ახა­ლაია გა­ა­მარ­თ­ლეს, ჯა­რის­კა­ცე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს
05 დეკემბერი, 2013
1963
print

ბა­ჩო ახა­ლაია სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­მაც გა­ა­მარ­თ­ლა.

„სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბის“ და ზვი­ად აბე­სა­ძი­სათ­ვის „უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის“ საქ­მე­ზე თავ­დაც­ვის და შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი უკ­ვე მე­ო­რედ სცნეს უდა­ნა­შა­უ­ლოდ. თუმ­ცა, მე­ო­რე ინ­ს­ტან­ცი­ის სა­სა­მარ­თ­ლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ჩი­ვა­რი ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც და­ა­კა­მა­ყო­ფი­ლა და აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი რვა პი­რი­დან ორს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა.

„სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბის“ და ზვი­ად აბე­სა­ძი­სათ­ვის „უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის“ საქ­მე­ზე ბა­ჩო ახა­ლა­ის­თან ერ­თად, ბრალ­დე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გი­გი კა­ლან­და­ძე, მე­რაბ კი­კა­ბი­ძე, გა­გა მკურ­ნა­ლი­ძე, მა­ნუ­ჩარ და­რა­სე­ლია, გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, მე­ოთხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ყო­ფილ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ზუ­რაბ შა­მა­თა­ვა და სერ­ჟან­ტი ალექ­სან­დ­რე გორ­გა­ძე,

პირ­ვე­ლი ინ­ს­ტან­ცი­ის სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ გა­მარ­თ­ლე­ბულ ალექ­სან­დ­რე გორ­გა­ძე­სა და ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლომ გა­ნა­ჩე­ნი შე­უც­ვა­ლა, შა­მა­თა­ვა და გორ­გა­ძე დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნენ ცნო­ბი­ლი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით და ისი­ნი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლოს დარ­ბაზ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს.

შა­მა­თა­ვამ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნაცხა­და, რომ „ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს, თუმ­ცა ამი­ე­რი­დან - სა­მი წე­ლი ცი­ხე­ში“.

გორ­გა­ძის თქმით კი, იგი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­სა­ხურს ცი­ხის საკ­ნი­დან გა­აგ­რ­ძე­ლებს.

ორი­ვე მათ­განს, შა­მა­თა­ვა­საც და გორ­გა­ძე­საც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხუ­თი წლით აღ­კ­ვე­თა მი­ე­სა­ჯათ, თუმ­ცა, ამ­ნის­ტი­ით მათ სას­ჯე­ლი 1/4-ით შე­უმ­ცირ­დათ და სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლად, სა­მი წე­ლი და ცხრა თვე გა­ნე­საზღ­ვ­რათ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფილ უფ­როსს გი­ორ­გი კა­ლან­და­ძეს, ის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნა ცნო­ბი­ლი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 387-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხ­მობს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის შე­უ­რაცხ­ყო­ფას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლით, კა­ლან­და­ძეს სა­მი თვით შე­ეზღუ­და სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხურ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა. კა­ლან­და­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს.

და­ნარ­ჩენ პი­რებს - გა­გა მკურ­ნა­ლი­ძეს, მა­ნუ­ჩარ და­რა­სე­ლი­ას, მე­რაბ კი­კა­ბი­ძეს და გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვილს, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბი­თაც, გა­მა­მარ­თ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­უდ­გინ­დათ.

პრო­კუ­რორ ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლომ გორ­გა­ძი­სა და შა­მა­თა­ვას დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად ცნო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის შე­ლა­ხუ­ლი უფ­ლე­ბა აღად­გი­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაბ­რუნ­და რწმე­ნა, რომ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია. ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლო­ში მო­ა­ხერ­ხა და და­ამ­ტ­კი­ცა ბრალ­დე­ბე­ბი გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­ში.

„დაც­ვის მხა­რემ ვერ შეძ­ლო სრუ­ლად მო­ეხ­ვია თავ­ზე სა­სა­მარ­თ­ლოს­თ­ვის მის მი­ერ შეთხ­ზუ­ლი ვერ­სია, რაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს პირ­ვე­ლი ინ­ს­ტან­ცი­ის სა­სა­მარ­თ­ლოს მო­სა­მარ­თ­ლის გი­ორ­გი და­რახ­ვე­ლი­ძის შემ­თხ­ვე­ვა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ნა­წი­ლებს, რო­მელ­შიც სა­სა­მარ­თ­ლომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­მა­მარ­თ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ჩვენ გა­ვეც­ნო­ბით გა­ნა­ჩე­ნის და­სა­ბუ­თე­ბას და ამის მე­რე იქ­ნე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­სა­ჩივ­რ­დე­ბა თუ არა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლოს გა­ნა­ჩე­ნი,“ - გა­ნაცხა­და პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

დაც­ვის მხა­რე კი, ალექ­სან­დ­რე გორ­გა­ძი­სა და ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას მი­მართ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს.

ად­ვო­კატ მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დაც­ვის მხა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი ინ­ს­ტან­ცი­ის - უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და­ე­ლო­დე­ბა.

„ალექ­სან­დ­რე გორ­გა­ძი­სა და ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას მი­მართ პირ­ვე­ლი ინ­ს­ტან­ცი­ის სა­სა­მარ­თ­ლომ მუხ­ლი ცე­მით და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა. მე­ო­რე ინ­ს­ტან­ცი­ამ კი - უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გა­ვა­სა­ჩივ­რებთ, და­ვე­ლო­დე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი ინ­ს­ტან­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ის. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს არ არის ის და­ნა­შა­უ­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აპე­ლა­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვ­ლე­ბა,“ - გა­ნაცხა­და ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კატ გო­გა ონი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, ალექ­სან­დ­რე გორ­გა­ძი­სა და ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას და­კა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გმი­რე­ბი არი­ან, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის შე­უ­რაცხ­ყო­ფაა.

„პრო­კუ­რა­ტუ­რის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბა­ჩო ახა­ლაია კვლავ გა­მარ­თ­ლ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერ­თა­დერ­თი, რა­საც მი­აღ­წია, არის ის, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის 2 გმი­რი და­ა­კა­ვა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც პო­ლი­ტი­კას­თან არას­დ­როს ჰქო­ნი­ათ შე­ხე­ბა და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვ­ნენ. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი 2008 წელს ყელ­ში და­იჭ­რა, თუმ­ცა ბრძო­ლის ვე­ლი­დან არ გა­მო­დი­ო­და; მე­ო­რე სერ­ჟან­ტი იყო და ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭე­ბის ბრძო­ლას უშუ­ა­ლოდ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ვინც იბ­რ­ძო­და 2008 წელს, ისი­ნი და­ა­კა­ვეს იმ ფონ­ზე, რო­ცა 80% კრი­მი­ნა­ლე­ბი­სა ქუ­ჩა­შია. ხო­ლო გმი­რე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - ცი­ხე­ში. მათ ვერ შეძ­ლეს ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას გამ­ტყუ­ნე­ბა, მაგ­რამ მო­ე­რივ­ნენ 2 ჯა­რის­კაცს,“ - გა­ნაცხა­და ონი­ან­მა.

გენ­შ­ტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გი­გი კა­ლან­და­ძე კი, პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თ­ლოს დღე­ვან­დელ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ულო­ცავს. მი­სი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორი გმი­რი და­ა­კა­ვა, რაც მის­თ­ვის „მი­სა­ლო­ცი ამ­ბა­ვია“.

„და­ი­ჭი­რეს ვი­ცე-პოლ­კოვ­ნი­კი შა­მა­თა­ვა და სერ­ჟან­ტი გორ­გა­ძე. პრო­კუ­რა­ტუ­რას ვუ­ლო­ცავ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას,“ - გა­ნაცხა­და გი­გი კა­ლან­და­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „სამ­ხედ­რო­ე­ბის წა­მე­ბის“ და ზვი­ად აბე­სა­ძი­სათ­ვის „თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნა­ნოდ აღ­კ­ვე­თის“ საქ­მე­ზე თბი­ლისს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი ბა­ჩო ახა­ლაია და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნო. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თ­ლემ პირ­ველ აგ­ვის­ტოს გა­მო­აცხა­და, ბრალ­დე­ბის მხა­რემ კი პირ­ვე­ლი ინ­ს­ტან­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა აპე­ლა­ცი­ის წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა