პრო­ექ­ტი „იზ­რუ­ნე მო­მა­ვალ­ზე“ მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვას აგ­რ­ძე­ლებს
30 ნოემბერი, 2013
2624
print

კომ­პა­ნია „ნა­ტახ­ტა­რი“ აგ­რ­ძე­ლებს მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ მო­ზარ­დებ­ზე მი­მარ­თულ პრო­ექტს „იზ­რუ­ნე მო­მა­ვალ­ზე“, რო­მე­ლიც ასო­ცი­ა­ცია „ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მხარ­და­ჭე­რი­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვითხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კომ­პა­ნია „ნა­ტახ­ტარ­მა“ 2011 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ა­ფუძ­ნა „ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რი“ და და­იწყო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ტახ­ტა­რის ლი­მო­ნა­თის თი­თო­ე­უ­ლი გა­ყი­დუ­ლი ბოთ­ლი­დან ფონ­დ­ში ირიცხე­ბა 1, 3 და 5 თეთ­რი.

ფონ­დის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ობოლ და მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ აღ­საზ­რ­დე­ლებ­ზე ზრუნ­ვა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ხელ­შეწყო­ბა, მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბის გას­ვ­ლის შემ­დეგ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­მუ­შაო უნა­რე­ბის მი­ცე­მა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სახ­ლე­ბი­სა და დიდ ინ­ს­ტუ­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ობო­ლი და მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის 150 აღ­საზ­რ­დელ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა მზრუნ­ვე­ლო­ბა მოკ­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის ბა­ზა. ფსი­ქო­ლო­გე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა 15-18 წლის 216 მო­ზარ­დი, რომ­ლებ­ზეც გა­და­ნა­წილ­და ფონ­დის თან­ხის უდი­დე­სი ნა­წი­ლი. ფსი­ქო­ლო­გე­ბის დახ­მა­ტე­ბით თი­თო­ე­უ­ლი მო­ზარ­დის­თ­ვის გა­ნი­საზღ­ვ­რა ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მის­თ­ვის იყო სა­ინ­ტე­რე­სო.

თავ­და­პირ­ვე­ლად, პრო­ექ­ტი 16-18 წლის მო­ზარ­დებ­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი, 2013 წლი­დან კი 15 წლის მო­ზარ­დე­ბიც ჩა­ერ­თ­ვ­ნენ. ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან ერ­თად გა­ფარ­თოვ­და ფსი­ქო­ლო­გე­ბის გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბაც, რა­მაც პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს მის­ცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა მი­ე­ღოთ. სადღე­ი­სოდ, 224 მო­ზარდს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით 10 ფსი­ქო­ლო­გი ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სას­ტურ­მო „რე­დი­სონ­ში“ კომ­პა­ნია „ნა­ტახ­ტა­რის“ მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი თორ­ნი­კე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, ასო­ცი­ა­ცია „ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ დი­რექ­ტო­რი ლე­ლა მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მა­ნა­ნა ომა­რაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვ­დ­ნენ, სა­დაც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­ში გა­აც­ვ­ნეს. ამას­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თან­ხის შეგ­რო­ვე­ბის მე­სა­მე ეტა­პის დაწყე­ბა ამ­ც­ნეს.

თორ­ნი­კე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი:

- 25 ნო­ემ­ბ­რი­დან 25 თე­ბერ­ვ­ლამ­დე იქ­ყე­ბა „ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რის“ მე­სა­მე ეტა­პი. სი­ახ­ლე მხო­ლოდ ის არის, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკ­ვე ქი­ლის ლი­მო­ნა­თიც მი­ი­ღებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­ლო­დე­ბით უპ­რე­ცენ­დე­ტოდ დი­დი თან­ხის შე­მოს­ვ­ლას. საც­ნო­ბი ნი­შა­ნი იგი­ვე რჩე­ბა - თავ­სა­ხურ­ზე ამოტ­ვიფ­რუ­ლია ფონ­დის ლო­გო.

ამის გარ­და, ფონ­დის პრინ­ცი­პია გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა და მი­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბა.

ლე­ლა მე­რა­ბიშ­ვი­ლი:

- წლე­ვან­დე­ლი წე­ლი რომ შე­ვა­ფა­სოთ, უკა­ნას­კ­ნე­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­დე­გებს მი­ვაღ­წი­ეთ. სუ­რა­თი უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნო რომ იყოს, მხო­ლოდ რა­ო­დე­ნობ­რივ შე­დე­გებ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით. სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო საგ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბა 34-მა აღ­საზ­რ­დელ­მა გა­ი­ა­რა. კო­ლე­ჯებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბა კი 52-მა მო­ზარ­დ­მა შეძ­ლო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სტა­ჟი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც 6-მა აღ­საზ­რ­დელ­მა გა­ი­ა­რა, ამას­თან - და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვით. სპორ­ტულ სექ­ცი­ებ­ში ჩარ­თ­ვა 5 ბავშვს და­ვუ­ფი­ნან­სეთ, ხო­ლო მარ­თ­ვის მოწ­მო­ბის აღე­ბა 8 აღ­საზ­რ­დელს. 15 ბავ­შ­ვის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­სამ­ტ­კი­ცებ­ლად შე­ვი­ძი­ნეთ სას­წავ­ლო წიგ­ნე­ბი და სა­მუ­შაო იარა­ღე­ბი. ხო­ლო მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ვიდ­ნენ მცი­რე სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­დან და არ გა­აჩ­ნი­ათ თა­ნად­გო­მის ქსე­ლი, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში იღე­ბენ შემ­დეგ მომ­სა­ხუ­რე­ბას: ბი­ნის ქი­რა, კვე­ბა, ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა, ხე­ლო­ბის შეს­წავ­ლა. სადღე­ი­სოდ, ასე­თი 6 მო­ზარ­დია.

2013 წლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა 3-მა მო­ზარ­დ­მა და სტუ­დენ­ტი გახ­და. მათ სა­ხელ­მ­წი­ფო უფი­ნან­სებს სწავ­ლის გა­და­სა­ხადს, ხო­ლო სხვა­ო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ფონ­დი აფი­ნა­ნებს სა­ფა­სურს. თან­ხას ამ­ჟა­მად ერთ სტუ­დენტს ვუ­მა­ტებთ.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მიზ­ნობ­რი­ვად და ეტა­პობ­რი­ვად. თი­თო­ე­უ­ლი აღ­საზ­რ­დე­ლის ინ­ტე­რე­სი და ინი­ცი­ა­ტი­ვა ჩვე­ნი და­საყ­რ­დე­ნი და ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია. შე­მო­სუ­ლი თან­ხის 10 პრო­ცენ­ტი მი­დის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სამ­სა­ხურ­ზე, დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხა კი ფსი­ქო­ლო­გი­ურ და მო­ზარ­დე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე.

მა­ნა­ნა ომა­რაშ­ვი­ლი:

- ფონ­დ­ში თან­ხა შეზღუ­დუ­ლია და თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვა, ამას სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო გა­ნი­ხი­ლავს. ძრი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცია, პროფ­კონ­სულ­ტი­რე­ბა, პრე­ვენ­ცია, ინ­ტერ­ვენ­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა და დრო­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სწავ­ლე­ბა.

თუ 2012 წელს და­ი­ხუ­რა 10 ქე­ი­სი, 2013 წელს მის­მა რიცხ­ვ­მა 26 შე­ად­გი­ნა. აქე­დან 15 და­საქ­მ­და, ზო­გი მიმ­ღებ ოჯახ­ში მი­ვი­და, ზო­გიც ბო­ი­ლო­გი­ურ მშობ­ლებს და­უბ­რუნ­და, რამ­დე­ნი­მე გათხოვ­და.

გვაქვს 6 წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქე­ი­სიც. აქე­დან 5-ის ბე­დი უც­ნო­ბია, ერ­თ­ზე კი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მეა აღ­ძ­რუ­ლი, ფონ­დი ამ შემ­თხ­ვე­ვას აკ­ვირ­დე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩა­ვერ­თ­ვე­ბით.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი კუთხით კი 13 მუ­შა­ობს, სტუ­დენ­ტი კი 5 მო­ზარ­დია, რო­მელ­თა­გან სამ­მა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ა­ბა­რა. მათ­თ­ვის კომ­პა­ნია „ნა­ტახ­ტა­რი“ მხარ­დამ­ჭე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და დი­დი იმე­დია.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014