ორი ბრინ­ჯა­ო­თი იაპო­ნი­ა­ში, ერ­თობ­ლივ შეკ­რე­ბა­ზე
03 დეკემბერი, 2013
1852
print

ტოკიოში, პრესტიჟულ დიდ სლემზე - ძიგორო კანოს მემორიალზე, გადახალისებული შემადგენლობით მყოფმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და დღეიდან ერთობლივ სანაკრებო შეკრებაზე გადაერთო.

დი­დი სლე­მის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ირაკ­ლი უზ­ნა­ძემ გა­ნაცხად­ში ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი შე­იყ­ვა­ნა. გა­მოც­დილ ძი­უ­დო­ის­ტ­თა­გან კი ტა­ტამ­ზე გას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­სა (81 კგ.) და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ანს (90 კგ.) მი­ე­ცათ. მედ­ლე­ბიც სწო­რედ მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ჭრი­კიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის ლი­დე­რია, რე­პე­შა­ჟის ფი­ნალ­ში ამე­რი­კელ ტრე­ვის სტი­ვენსს გა­და­ე­ყა­რა და ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე წა­გე­ბის­თ­ვის (მე­სა­მე წრე­ში) ეფექ­ტუ­რი იპო­ნით 36 წამ­ში რე­ვან­ში აიღო.

რე­პე­შაჟ­ში ას­პა­რე­ზო­ბამ­დე მო­მა­ვა­ლი ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი ტურ­ნირ­ზე მე­ო­რე წრი­დან ჩა­ე­ბა. ჯერ ის­ლან­დი­ელ სვე­ინ­ბი­ორნ იურას სძლია, მე­რე - ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს, ბერ­ძენ ალექ­სი­ოს ნტა­ნა­ცი­დისს, მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში კი იაპო­ნელ ტა­კა­ნო­რი ნა­გა­სეს­თან მე­სა­მე წუ­თის მი­წუ­რულს იპო­ნით და­მარ­ცხ­და. იაპო­ნე­ლი ფი­ნალ­ში გა­ვი­და და ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, რა­მაც ქარ­თ­ველს რე­პე­შა­ჟის­კენ გა­უხ­ს­ნა გზა. ჭრი­კიშ­ვილ­მა შან­სი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა და კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე ას­ვ­ლის პა­ტი­ვი და­იმ­სა­ხუ­რა, თუმ­ცა, მონ­ტე­ნეგ­რო­ელ სრჟან მრვა­ლი­ე­ვიჩ­თან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია არა ეფექ­ტუ­რი გდე­ბით, არა­მედ ერ­თი ში­დოს უპი­რა­ტე­სო­ბით.

თით­ქ­მის იგი­ვე გზა გა­ი­ა­რა პირ­ველ ნომ­რად გან­თე­სილ­მა ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მაც. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მო­მა­ვალ­მა ჩემ­პი­ონ­მა, იაპო­ნელ­მა მა­სუი ბე­ი­კერ­მა გა­და­უ­ღო­ბა გზა. ჩემ­პი­ონ­თან შეხ­ვედ­რამ­დე ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ორ­ჯერ იჭი­და­ვა - მას­პინ­ძელ ჰი­რო­ტა­კა კა­ტოს­თან და გერ­მა­ნელ აარონ ჰილ­დებ­რან­დ­თან - ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ქარ­თ­ველ­მა სუფ­თა გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა.

ლი­პარ­ტე­ლი­ანს მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის შეხ­ვედ­რა­შიც მას­პინ­ძელ შო­ჰეი ში­მო­ვა­დას­თან მო­უხ­და ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა, რაც ქარ­თ­ვე­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და. ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა, ისე­ვე რო­გორც ჭრი­კიშ­ვილ­მა, ბრინ­ჯა­ოს მე­დალ­თან ერ­თად, 200 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლა გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ორი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით გუნ­დუ­რი მეშ­ვი­დე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. პირ­ველ­ზე კი, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, იაპო­ნე­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ - ტო­კი­ოს დი­დი სლე­მი მათ 5 ოქ­რო­სა და 7 ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით და­ას­რუ­ლეს. 1 ოქ­რო­სა და 3 ვერ­ცხ­ლის მედ­ლით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ კო­რე­ე­ლე­ბი. 1 ოქ­როს მედ­ლით, ბევ­რის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მე­სა­მე ად­გი­ლი ჩე­ხებს დარ­ჩათ.

ირაკ­ლი უზ­ნა­ძემ, შე­დე­გებ­ზე მე­ტად, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი ის ერ­თობ­ლი­ვი შეკ­რე­ბაა, რო­მელ­საც ჩვე­ნი გუნ­დი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით შე­უდ­გა.

 

 

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა