ფა­ჩუ­ლი­ას გუნ­დი უკან იხევს
28 ნოემბერი, 2013
1539
print

„მი­ლუ­ო­კი ბაქ­ს­მა“, რომ­ლის ღირ­სე­ბას ზა­ზა ფა­ჩუ­ლია იცავს, ამე­რი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­კა­ლათ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ზე­დი­ზედ მე-9 მატ­ჩი წა­ა­გო.

„ირ­მე­ბი“ დეტ­რო­იტ­ში „პის­ტონსს“ შეხ­ვ­დ­ნენ და 19 ქუ­ლით და­მარ­ცხ­დ­ნენ -94:113.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, სას­ტარ­ტო ხუ­თე­ულ­ში ითა­მა­შა ქარ­თ­ველ­მა ცენ­ტ­რ­მა, რო­მელ­მაც მო­ე­დან­ზე სულ 17:25 წუ­თი გა­ა­ტა­რა. ფა­ჩუ­ლი­ამ 8 ქუ­ლა, 1 მოხ­ს­ნა, 2 პა­სი და 1 ჩაჭ­რა მო­აგ­რო­ვა, ბურ­თი კი ერ­თხელ და­კარ­გა. ზა­ზამ 3-დან 2 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 4-დან 4 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო.

მი­ლუ­ო­კელ­თა შო­რის 15 ქუ­ლით სა­უ­კე­თე­სო იყო ჯონ ჰენ­სო­ნი, 14-14 ქუ­ლა კი კრის მიდ­ლ­ტო­ნი­სა და გა­რი ნი­ლის ან­გა­რიშ­ზეა. რაც შე­ე­ხე­ბა დეტ­რო­ი­ტე­ლებს, 7 მო­თა­მა­შე 10-ქუ­ლი­ან ზღვარს გა­დას­ც­და, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტი - 17 ქუ­ლა, როდ­ნი სტაკ­მა და­აგ­რო­ვა.

„მი­ლუ­ო­კის“ 2 მო­გე­ბა და 11 მარ­ცხი აქვს, რაც აღ­მო­სავ­ლეთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში ბო­ლო ად­გი­ლის ტოლ­ფა­სია. ფა­ჩუ­ლი­ას გუნ­დი მომ­დევ­ნო მატჩს 27 ნო­ემ­ბერს ში­ნა­ურ არე­ნა­ზე „ვა­შინ­გ­ტონ­თან“ გა­მარ­თავს.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი