იცით, ვის მო­ვუ­გეთ?
26 ნოემბერი, 2013
1786
print

ბებერმა კონტინენტმა ეს უქმეები ბურთაობაში გაატარა.

ევროპულ მინდვრებს სამხრეთ ნახევარსფეროდან თუ ჩრდილოეთ ამერიკიდან ზედა ეშელონის სარაგბო გუნდები სტუმრობდნენ, ისეთები, რომლებსაც პირველი დონის გუნდებად თუ ნაკრებებად მოიხსენიებენ. ერთ-ერთი ასეთი - სამოა - საქართველოში ჩამოვიდა. სამოა - პირველად საქართველოში, პირველად პირველი დონის გუნდი საქართველოში და ბორჯღალოსანთა პირველი გამარჯვება (16:15) მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულის გუნდთან.

ერთი სიტყვით, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველოს ნაკრებმა პირველი დონის გუნდი დაამარცხა და IRB რეიტინგში აშშ-ის ნაკრებთან ერთი კვირით ადრე წაგებული მატჩით დაკარგული მეთექვსმეტე ადგილის დაბრუნებით სტატუს კვო აღადგინა.

ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბი­დან სა­მი დღის შემ­დე­გაც ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი უფ­რო ძნე­ლი გა­მოდ­გა, ვიდ­რე ის მო­გე­ბა. ეს არ იყო უბ­რა­ლოდ გა­მარ­ჯ­ვე­ბა. ეს იყო გა­მარ­ჯ­ვე­ბა გუნ­დ­თან, რო­მე­ლიც ხან­და­ხან ბო­ბო­ლებ­საც უგებს. მო­უ­გია, ავ­ს­ტ­რა­ლი­ის­თ­ვის, საფ­რან­გე­თის­თ­ვის, ირ­ლან­დი­ის­თ­ვის, შოტ­ლან­დი­ის­თ­ვის, უელ­სის­თ­ვის, იტა­ლი­ის­თ­ვის, არ­გენ­ტი­ნის­თ­ვის.

ის იყო, „მი­ხე­ილ მეს­ხ­ზე“ მოვ­ლე­ნილ­მა ფრან­გ­მა რე­ფე­რიმ რო­მენ პუ­ა­ტიმ სა­ქარ­თ­ვე­ლო VS სა­მოა და­ას­რუ­ლა, რომ... იცით, რა გუნ­დი და­ვა­მარ­ცხეთ? - ატყ­და ღრი­ა­ლი.

კუნ­ძუ­ლე­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე ერ­თი რამ ვი­ცო­დით: იქ­ნე­ბო­და ნამ­დ­ვი­ლი ომი, რო­მელ­საც, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, სტუმ­რე­ბი მო­ი­გებ­დ­ნენ. გა­მო­გიტყ­დე­ბით და, მეც ასე წარ­მო­მედ­გი­ნა. პა­ტა­რა იმედს, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბა დაგ­ვ­რ­ჩე­ბო­და, სა­ი­დუმ­ლოდ ვი­ნა­ხავ­დი იმის ში­შით, რომ ვინ­მეს აღ­მო­ჩე­ნას­თან მდგა­რი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მეც­ნი­ე­რი­ვით გი­ჟად არ გა­მო­ვეცხა­დე­ბი­ნე.

ახ­ლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა მსოფ­ლიო თას­ზე რომ გვე­ზე­ი­მა. რაგ­ბის სამ­ყა­როს კონ­სერ­ვა­ტო­რი მმარ­თ­ვე­ლე­ბი ალ­ბათ ყუ­რებს არ და­უ­ჯე­რებ­დ­ნენ, სა­კუ­თარ თავს არ გა­მო­უტყ­დე­ბოდ­ნენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო პირ­ვე­ლი დო­ნის გუნ­დებ­თან ჭი­დილს იმ­სა­ხუ­რებს.

მატ­ჩამ­დე ბორ­ჯღა­ლო­სან­თა მწვრთნელ­მა მილ­ტონ ჰე­იგ­მა თქვა, თუ მო­ვი­გეთ, ეს იქ­ნე­ბა კარ­გი გზავ­ნი­ლი მო­მა­ვალ­ში პირ­ვე­ლი დო­ნის გუნ­დებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი­სო. და მო­ვი­გეთ!

სა­ერ­თოდ, და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი­ვი­თაა და ახალს არა­ფერს ვიტყ­ვი, რომ პირ­ვე­ლი დო­ნის, გნე­ბავთ, ზე­და ეშე­ლო­ნის გუნ­დე­ბი მე­ო­რე დო­ნის გუნ­დებს, ფეხ­ბურ­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­გორც წე­სი, უგე­ბენ. ფეხ­ბურ­თ­ში მსოფ­ლიო თუ ევ­რო­პის შე­სარ­ჩევ­ში, ამ­ხა­ნა­გუ­რებ­ში მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში უსა­ხე­ლო გუნ­დებს არა­ერ­თხელ წა­უქ­ცე­ვი­ათ გრან­დი და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. რაგ­ბი­ში კი სენ­სა­ცია სენ­სა­ციაა.

სა­მო­ას­თან თა­მა­ში არ იყო მხო­ლოდ თა­მა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ისე იბ­რ­ძო­და, თით­ქოს ამ მატ­ჩის ბედ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი მსოფ­ლიო თა­სის ფი­ნალ­ში გას­ვ­ლა, სამ­წუ­ხა­რო მათ­თ­ვის, ვინც მა­ნუ-სა­მო­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვერ ნა­ხა, ვერ ნა­ხა მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე 9 სა­ფე­ხუ­რით წინ მდგო­მი სა­მო­ას და­მარ­ცხე­ბა.

მე­ტიც, შა­ბათ-კვი­რას ევ­რო­პულ მინ­დ­ვ­რებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტესტ-მატ­ჩე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო აღ­მოჩ­ნ­და, რო­მელ­მაც სტუ­მა­რი და­ა­მარ­ცხა!

მა­გა­ლი­თე­ბი? - ირ­ლან­დი­ამ შინ ახალ ზე­ლან­დი­ას­თან წა­ა­გო. ახა­ლი ზე­ლან­დია ახა­ლი ზე­ლან­დიაა, მაგ­რამ ირ­ლან­დია ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბო­და, იმ დრა­მა­ტულ შეხ­ვედ­რა­ში „ოლ ბლექ­სი“ რომ წა­ექ­ცია. გა­მარ­ჯ­ვე­ბას­თან ახ­ლოს მყო­ფი ირ­ლან­დია სამ­ხ­რე­თე­ლებ­მა ბო­ლო წამ­ზე გა­ტა­ნი­ლი ლე­ლო­თი და ზუს­ტად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გარ­და­სახ­ვით და­ა­მარ­ცხეს - 24:22.

საფ­რან­გეთს სტუმ­რობ­და სამ­ხ­რეთ აფ­რი­კაც, მაგ­რამ „მამ­ლებს“ „ქურ­ცი­კებ­თან“ „სტად დე ფრან­სეს“ აურა­მაც ვერ უშ­ვე­ლა - ფრან­გე­ბი ბო­ლო 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად და­მარ­ცხ­დ­ნენ სამ­ხ­რე­თე­ლებ­თან - 19:10; იმარ­ჯ­ვა ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­მაც - შოტ­ლან­დი­ას 21:15 მო­უ­გო; მო­ი­გო არ­გენ­ტი­ნა­მაც - იტა­ლი­ას­თან რომ­ში 19:14.

და მა­ინც იყო ერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სიც - უელ­ს­მა ტონ­გა 17:7 და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ უელ­სი გუ­შინ­დ­ლამ­დე რე­ი­ტინ­გ­ში მე-6 იყო, ტონ­გა კი - მე-12 სა­ფე­ხურ­ზე. ასე რომ, აქ რაგ­ბის იმ და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნით ყვე­ლა­ფე­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რად მოხ­და.

ახ­ლა ჩვე­ნებ­ზეც ვთქვათ. უფ­რო სწო­რად, ერ­თა თა­სის ბი­ნად­რებ­ზე, რომ­ლებ­თა­ნაც გა­ი­სად მსოფ­ლიო თა­სის შე­სარ­ჩე­ვი გვე­ლის. მათ შო­რის, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, რუ­მი­ნეთს ვი­ღებთ სა­მიზ­ნე­ში, რო­მელ­მაც ერ­თი კვი­რის წი­ნათ კა­ნა­დას­თან მო­გე­ბი­სა და ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის აშშ-სთან წა­გე­ბის წყა­ლო­ბით ჩვე­ნი მე-16 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, დღეს კი სტა­ტუს კვო აღ­დ­გა - „მუ­ხის ფოთ­ლე­ბი“ ფი­ჯის­თან 7:26 და­მარ­ცხ­და.

აშშ, რო­მელ­მაც მსა­ჯის მი­ერ და­მა­ტე­ბულ წუ­თებ­ზე ჩვე­ნი ბავ­შ­ვუ­რი შეც­დო­მის წყა­ლო­ბით რუს­თავ­ში მოგ­ვი­გო, რუ­სეთს სტუმ­რობ­და, რაც 28:7 გა­მარ­ჯ­ვე­ბით აღ­ნიშ­ნა.

კა­ნა­დამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან და რუ­მი­ნეთ­თან წა­გე­ბის შემ­დეგ პორ­ტუ­გა­ლი­ას 52:8 მო­უ­გო, ხო­ლო იაპო­ნი­ამ ეს­პა­ნეთს - 40:7.

IRB რე­ი­ტინ­გი:

1 (1). ახა­ლი ზე­ლან­დია  93,81

2 (2). სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა 89,34

3 (4). ავ­ს­ტ­რა­ლია  86,09

4 (3). ინ­გ­ლი­სი  85,70

5 (6). უელ­სი 80,98

6 (5). საფ­რან­გე­თი 80,87

7 (7). ირ­ლან­დია  79,33

8 (8). სა­მოა  77,34

9 (9). შოტ­ლან­დია 76,56

10 (10). არ­გენ­ტი­ნა 76,44

11 (13). ფი­ჯი  74,21

12 (12). ტონ­გა 73,21

13 (11). იტა­ლია  73,13

14 (14). იაპო­ნია  72,06

15 (15). კა­ნა­და 70,75

16 (17). სა­ქარ­თ­ვე­ლო 69,07

17 (16). რუ­მი­ნე­თი 67,47

18 (18). აშშ  67,41

19 (19). რუ­სე­თი  61,14

20 (21). ურუგ­ვაი  60,77

21 (20). ეს­პა­ნე­თი 60,62

22 (22). პორ­ტუ­გა­ლია 59,37

23 (23). ნა­მი­ბია 58,79

24 (24). კო­რეა 58,10

25 (25). ბელ­გია  57,52

26 (26). გერ­მა­ნია 56,20

27 (27). ჩი­ლე  55,44

28 (28). მოლ­დო­ვა 55,11

29 (29). ჰონგ კონ­გი  54,56

30 (30). ზიმ­ბაბ­ვე 53,56

...

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი