ფა­ცა­ცი­ამ სუ­პერ­ლი­გა­ში, ცინ­ცა­ძემ ვი-თი-ბი ლი­გა­ში წა­ა­გო
03 დეკემბერი, 2013
1531
print

უკ­რა­ი­ნულ გუნ­დებ­ში მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თ­ვე­ლებ­მა სხვა­დას­ხ­ვა ტურ­ნი­რის ეგი­დით ითა­მა­შეს და წა­ა­გეს. ლე­ვან ფა­ცა­ცი­ას „აზოტ­მა“ უკ­რა­ი­ნის სუ­პერ­ლი­გა­ში, ხო­ლო გი­ორ­გი ცინ­ცა­ძის „დო­ნეც­კ­მა“ ვი-თი-ბი ლი­გა­ში.

„დო­ნეც­კ­მა“ „ნიჟ­ნი ნოვ­გო­როდს“ უმას­პინ­ძ­ლა და 75:83 და­მარ­ცხ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის უკა­ნა­ხა­ზე­ლი მას­პინ­ძელ­თა სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და 26:52 წუთ­ში 7 ქუ­ლა, 5 მოხ­ს­ნა და 3 პა­სი მო­აგ­რო­ვა. ცინ­ცა­ძემ 5-დან 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 2-დან 1 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, 3 სამ­ქუ­ლი­ა­ნი ააცი­ლა, ბურ­თი კი 3-ჯერ და­კარ­გა. 4 მო­გე­ბი­თა და 3 მარ­ცხით „დო­ნეც­კი“ ვი-თი-ბი ლი­გის A ჯგუფ­ში მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა.

8 დე­კემ­ბერს ცინ­ცა­ძის კლუ­ბი რუ­სე­თის­კი­დევ ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს - ყუ­ბა­ნის „ლო­კო­მო­ტივს“ უმას­პინ­ძ­ლებს.

უკ­რა­ი­ნულ სუ­პერ­ლი­გა­ში ფა­ცა­ცი­ას „დნიპ­რო­ა­ზო­ტი“ დე­და­ქა­ლაქ­ში „ბკ კი­ევს“ ეს­ტუმ­რა და ზე­დი­ზედ მე­ექ­ვ­სე მარ­ცხი გა­ნი­ცა­და - 72:81. ქარ­თ­ვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი სას­ტარ­ტო ხუ­თე­ულ­ში იყო და 34:50 წუთ­ში 13 ქუ­ლა, 6 მოხ­ს­ნა, 2 პა­სი, 1 ჩაჭ­რა და 1 და­ფა­რე­ბა მო­აგ­რო­ვა.

ფა­ცა­ცი­ამ 5-დან 2 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 6-დან 3 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, 2 სა­ჯა­რი­მო ააცი­ლა, ბურ­თი ერ­თხელ და­კარ­გა. ფა­ცა­ცი­ა­ზე უკეთ დნეპ­რო­პეტ­როვ­ს­კელ­თა­გან მხო­ლოდ დო­ნალდ სიმ­ს­მა ითა­მა­შა, რო­მელ­მაც 28 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. მო­რი­გი მატ­ჩიც სტუმ­რად ელის „აზოტს“ - 13 დე­კემ­ბერს დნეპ­რო­პეტ­როვ­ს­კე­ლე­ბი „გო­ვერ­ლას“ ეთა­მა­შე­ბი­ან.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი