მო­დით სტა­დი­ონ­ზე - დღეს დი­დი რაგ­ბია!
23 ნოემბერი, 2013
1634
print

დღეს სა­მო­ას ვუ­მას­პინ­ძ­ლებთ და შე­მოდ­გო­მის ტესტ-მატ­ჩე­ბიც დას­რულ­დე­ბა.

სა­მოა წმინ­და სა­რაგ­ბო-სა­სე­ი­რო კუთხით გემ­რი­ე­ლი ლუკ­მაა და მა­თი ნახ­ვა ღირს, მით უმ­ტეს მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ხვდე­ბა. სა­მო­ას და­რი გუნ­დე­ბი კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი იშ­ვი­ა­თო­ბაა - სამ­ხ­რე­თე­ლე­ბი ხელ­და­ხელ თა­მა­შო­ბენ და ჩრდი­ლო­ელ­თათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ აგ­რე­სი­ულ ბურ­თა­ო­ბა­ზეც არ ამ­ბო­ბენ უარს.

გუ­შინ, რო­ცა „მი­ხე­ილ მეს­ხ­ზე“ სტუ­მარ­თა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკ­ვე მას­პინ­ძელ­თა კა­პიტ­ნის ვარ­ჯი­შე­ბი ჩა­ტარ­და, რა­საც წინ უძღო­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ქარ­თ­ველ­თა ახალ­ზე­ლან­დი­ელ­მა დამ­რი­გე­ბელ­მა მილ­ტონ ჰე­იგ­მა თქვა, უკ­ვე ის რომ მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის მო­წი­ნა­ვე ათე­უ­ლის გუნდს ეთა­მა­შე­ბი თა­ვის­თა­ვად მის სიძ­ლი­ე­რე­ზე მი­უ­თი­თებ­სო. მა­ნუ-სა­მოა, რო­გორც მათ ოვა­ლურ სამ­ყა­რო­ში იც­ნო­ბენ (მა­ნუ-სა­მოა ცნო­ბი­ლი სა­მო­ე­ლი მე­ომ­რის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ა­ნათ­ლეს), იმა­ვე რე­ი­ტინ­გის მერ­ვე სა­ფე­ხურ­ზეა, ზაფხულ­ში კი სუ­ლაც მე­ექ­ვ­სე სა­ფე­ხურს იკა­ვებ­დ­ნენ. ეს ის გუნ­დია, რო­მელ­საც არა­ერ­თი ბო­ბო­ლა გა­უმ­წა­რე­ბია. შორს რომ არ წა­ვი­დეთ ზაფხუ­ლის სამ­ხ­რე­თაფ­რი­კუ­ლი ტესტ-მატ­ჩე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ, სა­დაც ჯერ შოტ­ლან­დი­ას სძლი­ეს, ერ­თი კვი­რის თავ­ზე კი იტა­ლი­ას. ორ გუნ­დ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ კუნ­ძუ­ლე­ლებს მას­პინ­ძელ სამ­ხ­რეთ აფ­რი­კას­თან მო­უ­წია ბურ­თა­ო­ბა. ეგაა, ძა­ლა აღარ ეყოთ და „ქურ­ცი­კებ­თან“ და­მარ­ცხ­დ­ნენ. ნუ, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა მა­ინც სხვა ოვა­ლუ­რი პლა­ნე­ტი­და­ნაა.

თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლამ­დე სა­მო­ამ ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნეს ფარ­გ­ლებ­ში ირ­ლან­დი­ა­ში შე­ი­ა­რა, მე­რე კი ფრანგ „ბარ­ბა­რო­სებ­თან“ გა­და­უხ­ვია. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი მე­ტო­ქე და­მარ­ცხ­და. ასე რომ, დღეს სა­მო­ე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს იღო­ნე­ბენ იმის­თ­ვის, რომ შინ თა­ვა­წე­უ­ლე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ. არც ის უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ მათ­თ­ვის ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­თან შეხ­ვედ­რას სა­რე­ი­ტინ­გო დატ­ვირ­თ­ვაც აქვს.

გუ­შინ­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჰე­იგ­მა ესეც თქვა: „კი, სა­მოა უდა­ვოდ ძლი­ე­რი გუნ­დია. სხვაგ­ვა­რად ათე­ულ­ში ად­გილს ვერ და­იმ­კ­ვიდ­რებ­და, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უშან­სოდ ვართ. მთა­ვა­რია, მე­ტო­ქეს ჩვე­ნი თა­მა­ში მო­ვახ­ვი­ოთ. მე­ტად ვა­კონ­ტ­რო­ლოთ ბურ­თი. დაც­ვა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა. თუ ჩვენ სწო­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ სა­კუ­თარ პლუ­სებს, შე­ვას­რუ­ლებთ და­ვა­ლე­ბებს, წარ­მა­ტე­ბის­თ­ვი­საც ვიბ­რ­ძო­ლებთ. აქ­ვე ვიტყ­ვი, რომ წი­ნა ორი შეხ­ვედ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით დაც­ვას დი­დი ჯა­ფა და­ად­გე­ბა, რად­გან სა­მოა კარ­გად ჭრის ხაზს, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან შერ­კი­ნე­ბით, სის­წ­რა­ფით, მაგ­რამ ჩვენც გვაქვს ჩვე­ნი და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, რომ­ლებ­საც შეს­რუ­ლე­ბა უნ­და. რა თქმა უნ­და, არის რა­ღა­ცე­ე­ბი, რო­მე­ლიც უნ­და გა­მო­ვას­წო­როთ. „ოლ ბლექ­სის“ მწვრთნე­ლიც კი ყო­ვე­ლი თა­მა­შის შემ­დეგ პო­უ­ლობს გა­მო­სას­წო­რე­ბელ ელე­მენ­ტებს. მთა­ვა­რი ისაა, რომ მო­ე­დან­ზე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი გა­ვალთ.

...სა­მო­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას არ ვუ­ყუ­რებ რო­გორც უბ­რა­ლოდ ტესტ-მატჩს. ყვე­ლა შეხ­ვედ­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თუ მო­ვუ­გეთ, ეს უდი­დე­სი რამ იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო რაგ­ბის­თ­ვის, რაც თა­ვის მხრივ, მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს შევ­ხ­ვ­დეთ ძლი­ერ გუნ­დებს. იმე­დია სა­მო­ას­თან თა­მა­შით, რა­ღაც გარ­და­ტე­ხას შე­ვი­ტანთ. შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია“.

ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ­სე­ბობს დი­დი სა­რაგ­ბო სპექ­ტაკ­ლის­თ­ვის, რო­მელ­საც „მი­ხე­ილ მეს­ხის“ სავ­სე ტრი­ბუ­ნე­ბი უფ­რო და­ამ­შ­ვე­ნებ­და. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გულ­შე­მატ­კი­ვარს ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა აქვს იმის­თ­ვის, რომ გი­ორ­გო­ბა დღეს სტა­დი­ონ­ზე ბორ­ჯღა­ლო­სან­თა სა­ქო­მა­გოდ მო­ვი­დეს. სამ­წუ­ხა­როდ კა­ნა­დას­თან მატ­ჩის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის­თ­ვის ნაკ­ლე­ბი ბი­ლე­თია გა­ყი­დუ­ლი. არა­და, დღეს გა­ცი­ლე­ბით დი­დი რაგ­ბია.

წი­ნა­სა­მატ­ჩო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­მო­ელ­თა მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა სთი­ვენ ბი­თემ­მა გა­ნაცხა­და, რომ უდა­ვოდ რთუ­ლი მატ­ჩი ელით გუნ­დ­თან, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლი­თა და ძლი­ე­რი შერ­კი­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა: „ტრავ­მე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბის რვა მო­თა­მა­შე მო­ვი­საკ­ლი­სეთ, თუმ­ცა მარ­ცხე­ბის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად ეს არ გა­მოდ­გე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ მოგ­ვე­ცა შან­სი საქ­მე­ში გვე­ნა­ხა სხვა მო­რაგ­ბე­ე­ბი, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა მსოფ­ლიო თას­ზე ითა­მა­შონ. ირ­ლან­დი­ას­თან გუნ­დუ­რად ვერ ვი­თა­მა­შეთ და ამის გა­მო დავ­მარ­ცხ­დით, ხო­ლო „ფრანგ ბარ­ბა­რო­სებ­თან“ უბ­რა­ლოდ არ გაგ­ვი­მარ­თ­ლა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან შეხ­ვედ­რა ტესტ-მატ­ჩია და რაც გვყავს იმ შე­მად­გენ­ლო­ბი­დან, მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ სა­უ­კე­თე­სო­ებს ვა­თა­მა­შებთ. მსოფ­ლიო თა­სამ­დე ჯერ კი­დევ ორი წე­ლი­წა­დია. ახალ მო­რაგ­ბე­ებს გუნ­დ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის კარ­გი შან­სი აქვთ, ამი­სათ­ვის კი, სწო­რედ ტესტ-მატ­ჩებ­ში უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნონ თა­ვი“.

23 ნო­ემ­ბე­რი. 16:30 სა­ა­თი  თბი­ლი­სი. „მი­ხე­ილ მეს­ხი“

სა­ქარ­თ­ვე­ლო: 15. მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი, 14. თა­მაზ მჭედ­ლი­ძე, 13. და­ვით კა­ჭა­რა­ვა, 12. მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, 11. გი­ორ­გი შკი­ნი­ნი, 10. ლა­შა ხმა­ლა­ძე, 9. გი­ორ­გი ბე­გა­ძე; 1. მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი, 2. შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი, 3. ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა, 4. კონ­ს­ტან­ტი­ნე მი­ქა­უ­ტა­ძე, 5. ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვი­ლი, 6. გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლი, 7. მა­მუ­კა გორ­გო­ძე (კოპ.), 8. გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე.

სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: 16. სი­მონ მა­ი­სუ­რა­ძე, 17. ზუ­რაბ ჟვა­ნია, 18. და­ვით ქუბ­რი­აშ­ვი­ლი, 19. გი­ორ­გი ნემ­სა­ძე, 20. შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი, 21. ვა­ჟა ხუ­ციშ­ვი­ლი, 22. თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძე, 23. ბე­ქა წიკ­ლა­უ­რი.

მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: მილ­ტონ ჰე­ი­გი

სა­მოა: 15. ფა­ჰა­ტო­ი­ნა აუტან­გა­ვაია, 14. ალა­პა­ა­ტი ლეიუა, 13. ისაია ტუ­ი­ფუა, 12. ჯო­ნი ლე­ო­ტა, 11. ბრან­დო ვა­ა­უ­ლუ, 10. ტუ­სი­ა­ტა პი­სი, 9. კა­ენ ფო­ტუ­ა­ლი­ჰი (კაპ.); 1. სა­კა­რია ტა­უ­ლა­ფო, 2. ტი­ჰი პა­უ­ლო, 3. ჯე­იმს ჯონ­ს­თო­ნი, 4. პი­უ­ლა ფა­ა­სა­ლე­ლე. 5. ტე­ო­ფი­ლო პა­უ­ლო, 6. ოფი­სა ტრე­ვი­რა­ნუ­სი, 7. ჯეკ ლე­მი, 8. ფა­ი­ფი­ლი ლე­ვა­ვე.

სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: 16. უეინ ოლე ავეი, 17. ვი­ლი­ა­მუ აფა­ტია, 18. ენ­თო­ნი პე­რე­ნი­სე, 24. ჯო ტე­კო­რი, 20. ტა­ი­ა­სი­ნა ტუ­ი­ფუა, 21. ჯე­რე­მი სუ­ჰა, 22. სი­ნო­ტი სი­ნო­ტი, 23. კენ პი­სი.

მწვრთნე­ლი: სთი­ვენ ბი­თე­მი

რე­ფე­რი: რო­მენ პუ­ა­ტი (საფ­რან­გე­თი)

კი­დე­ებ­ზე: ენ­დ­რიუ მაკ­მე­ნე­მე­ნი (შოტ­ლან­დია), ვლად იორ­და­ნეს­კუ (რუ­მი­ნე­თი)

P.S. მატ­ჩ­ზე და­სას­წ­რე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მ. მეს­ხის სტა­დი­ო­ნის და „დი­ნა­მო არე­ნას“ სა­ლა­რო­ებ­ში. ბი­ლე­თის ფა­სი კვლავ 1 და 3 ლარს შე­ად­გენს.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი