ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილმა სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა და­ტო­ვა
03 დეკემბერი, 2013
1920
print

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ში 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა.

2011 წლის 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა (სსსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქ­ტე­ბი) ედე­ბა ბრა­ლად.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თ­ლომ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს, აღ­კ­ვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თ­ლე ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძემ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნის შეწყ­ვე­ტის შე­სა­ხებ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის მო­ტი­ვია ის, რომ მე­რა­ბიშ­ვილს 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­ში არა­კა­ნო­ნი­ე­რი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია.

ად­ვო­კატ გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბა არ იკ­ვე­თე­ბა, რად­გან არ არ­სე­ბობს იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ვინ­მეს ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის და­ვა­ლე­ბა მის­ცა. ად­ვო­კა­ტის თქმით, 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას ზო­გი­ერ­თ­მა სა­მარ­თალ­დამ­ც­ველ­მა ძა­ლას გა­და­ა­მე­ტა, თუმ­ცა მე­რა­ბიშ­ვილს ეს ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია.

სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვი­ლის კი­დევ ერ­თ­მა ად­ვო­კატ­მა ოთო კა­ხი­ძემ გა­ნაცხა­და, რომ შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი­სა და ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის­თ­ვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვ­ლოა, რაც ექ­ს­პერ­ტი­ზის დას­კ­ვ­ნით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

კერ­ძოდ, ად­ვო­კა­ტის თქმით, არ­სე­ბობს დას­კ­ვ­ნა, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მია, რომ აქ­ცი­ის დაშ­ლის ბრძა­ნე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი იყო. ოთო კა­ხი­ძე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ თუ­კი სა­სა­მარ­თ­ლო­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მა­მარ­თ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა.

გუ­შინ­დე­ლი სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა. მე­რა­ბიშ­ვი­ლის ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას წინ უძღო­და მი­სი მო­წო­დე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის მი­მართ. ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა პრო­კუ­რო­რებს მო­უ­წო­და, რომ 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს გარ­დაც­ვ­ლი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ვლა­დი­მერ მა­სუ­რაშ­ვი­ლის სა­ხელს ნუ ამო­ე­ფა­რე­ბი­ან, მის სა­ხელს ნუ ახ­სე­ნე­ბენ.

ამ მო­წო­დე­ბას დარ­ბაზ­ში მსხდო­მი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან ტა­ში მოყ­ვა. მო­სა­მარ­თ­ლემ ოვა­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტორს დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ამის შემ­დეგ თქვა, რომ თუ­კი გარ­დაც­ვ­ლი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის სა­ხე­ლის და­სა­ცა­ვად დარ­ბაზ­ში მყო­ფებს პრო­ცესს ატო­ვე­ბი­ნე­ბენ, მა­შინ პრო­ცესს თვი­თო­ნაც ტო­ვებს. ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა, სა­ბად­რა­გო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, დარ­ბა­ზი და­ტო­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ პრო­ცეს­ზე შეს­ვე­ნე­ბა გა­მოცხად­და. პრო­ცე­სის და­ტო­ვე­ბამ­დე კი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა მცი­რე გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი კმა­ყო­ფი­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ იმით, რაც დღეს ხდე­ბა.

„ბურ­ჯა­ნა­ძე პუ­ტინს ხვდე­ბო­და და გეგ­მავ­და, რო­გორ შე­ე­შა­ლათ ხე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის­თ­ვის. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ, რაც დღეს ხდე­ბა. პუ­ტი­ნი ზედ­მე­ტად კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა. მე­ცო­დე­ბი­ან პრო­კუ­რო­რე­ბი და მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი, მაგ­რამ ასე­თია ცხოვ­რე­ბა, ამ პრო­ცესს მი­ვიჩ­ნევ არა მარ­ტო ჩემ, არა­მედ ჩე­მი მე­გობ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თულ პრო­ცე­სად. მათ ეყო­ფათ ძა­ლა და გა­უძ­ლე­ბენ. მე­ცო­დე­ბი­ან პრო­კუ­რო­რე­ბი და მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ტრა­გი­კო­მე­დი­ის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ,“ - გა­ნაცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

სხდო­მის და­ტო­ვე­ბამ­დე ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა 26 მა­ი­სის საქ­მის ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გან­ხილ­ვა­ზე უარი გა­ნაცხა­და.

„არ მინ­და. და­მა­ტე­ბით 12, 8 თუ 7 ადა­მი­ა­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რის უხე­ში ზე­წო­ლის ქვეშ მო­ექ­ცეს. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია და არ მინ­და, ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის პრო­ცეს­ში ჩემ­თ­ვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩავ­რ­თო,“ - გან­მარ­ტა მე­რა­ბიშ­ვილ­მა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლა იმ პირს, ვინც «სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სებ­ზე და­უ­ღა­ლა­ვად და­დის».

ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში საქ­მის გან­ხილ­ვა­ზე ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის უარს საქ­მის პრო­კუ­რო­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

პრო­კუ­რორ ჯარ­ჯი წიკ­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში საქ­მის გან­ხილ­ვა­ზე უარი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თქვა, რომ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს ერ­თი მსა­ჯუ­ლიც კი, ვინც მის ქმე­დე­ბებს გა­ა­მარ­თ­ლებს.

„მას ეს­მის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია თუნ­დაც ერ­თი მსა­ჯუ­ლის პოვ­ნა, ვინც გა­ა­მარ­თ­ლებ­და 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბებს. დაც­ვის მხა­რეს სურ­და, 26 მა­ისს მომ­ხ­და­რი სას­ტი­კი ძა­ლა­დო­ბა იმით გა­ე­მარ­თ­ლე­ბი­ნა, თით­ქოს მი­ტინ­გ­ზე სა­მარ­ცხ­ვი­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი,“ - გა­ნაცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

26 მა­ი­სის გა­მო ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ აღ­ძ­რუ­ლი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა 11 დე­კემ­ბერს და­იწყე­ბა.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა