ძი­უ­დო­ის­ტებ­მა ცუ­კუ­ბას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ექ­ს­ტერ­ნად „ჩა­ა­ბა­რეს“
30 ნოემბერი, 2013
1936
print

ის იყო, უცხოეთში მყოფი სპორტსმენების ხელმრუდობის ფაქტები დავიწყებას მიეცა, რომ ახალი ამბავი შევიტყვეთ - თურმე პროფილი შეგვიცვლია და უკვე უდისციპლინობით ვიპყრობთ ყურადღებას.

თანაც სად? - იაპონიაში, სადაც წესიერება აღმატებულ ხარისხშია და სადაც ვერაფრით ვერ გაიგებენ შენს ხმამაღალ საუბარს, თავნებობას. სამწუხაროდ, საქმე სწორედ ასეა. იაპონიაში, სადაც საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებები ორკვირიან შეკრებას გადიოდნენ, მათ, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყანა დაატოვებინეს.

11 ნო­ემ­ბერს ჭა­ბუკ­თა და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი გუნ­დე­ბი ფე­დე­რა­ცი­ამ იაპო­ნი­ა­ში გა­უშ­ვა ორ­კ­ვი­რი­ან შეკ­რე­ბა­ზე. გეგ­მის მი­ხედ­ვით, ორი­ვე ასა­კობ­რივ ნაკ­რებს ცუ­კუ­ბას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნ­და ევარ­ჯი­შა, მე­რე კი კო­დო­კან­ში იაპო­ნელ­თა ახალ­გაზ­რ­დულ გუნ­დ­თან გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა ვარ­ჯი­ში. მაგ­რამ საქ­მე ცუ­კუ­ბა­ში­ვე გა­ი­ფუ­ჭეს.

ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, გია გუ­გა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ცუ­კუ­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და მე­რე უკ­ვე ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ში­ნა­გა­ნა­წეს­ში გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა და მი­სი დარ­ღ­ვე­ვა. ში­ნა­გა­ნა­წე­სი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სი­ჩუ­მის დაც­ვას, ფეხ­შიშ­ველ სი­ა­რულს... ამ პუნ­ქ­ტე­ბის დარ­ღ­ვე­ვამ მას­პინ­ძელ­თა გაბ­რა­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რის გარ­და, მუ­სი­კაც ხმა­მაღ­ლა ჰქონ­დათ ჩარ­თუ­ლიო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის­თ­ვის რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც მი­უ­მარ­თავთ - ვე­ლო­სი­პე­დით მოძ­რა­ო­ბის წე­სებს არ­ღ­ვევ­დ­ნე­ნო.

ერ­თი სიტყ­ვით, ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც აქ ბევ­რი ჩვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა იქ­ცე­ო­დეს და ამა­ში, შე­საძ­ლოა, სა­გან­გა­შო არა­ფე­რი დაგ­ვე­ნა­ხა, მაგ­რამ, რო­დე­საც ქვეყ­ნი­დან... პირ­და­პირ ვთქვათ, გა­ძე­ვე­ბენ, შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ იმა­ზე ცუ­დად იქ­ცე­ოდ­ნენ, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ.

ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, ვიხ­მა­უ­რეთ, ვე­ლო­სი­პე­დით და­ვარ­ღ­ვი­ეთ მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, მაგ­რამ არის კი­დევ ერ­თი და ამ ერთს ცეცხ­ლ­მაქრ ბა­ლონ­თან (!) მივ­ყა­ვართ. ირ­კ­ვე­ვა, რომ ნაკ­რე­ბის ერთ-ერთ ტი­ტუ­ლო­ვან წევრს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­ტუმ­რო­ში თუ სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში უნებ­ლი­ეთ ცეცხ­ლ­მაქ­რი ბა­ლო­ნი აუმოქ­მე­დე­ბია. გია გუ­გა­ვას თქმით, ეს ბა­ლო­ნე­ბი დე­რე­ფან­ში სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლად იდო, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ძი­უ­დო­ისტს გა­და­უ­ად­გი­ლე­ბია, ამ დროს ბა­ლო­ნი ამოქ­მე­დე­ბუ­ლა და...

მას­პინ­ძ­ლებ­საც ბევ­რი არ უფიქ­რი­ათ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბე­ბის­თ­ვის კა­რის­კენ მი­უ­თი­თე­ბი­ათ. გუ­გა­ვას თქმით, მწვრთნე­ლებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის ასე­თი მკაც­რი გა­ნა­წე­სის შე­სა­ხებ.

მომ­ხ­დარს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა: „ახალ­გაზ­რ­და ძი­უ­დო­ის­ტებ­მა დის­ციპ­ლი­ნა და­არ­ღ­ვი­ეს. ჩვენ თა­ვი­დან­ვე მი­ვი­ღეთ ზო­მე­ბი და იაპო­ნი­ა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან ერ­თად ჩა­ვერ­თეთ ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცია იმ­ს­ჯე­ლებს ფაქ­ტის შე­სა­ხებ, ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მას­კო­მი და სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს და და­ად­გენს დე­ტა­ლებს, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლად რა მოხ­და ტო­კი­ო­ში. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან.“

ბუ­ნებ­რი­ვია, მომ­ხ­დარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­აც მუ­შა­ობს. ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის თქმით, შე­იქ­მ­ნა კო­მი­სია, რო­მე­ლიც საქ­მე­ში გა­ერ­კ­ვე­ვა, მომ­ხ­დარს გა­მო­იკ­ვ­ლევს და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი კვი­რის და­საწყის­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ­დე კი იაპო­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის, მა­მუ­კა ყი­ზი­ლაშ­ვი­ლის „მსოფ­ლიო სპორ­ტ­თან“ ინ­ტერ­ვი­უს ფრაგ­მენ­ტი მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ბო­ლო წლებ­ში იაპო­ნი­ა­ში არა­ერ­თხელ გა­ი­ა­რა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი შეკ­რე­ბა, მაგ­რამ ამ სა­ხის პრობ­ლე­მა ერ­თხე­ლაც არ ჰქო­ნია. ახალ­გაზ­რ­დე­ბი და ჭა­ბუ­კე­ბი კი ამ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად ჩა­ვიყ­ვა­ნეთ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თ­ვი­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნო­ბი იყო. გუნ­დის წევ­რე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, არა­ფე­რი დაგ­ვი­შა­ვე­ბიაო...

შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს, სხვა­გან გა­და­გიყ­ვან­თო. კო­დო­კა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს, რაც ნიშ­ნავ­და, რომ ად­გი­ლობ­რივ ნაკ­რე­ბებ­თან ერ­თად ვარ­ჯიშ­ზე უარი უნ­და გვეთ­ქ­ვა. მარ­ტო ვარ­ჯიშს შეკ­რე­ბის ორი დღით ად­რე დას­რუ­ლე­ბა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნეთ. დღეს კი შე­ვიტყ­ვეთ, რომ ასე­თი­ვე პრობ­ლე­მა იაპო­ნი­ა­ში შეკ­რე­ბა­ზე მყოფ საფ­რან­გე­თის ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­საც შეჰ­ქ­მ­ნია.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნა­ად­რე­ვად დაბ­რუ­ნე­ბის გა­მო ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის ლი­დე­რებ­მა ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა (90 კგ.) და გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­მა (100 კგ.), რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი შეკ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტო­კი­ო­ში მყოფ ეროვ­ნულ ნაკ­რებს უნ­და შე­ერ­თე­ბოდ­ნენ, ხე­ლახ­ლა ვი­ზის აღე­ბა ვერ შეძ­ლეს და უფ­რო­სებ­თან შეკ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩ­ნენ.

საქ­მე ის არის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბი (უფ­როს­თა) ტო­კი­ო­შია, სა­დაც ძი­გო­რო კა­ნოს ტრა­დი­ცი­ულ მე­მო­რი­ალ­ში ას­პა­რე­ზობს, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის მე­რე ერ­თობ­ლივ სა­ნაკ­რე­ბო წვრთნებ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა. მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ირაკ­ლი უზ­ნა­ძემ იაპო­ნი­ა­ში ნაკ­რე­ბის ყვე­ლა მთა­ვა­რი კან­დი­და­ტი წა­იყ­ვა­ნა. გა­ფარ­თო­ე­ბულ სი­ას კი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი უნ­და და­მა­ტე­ბოდ­ნენ.

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა