­პერ­ლი­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან, თუნ­დაც თი­თო მო­თა­მა­შე­ზე 5-5 კა­ცი რომ მი­ვი­დეს, რი­გით გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად, კარ­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მოგ­როვ­დე­ბა. და­ვუბ­რუნ­დეთ სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გას, რო­მე­ლიც და­იწყო და რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რე­ა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დე­ბი. ერთ-ერ­თია „მგზავ­რე­ბი“, რო­მელ­შიც ბევ­რი ნაც­ნო­ბი პერ­სო­ნა­ჟი მი­ვი­და. კლუ­ბი უკ­ვე გა­მო­ირ­ჩე­ვა. წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი