ქარ­თ­ვე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტუ­რი ეს­პა­ნურ პრი­მე­რა­დი­ვი­ზი­ონ­ში
26 ნოემბერი, 2013
1533
print

ეს­პა­ნე­თის პრი­მე­რა­დი­ვი­ზი­ონ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბი მო­ი­პო­ვეს ქარ­თ­ვე­ლე­ბის გუნ­დებ­მა.

გი­ორ­გი შერ­მა­დინ­მა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ „სა­რა­გო­სას“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად ითა­მა­შეს და თა­ვი­ან­თი გუნ­დის გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს.

„სა­რა­გო­სამ“ „ხუ­ვენ­ტუდს“ უმას­პინ­ძ­ლა და და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში -87:83 და­ა­მარ­ცხა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ არა­გო­ნუ­ლი გუნ­დი 16 ქუ­ლით იგებ­და, მაგ­რამ სტუმ­რებ­მა მე­სა­მე პე­რი­ოდ­ში 22:9 იმარ­ჯ­ვეს და თა­მაშს ინ­ტ­რი­გა და­უბ­რუ­ნეს. გა­დამ­წყ­ვეტ­მა მე­ოთხედ­მა შე­უ­პო­ვარ ბრძო­ლა­ში ჩა­ი­ა­რა. სა­ბო­ლო­ოდ სა­რა­გო­სე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს.

არა­გო­ნელ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო იყო ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე, რო­მელ­საც ამის­თ­ვის მხო­ლოდ 19 წუ­თი დას­ჭირ­და. სა­ნი­კი­ძე სას­ტარ­ტო ხუ­თულ­ში არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მო­ე­დან­ზე გა­სულ­მა სა­რა­გო­სე­ლებს უდი­დე­სი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია - 16 ქუ­ლა, 6 მოხ­ს­ნა და 2 პა­სი და­აგ­რო­ვა. ვიქ­ტორ­მა 6-დან 4 ორ­ქუ­ლი­ა­ნი, 6-დან 5 სა­ჯა­რი­მო და 2-დან 1 სამ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო.

სას­ტ­რ­ტო­ში იყო, თუმ­ცა, სა­ნი­კი­ძეს მსგავ­სად, 19 წუ­თი ითა­მა­შა გი­ორ­გი შერ­მა­დინ­მა. ქარ­თ­ველ­მა ცენ­ტ­რ­მა 7-დან 5 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 4-დან 2 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, 12 ქუ­ლა მო­აგ­რო­ვა და, ამას­თან ერ­თად, 4 მოხ­ს­ნა, 1 ჩაჭ­რა და 1 და­ფა­რე­ბა მი­ით­ვა­ლა. მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით შერ­მა­დი­ნი „სა­რა­გო­სა­ში“ მე­სა­მე იყო ჯო­ნა­თან ტა­ბუს შემ­დეგ, სა­უ­კეთ­სო კი, რო­გორც ვთქვით, სა­ნი­კი­ძე გახ­და.

ზე­დი­ზედ მე­ოთხე გა­მარ­ჯ­ვე­ბა მი­ით­ვა­ლა ბე­ქა ბურ­ჯა­ნა­ძის „კა­ხა­სოლ­მა“. სე­ვი­ლი­ე­ლე­ბი „გრან კა­ნა­რი­ას“ ეს­ტუმ­რ­ნენ და მე­ტო­ქეს, რო­მელ­საც აქამ­დე მხო­ლოდ ერ­თი წა­გე­ბა ჰქონ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლი მარ­ცხი აგე­მეს - 68:58.

ქარ­თ­ველ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა მო­ე­დან­ზე 07:43 წუ­თი გა­ა­ტა­რა და გუნდს 2 ქუ­ლა და 1 მოხ­ს­ნა შეს­ძი­ნა. ბურ­ჯა­ნა­ძემ 2-დან 1 ორ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო და 2 სამ­ქუ­ლი­ა­ნი ააცი­ლა, მის წი­ნა­აღ­მ­დეგ კი ერ­თხელ და­ჯა­რიმ­დ­ნენ.

ორი­ვე „ქარ­თულ გუნდს“ 4 მო­გე­ბა და 3 მარ­ცხი აქვს - „სა­რა­გო­სა“ მე-5 ად­გილ­ზეა, „კა­ხა­სო­ლი“ - მე-6-ზე. მე-8 ტურ­ში, 30 ნო­ემ­ბერს, „კა­ხა­სო­ლი“ მად­რი­დის „რე­ალს“ უმას­პინ­ძ­ლებს, ხო­ლო „სა­რა­გო­სა“ 1 დე­კემ­ბერს მე­ო­რე ეს­პა­ნურ გრანდს - „ბარ­სე­ლო­ნას“ ეს­ტუმ­რე­ბა.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი