სა­ნი­კი­ძე-შერ­მა­დი­ნის ტან­დემ­მა „სა­რა­გო­სას“ მო­ა­გე­ბი­ნა
06 დეკემბერი, 2013
1498
print

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის „სარაგოსამ“ ევროთასის მე-8 ტურში მეხუთე გამარჯვება იზეიმა, მოგებულ მატჩში კი ლომის წილი სწორედ ქართველ ლეგიონერებზე მოდის, რომლებმაც გერმანულ „ტელეკომს“ გასაქანი არ მისცეს.

მართალია, არაგონელებმა პირველი მეოთხედი 10:20 დათმეს, მაგრამ საბოლოოდ სტუმრები მაინც დაამარცხეს - 71:60

სა­ნი­კი­ძე ერ­თა­დერ­თი იყო, რო­მელ­მაც ორი­ვე გუნ­დის რი­გებ­ში ორ­მა­გი დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა. ვი­კამ მო­ე­დან­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტი დრო - 30:12 წუ­თი გა­ა­ტა­რა, რაც საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და 10 ქუ­ლის ასა­ღე­ბად, 12 მოხ­ს­ნის გა­სა­ფორ­მებ­ლად და ერ­თი და­ფა­რე­ბის­თ­ვის. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი ბურ­თი 5-ჯერ და­კარ­გა, 4-დან 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი, 3-დან 1 სა­მი­ა­ნი და 2-დან 1 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო. გარ­და ამი­სა, ბურ­თი 5-ჯერ და­კარ­გა, ერ­თხელ და­უ­ფა­რეს, 1 პერ­სო­ნა­ლუ­რი ფო­ლი მი­ი­ღო, მის წი­ნა­აღ­მ­დეგ კი 3-ჯერ და­ჯა­რიმ­დ­ნენ.

სარ­გებ­ლი­ა­ნი იყო გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნიც, რო­მე­ლიც 10-ქუ­ლი­ან ზღვარს აც­და. მე­ტიც, 14 ქუ­ლით ის სა­რა­გო­სელ­თა ბომ­ბარ­დი­რი გახ­და. გი­ორ­გიმ 21.39 წუ­თი ითა­მა­შა და 10-დან 5 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 5-დან 4 სა­ჯა­რი­მო გა­მო­ი­ყე­ნა. 14 ქუ­ლას­თან ერ­თად, შერ­მა­დინ­მა 7 მოხ­ს­ნა, 1 პა­სი, 1 ჩაჭ­რა და 1 და­ფა­რე­ბა მი­ით­ვა­ლა; ერ­თხელ შეც­და, 4-ჯერ და­ჯა­რიმ­და და მას­ზეც 4-ჯერ და­ირ­ღ­ვა თა­მა­შის წე­სე­ბი.

8 მატ­ჩი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი 5 გა­მარ­ჯ­ვე­ბით „სა­რა­გო­სა“ ჯგუფ­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა და თუ დარ­ჩე­ნილ ორ ტურ­ში ად­გილს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, მომ­დევ­ნო ეტა­პის საგ­ზუ­რი მას დარ­ჩე­ბა (შემ­დეგ წრე­ში ჯგუ­ფი­დან მო­წი­ნა­ვე სა­მე­უ­ლი გა­დის).

10 დე­კემ­ბერს, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბო­ლოს­წი­ნა ტურ­ში, არა­გო­ნულ კლუბს რო­მის „ვირ­ტუს­თან“ მო­უ­წევს ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა, რო­მე­ლიც 2 მო­გე­ბით მე-5 ად­გილ­ზეა.

D ჯგუ­ფი

გრა­ვე­ლი­ნი    6    2 604     521    83

ალ­ბა             5    2 501    470   31

სა­რა­გო­სა       5    3 636     563 73

ტე­ლე­კო­მი      4   4 599     626 -27

ვირ­ტუ­სი        2   5 509      516-7

მონ­სი            1   7 483      636 -153

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი