თე­ლა­ვის მგზავ­რე­ბი
04 დეკემბერი, 2013
1648
print

სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გა აზ­რ­ზე მო­დის. გუნ­დე­ბი უკეთ შე­დი­ან ტურ­ნირ­ში, ხე­და­ვენ სხვე­ბის კო­ზი­რებს, იმახ­სოვ­რე­ბენ ნი­უ­ან­სებს, ამ ნი­უ­ან­სე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბას გეგ­მა­ვენ.

სა­მი-ოთხი თა­მა­შის შემ­დეგ გუნ­დებ­მა ნორ­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა მი­ი­ღეს. ბებ­რე­ბი ნელ, უემო­ციო კა­ლათ­ბურთს აცოცხ­ლე­ბენ და მე­ტის გა­კე­თე­ბას ცდი­ლო­ბენ. ცო­ტა ახალ­გაზ­რ­დე­ბი ცო­ტა უკეთ არი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ცო­ტა ახალ­გაზ­რ­დებ­მა ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა უნ­და და­უშ­ვან. რე­ა­ლუ­რად, ვერც ერ­თი მოყ­ვა­რუ­ლი ვერ აუხ­ს­ნის ვა­ტო ნაც­ვ­ლიშ­ვილს, რო­გორ უნ­და ამო­ვი­დეს ბლო­კი­დან, რო­გორ უნ­და და­აზღ­ვი­ოს თა­ნა­გუნ­დე­ლი, რო­გორ უნ­და მი­ი­ღოს ბურ­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად კარგ სას­როლ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ვა­ტომ ეს იცის და ეს თით­ქ­მის ყვე­ლა ყო­ფილ­მა „პრო­ფიმ“ და­ი­მახ­სოვ­რა. და ყვე­ლა ვერ იგებს. „თბი­ლი­სი 2015“, სა­დაც არის ვა­ტო, სა­დაც არის გი­გი ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი, სა­დაც არის მა­მუ­კა ტუ­რაშ­ვი­ლი და სა­დაც ჩვე­ნი კა­ლათ­ბურ­თის რო­ბერტ ორი - ამ­ბ­რო­სი ორ­მო­ცა­ძე დარ­ბის, აგებს და იმ წა­გე­ბის ახ­ს­ნაც შე­იძ­ლე­ბა. „თბი­ლისს“ ძვე­ლებ­მა, ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძემ, გუ­ლი­ვერ ახალ­კაც­მა, ვა­ნო მა­ი­სუ­რა­ძემ მო­უ­გეს. და ის თა­მა­ში „თბი­ლის­მა“ 36:58 „მარ­თ­ვეს­თან“ და­ტო­ვა. იმ თა­მაშ­ში მო­ი­გო უკე­თეს­მა და უკე­თე­სე­ბი ფლეი ოფ­შიც შევ­ლენ. იქ უკ­ვე ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მით მო­ი­გებ. ან სა­ერ­თოდ ვერ მო­ი­გებ და გა­გაგ­დე­ბენ. ქა­ღალ­დ­ზე ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­ვი­და და უინ­ტე­რე­სოდ დამ­თავ­რ­და. „თბი­ლი­სი“ ალ­ბათ თა­მა­შის ხა­რისხს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს. უნ­და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს.

იქ­ვე აკე­თებს საქ­მეს გუნ­დი, რო­მელ­ზეც უკ­ვე დავ­წე­რეთ, რო­მელ­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ და რო­მე­ლიც უემო­ცი­ოდ, კლა­სით იგებს და ამა­სო­ბა­ში მო­თა­მა­შე­ებს ას­ვე­ნებს. ეს გუნ­დი, მას­მე­დი­ი­სა და „ჰი­უნ­და­ის“ მიქ­ს­ტ­თან ერ­თად, ტურ­ნი­რის ფა­ვო­რი­ტია და ამ გუნ­დ­მა თა­მა­ში იცის. ძნე­ლია ვერ გა­ი­გო ელე­მენ­ტა­რუ­ლი თე­მე­ბი, რო­დე­საც შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გყავს კო­ტე ტუ­ღუ­ში, გი­ორ­გი გაგ­ნი­ძე, გი­ორ­გი მარ­კო­იშ­ვი­ლი, ლა­შა ლო­სა­ბე­რი­ძე, ბუ­ბა ბე­რიშ­ვი­ლი და ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი შიო ხე­ცუ­რი­ა­ნი. და გუნ­დი იგებს. „მგზავ­რე­ბი“. ძა­ლი­ან კარ­გი, სტა­ბი­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა. იქ­ვე, მე­ხუ­თე ნო­მერ­ზე, დგას ვე­ტე­რა­ნი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ის ნაკ­რებ­თან იღ­ლე­ბო­და. ცენ­ტ­რი ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძეა. ირაკ­ლის­თან ერ­თად მე­ხუ­თე ნო­მერ­ზე ადის და­ვით ღლონ­ტი. გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ისევ და­ვით ცერ­ც­ვა­ძეა. შე­იძ­ლე­ბა უცებ ყვე­ლა ვერ ჩა­მოვ­თ­ვა­ლოთ, მაგ­რამ გუნ­დი იგებს და ვი­ღა­ცას სხვა დროს უფ­რო მეტ წუთს, სიტყ­ვას და­ვუთ­მობთ. რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე. „მგზავ­რე­ბი“ იგე­ბენ. და თან ის­ვე­ნე­ბენ. ლო­გი­კუ­რია. „მგზავ­რებ­მა“ სა­მი­ვე თა­მა­ში მშვი­დად მოკ­ლეს და მე­ოთხე ტეს­ტის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამ გუნ­დი­სა და „თბი­ლი­სის“ გა­სა­უბ­რე­ბაც.

ბო­ლო ტურ­ში „მგზავ­რე­ბი“ „თე­ლა­ვის აკა­დე­მი­ას“ შეხ­ვ­დ­ნენ. სა­უ­ბა­რი უინ­ტე­რე­სო, ლო­გი­კუ­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო. სუ­პერ­ლი­გის დო­ნე­ზე „მგზავ­რებს“ ერ­თი ერ­თ­თ­ვი­ა­ნი შეკ­რე­ბა უნ­დათ და გუნ­დი ფორ­მა­ში შე­ვა. სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გის ფონ­ზე „მგზავ­რე­ბი“ ვერ იღ­ლე­ბი­ან და იმ დო­ნე­ზე „მგზავ­რე­ბი“ „მა­ი­ა­მია“. ან თით­ქ­მის „მა­ი­ა­მი“. უბ­რა­ლოდ, ვინ­მე უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რომ იქ­ნე­ბა ლებ­რონ ჯე­იმ­სი. ან დუ­ე­ინ უეიდი. ან ვინ­მე სხვა. „მგზავ­რებ­მა“ „თე­ლავ­თან“ სპა­რინ­გი 69:43 და­ას­რუ­ლეს და 30 ქუ­ლა­ზე მე­ტით მო­გე­ბა არ გა­მო­ვი­და. არც იყო სა­ჭი­რო. თა­მა­ში ისე დამ­თავ­რ­და, რო­გორც ორი­ვე გუნდს მო­ე­წო­ნა. „თე­ლავ­მა“ არ წა­ა­გო 30 ქუ­ლა­ზე მე­ტი. „მგზავ­რებ­მა“ და­ის­ვე­ნეს და გი­ორ­გი მარ­კო­იშ­ვი­ლი არ თა­მა­შობ­და. ტრავ­მა. შიო ხე­ცუ­რი­ა­ნიც ვერ თა­მა­შობ­და. ტრავ­მა. „მგზავ­რებ­მა“ 13 სა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ 3 გა­მო­ი­ყე­ნეს. მა­ინც მაგ­რად მო­ი­გეს. ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძემ არას­რულ 13 წუთ­ში სრუ­ლი 13 ქუ­ლა და­ირ­ტყა. მოხ­ს­ნის გა­რე­შე. ცენ­ტ­რი მოხ­ს­ნის გა­რე­შე ამ­თავ­რებს თა­მაშს და სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ჯა­ფა­რი­ძე იგებს და ჯა­ფა­რი­ძე ამ ტურ­ნირ­ზე ძმა­კა­ცის - რა­მაზ გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლის გა­რე­შე აკე­თებს საქ­მეს. რა­მა­ზი რუს­თავ­ში გუნდს ავარ­ჯი­შებს და მოყ­ვა­რუ­ლებს მე­რე მი­ხე­დავს. თუ დრო­ში ჩა­ე­ტე­ვა. მა­ნამ­დე „მგზავ­რე­ბი“ ბევრს მო­ი­გე­ბენ. თუ არ და­ე­ზა­რე­ბათ. ტურ­ნი­რი სა­ინ­ტე­რე­სოდ და­იწყო და უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოდ გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ალ­ბათ, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლიც ასე იყო. სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ად­რეა. ბო­ლო ტუ­რის მატ­ჩე­ბის სირ­თუ­ლი­დან და პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­უ­კე­თე­სო მა­ი­სუ­რა­ძე ან ახალ­კა­ცი უნ­და იყოს. ორი­ვემ მაგ­რად შე­უ­ბე­რა „თბი­ლის­თან“. და გუნ­დ­მა მო­ი­გო.

გუნ­დე­ბი უკეთ შე­დი­ან ტურ­ნირ­ში, ხე­და­ვენ სხვე­ბის კო­ზი­რებს, იმახ­სოვ­რე­ბენ ნი­უ­ან­სებს, ამ ნი­უ­ან­სე­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბას გეგ­მა­ვენ. სა­მი-ოთხი თა­მა­შის შემ­დეგ გუნ­დებ­მა ნორ­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა მი­ი­ღეს. ბებ­რე­ბი ნელ, უემო­ციო კა­ლათ­ბურთს აცოცხ­ლე­ბენ და მე­ტის გა­კე­თე­ბას ცდი­ლო­ბენ. ცო­ტა ახალ­გაზ­რ­დე­ბი ცო­ტა უკეთ არი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ცო­ტა ახალ­გაზ­რ­დებ­მა ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა უნ­და და­უშ­ვან. ვერც ერ­თი მოყ­ვა­რუ­ლი ვერ აუხ­ს­ნის ვა­ტო ნაც­ვ­ლიშ­ვილს, რო­გორ უნ­და ამო­ვი­დეს ბლო­კი­დან, რო­გორ უნ­და და­აზღ­ვი­ოს თა­ნა­გუნ­დე­ლი, რო­გორ უნ­და მი­ი­ღოს ბურ­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად კარგ სას­როლ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ვა­ტომ ეს იცის და ეს თით­ქ­მის ყვე­ლა ყო­ფილ­მა „პრო­ფიმ“ და­ი­მახ­სოვ­რა. და ყვე­ლა ვერ იგებს.

მომ­გე­ბი მე­რე უფ­რო მო­ი­გებს.

„მგზავ­რებ­მა“ ტურ­ნი­რი სა­მი მო­გე­ბით გახ­ს­ნეს და ეს ჯერ და­საწყი­სია. შემ­დეგ ტეს­ტებ­ში მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა წა­მო­ვა.

 

 

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი