დროა სა­ქარ­თ­ვე­ლო უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნის ტურ­ნირ­ში ჩავ­რ­თოთ
27 ნოემბერი, 2013
1673
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი ერ­თა თა­სის­თ­ვის გა­და­ი­ზარ­და

სამოასთან მოგებული მატჩი ერთგვარი ტესტი იყო მსოფლიო რაგბის მმართველთათვისაც, რომლებსაც უნდა გადაეხედათ თავიანთი დამოკიდებულებისთვის მეორე დონის ქვეყნის მიმართ, რომელიც ზედა ეშელონის გუნდებთან მეტ თამაშს იმსახურებს. სამოასთან მოგება შესაძლოა მართლაც სასიკეთოდ წაგვადგეს. ყოველ შემთხვევაში, რაგბის საერთაშორისო საბჭოში ამაზე უკვე ფიქრობენ, რასაც ადასტურებს საქართველო VS სამოაზე დუბლინიდან საგანგებოდ ჩამოსული რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელის მარკ იგანის ვიზიტი.

«რაგ­ბის ქარ­თ­ველ გულ­შე­მატ­კი­ვარს ვუ­ლო­ცავ ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას. მთა­ვა­რი ის არის, რომ ეს წარ­მა­ტე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი იყო. ეს იყო სწო­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამით მსოფ­ლი­ოს ვაჩ­ვე­ნეთ, რომ თუ სწო­რად აირ­ჩევ პრი­ო­რი­ტე­ტებს, თუ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ივ­ლი, მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია.

პი­რა­დად მე, რო­გორც ერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე­ო­რე დო­ნის სა­რაგ­ბო ქვეყ­ნებს ვკუ­რი­რებ, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. სტა­დი­ონ­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ატ­მოს­ფე­რო იყო. ინ­ვეს­ტი­ცი­ამ, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი რაგ­ბის­თ­ვის გა­ვი­ღეთ, გა­ა­მარ­თ­ლა.

დი­დი სა­რაგ­ბო დღე იყო. მო­ე­დან­ზე ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი გუნ­დი თა­მა­შობ­და და უფ­რო ძლი­ერ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მსოფ­ლი­ო­ში?

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბას უკ­ვე მოჰ­ყ­ვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. „ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა“ ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნეს. სა­მო­ას ნაკ­რებ­მა ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უელ­სის, შოტ­ლან­დი­ი­სა და იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბე­ბი და­ა­მარ­ცხა. ესე იგი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ გუნდს აქვს სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი პრე­ტენ­ზია, რომ უფ­რო მა­ღალ დო­ნე­ზე ითა­მა­შოს.

რაც ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა, ახ­ლა­ხან რი­ჩი დიქ­სონ­მა მითხ­რა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში იყ­ვ­ნენ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან გად­მო­სუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი. იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც შინ, ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში ას­პა­რე­ზო­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის შე­დე­გია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­ი­ზარ­და. ყვე­ლა საკ­ვან­ძო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

- რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს ქარ­თულ რაგ­ბის­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ჩვენ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ქარ­თულ რაგ­ბი­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბას. მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა კლუ­ბებს. ვეც­დე­ბით, ქარ­თუ­ლი გუნ­დე­ბი რო­მე­ლი­მე მა­ღა­ლი დო­ნის ტურ­ნირ­ში ჩავ­რ­თოთ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ძლი­ე­რი კლუ­ბე­ბის გა­რე­შე ძნე­ლი იქ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა.

რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭო სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირს ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რად­გან თქვე­ნი ნაკ­რე­ბი არ თა­მა­შობს ექ­ვ­სი ერის გა­თა­მა­შე­ბა­ში, რო­მე­ლიც კო­მერ­ცი­უ­ლი ტურ­ნი­რია. ვფიქ­რობ, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მთავ­რო­ბი­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან დახ­მა­რე­ბა­საც. სა­მო­ას­თან მატჩს, სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად, სხვა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბიც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. იმე­დი მაქვს, მათ და­ი­ნა­ხეს, რო­გორ უყ­ვართ და შე­უძ­ლი­ათ ქარ­თ­ვე­ლებს, რაგ­ბი მა­ღალ დო­ნე­ზე ითა­მა­შონ. ამის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო.

ინ­ვეს­ტი­ცია ონ­კა­ნი არ არის, რომ ხან და­კე­ტო, ხან მო­უშ­ვა. ის სულ ღია უნ­და იყოს და და­ფი­ნან­სე­ბა უწყ­ვე­ტად მო­ე­დი­ნე­ბო­დეს. იმე­დი მაქვს, ასეც იქ­ნე­ბა.

- ხომ არ არის ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის გუნ­დე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მე­ტო­ქე­ე­ბი მო­მა­ვა­ლი წლის ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებ­ზე?

- ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებს ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, წლე­ვან­დელ­მა მატ­ჩებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა. მო­რაგ­ბე­ებ­მა ბევ­რი რამ ის­წავ­ლეს. რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭო ელო­დე­ბა წყნა­რი ოკე­ა­ნის ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბის შე­დე­გებს. ვნა­ხავთ, რო­გორ სა­ხეს მი­ი­ღებს რე­ი­ტინ­გი და ამის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვეტთ, ვის­თან ვა­თა­მა­შოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი.

სა­მო­ას­თან მატ­ჩ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ დროა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნის ტურ­ნირ­ში ჩავ­რ­თოთ, ვიდ­რე ევ­რო­პის ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბაა. ვფიქ­რობ, თქვე­ნი ნაკ­რე­ბი უკ­ვე გა­და­ი­ზარ­და ამ შე­ჯიბ­რე­ბის­თ­ვის. ამას­თან, უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნის გუნ­დებ­თან თა­მა­ში სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

მთა­ვა­რია, ქარ­თულ­მა რაგ­ბიმ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხიბ­ლი, თავ­და­უ­ზო­გა­ვი, ჟი­ნი­ა­ნი თა­მა­შის სტი­ლი. ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი მთელ სულ­სა და გულს დე­ბენ თა­მაშ­ში. ეს კი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი