ფა­ჩუ­ლი­ას „მი­ლუ­ო­კი“ ფსკერ­ზე და­ეშ­ვა
29 ნოემბერი, 2013
1532
print

ფა­ჩუ­ლი­ას გუნ­დ­მა მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში მე­ო­რე ოვერ­ტა­იმ­ში ითა­მა­შა და აქაც წა­ა­გო. აღ­მო­სავ­ლეთ კონ­ფე­რენ­ცი­ის აუტ­სა­ი­დერ­მა „მი­ლუ­ო­კი ბაქ­ს­მა“ ში­ნა­ურ კედ­ლებ­ში „ვა­შინ­გ­ტონ უიზარდს“ უმას­პინ­ძ­ლა და 92:100 წა­ა­გო.

მატ­ჩის ძი­რი­თა­დი დრო ფრედ - 87:87 დას­რულ­და. და­მა­ტე­ბით დრო­ში სტუმ­რებ­მა იძა­ლეს და „მი­ლუ­ო­კიმ“ ზე­დი­ზედ მე­ა­თე მარ­ცხი გა­ნი­ცა­და. ფა­ჩუ­ლი­ამ სას­ტარ­ტო ხუ­თე­ულ­ში 36:13 წუ­თი ითა­მა­შა. ქარ­თ­ველ­მა ცენ­ტ­რ­მა 2-დან 1 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 2-დან 1 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი იყო ფა­რი­დან ბურ­თე­ბის მოხ­ს­ნა­ში - მატ­ჩის მო­ნა­წი­ლე­თა­გან ყვე­ლა­ზე მე­ტი - 10 მოხ­ს­ნა მი­ით­ვა­ლა. ზა­ზამ 2 პა­სი და 1 ჩაჭ­რაც მო­აგ­რო­ვა, ბურ­თი კი 3-ჯერ და­კარ­გა. ვა­შინ­გ­ტო­ნელ­თ­გან სა­უ­კე­თე­სო იყო პო­ლო­ნე­ლი მარ­ცინ გორ­ტა­ტი, რო­მელ­მაც 40:39 წუთ­ში 12-დან 11 ორ­ქუ­ლი­ა­ნი გა­მო­ი­ყე­ნა და 25 ქუ­ლას და 8 მოხ­ს­ნას გა­მორ­ჩა.

«ბაქ­ს­მა» ზე­დი­ზედ მე­ა­თე მარ­ცხი გა­ნი­ცა­და, რაც გუნ­დის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სე­რიაა 1996 წლის მარ­ტის შემ­დეგ. მა­შინ მი­ლუ­ო­კე­ლე­ბი ზე­დი­ზედ 15-ჯერ და­მარ­ცხ­დ­ნენ.

„მი­ლუ­ო­კი“ აღ­მო­სავ­ლეთ კონ­ფე­რენ­ცი­ის ფსკერ­ზეა და დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა მო­უ­წევს, რომ აუტ­სა­ი­დე­რო­ბას თა­ვი და­აღ­წი­ოს. მო­რი­გი მატ­ჩი მი­ლუ­ო­კე­ლებს შარ­ლოტ­ში, 29 ნო­ემ­ბერს, «ბობ­ქეთ­ს­თან» ელით.

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი დღე ჰქონ­და თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას «ბრუკ­ლინ ნეთ­ს­საც», რო­მელ­მაც ლოს ან­ჯე­ლე­სის «ლე­ი­კერსს» უმას­პინ­ძ­ლა და 94:99 წა­ა­გო. ქარ­თ­ველ ფორ­ვარდს არ უთა­მა­შია, სა­მა­გი­ე­როდ იყო­ჩა­ღა «ნეთ­სის» ბოს­ნი­ელ­მა ლე­გი­ო­ნერ­მა მირ­ზა ტე­ლე­ტო­ვიჩ­მა, რო­მელ­მაც 7-დან 4 სამ­ქუ­ლი­ა­ნი გა­მო­ი­ყე­ნა და 20:58 წუთ­ში 17 ქუ­ლა მი­ით­ვა­ლა. მის გარ­და, თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნეს ჯო ჯონ­სონ­მა (18), ენ­დ­რიუ ბლატ­ჩ­მა (14) და ალან ან­დერ­სონ­მა (14).

«ბრუკ­ლი­ნი» 4 მო­გე­ბით და 11 მარ­ცხით ატ­ლან­ტი­კის დი­ვი­ზი­ონ­ში მე-4 სა­ფე­ხურ­ზეა, აღ­მო­სავ­ლეთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში კი მე-13 ად­გი­ლი უკა­ვია. «ნეთ­სი» მომ­დევ­ნო მატჩს 29 ნო­ემ­ბერს «ჰი­უს­ტონ რო­კეტ­ს­თან» სტუმ­რად ჩა­ა­ტა­რებს.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი