ხუ­დონ­ჰე­სის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის ვა­რა­უ­დებ­ზე აგე­ბუ­ლი „არ­გუ­მენ­ტე­ბი“
06 დეკემბერი, 2013
2710
print

ხვალ, „ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დი­სა“ და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე: „ხუ­დონ­ჰე­სის გა­მოწ­ვე­ვე­ბი.“

რო­გორც მე­დი­ა­ა­ნონ­ს­ში ვკითხუ­ლობთ, კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია, შედ­გეს ღია დი­ა­ლო­გი სა­ექ­ს­პერ­ტო, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ხუ­დონ­ჰე­სის პრობ­ლე­მა­ტი­კის ირ­გ­ვ­ლივ.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბი-სა­ქარ­თ­ვე­ლო, ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დი, მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გე­ტი­კოს­თა კავ­ში­რი, სვა­ნე­თის ტუ­რიზ­მის ცენ­ტ­რი და სვა­ნე­თის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რი.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მოწ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მე­დი­ა­ა­ნონ­სამ­დე, რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დი­დან“ მო­საწ­ვე­ვი მი­ი­ღო, რო­მელ­შიც მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი იყო.

მა­გა­ლი­თად:

1.ნახ­სე­ნე­ბია, რომ და­იტ­ბო­რე­ბა 1100 ჰა ტყე;

2. და­სატ­ბო­რი ტე­რი­ტო­რიაა 400 ჰა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წა;

3. გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 2000 კა­ცი;

4. საქ­მე ეხე­ბა 25 სო­ფელს.

ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი ია თი­კა­ნა­ძე ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან აცხა­დებს, რომ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მათ პარ­ტ­ნი­ო­რებ­მა მი­ა­წო­დეს.

ხვალ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ნი­ნო ჩხო­ბა­ძე ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს:

„ჩვენ ძი­რი­თა­დად რიცხ­ვებ­ზე არ ვსა­უბ­რობთ, იმი­ტომ რომ სხვა­დას­ხ­ვა მო­ნა­ცე­მე­ბია ყო­ველ­თ­ვის, მაგ­რამ ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რაც უწე­რია თვი­თონ კომ­პა­ნი­ას გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გე­ბის ან­გა­რიშ­ში. იქ წე­რია, რომ 1100 ჰექ­ტარ­ზე ვრცელ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 700 კა­ცი უნ­და გა­და­სახ­ლ­დეს, 170 კომ­ლ­ზეა სა­უ­ბა­რი და 27 ტო­პო­ნი­მი უნ­და გაქ­რეს. რაც ვი­ცი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში 2000 კა­ცის გან­სახ­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

კითხ­ვა­ზე: ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, გზშ-ში სა­უ­ბა­რია 184 კომ­ლ­ზე, ანუ 700 ადა­მი­ან­ზე და თქვენ თით­ქ­მის სამ­ჯერ მეტ მო­ნა­ცემს ასა­ხე­ლებთ, „მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი აცხა­დებს:

„ეს 700 კა­ცი ისაა, რაც რე­ა­ლუ­რად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­და­სახ­ლე­ბას. იქე­დან 1050 თუ 1070 კომ­ლია დარ­ჩე­ნი­ლი, რაც არის, თვი­თონ ხა­იშ­ში არის უფ­რო ნაკ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით წე­რია გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ან­გა­რიშ­ში. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი იქე­დან გვაქვს აღე­ბუ­ლი, ჩვენ არა­ფერს ვი­გო­ნებთ. უბ­რა­ლოდ, ექ­ს­პერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დია, რომ მათ­თ­ვის, ვინც შე­იძ­ლე­ბა იმ ხე­ო­ბა­ში დარ­ჩეს, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­საძ­ლი­სი გახ­დე­ბა.

ჩვენ არ ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბებს, ჩვენ ვსა­უბ­რობთ ვა­რა­უ­დებ­ზე და ამას წე­რი­ლო­ბით არ­სად ვა­ფიქ­სი­რებთ.“

ინ­ვეს­ტო­რის, კომ­პა­ნია „ტრანს ელექ­ტ­რი­კას“ პი­არ მე­ნე­ჯე­რი ნი­ნო ასა­თი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ნი­ნო ჩხო­ბა­ძის მი­ერ მოყ­ვა­ნი­ლი ვა­რა­უ­დე­ბი სრუ­ლი სიც­რუეა. მი­სი­ვე თქმით, ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­გო­რიც «ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დია“ მსგავ­სი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ უნ­და იღებ­დეს.

ნი­ნო ასა­თი­ა­ნი: „მე მგო­ნი ნი­ნო ჩხო­ბა­ძეს გზშ-ს ახა­ლი ვა­რი­ან­ტი არც წა­უ­კითხავს, სა­დაც 376-ე გვერ­დ­ზე თეთ­რით შავ­ზე წე­რია, რომ 325 ჰა ტყე ექ­ცე­ვა ზე­მოქ­მე­დე­ბის არე­ალ­ში. ან 2000 ადა­მი­ა­ნი სად არის? გან­სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ფა­ზის მი­ხედ­ვით, გან­სახ­ლე­ბის არე­ალ­ში ექ­ცე­ვა 769 ადა­მი­ა­ნი, ეს არის 184 ოჯა­ხი პირ­და­პირ და არა პირ­და­პირ. სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს ეს 2000 კა­ცი? ტყუ­ი­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად! ისე­ვე რო­გორც ტყუ­ი­ლია ინ­ფორ­მა­ცია 25 სო­ფელ­ზე. დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში ხვდე­ბა 3 სო­ფე­ლი და ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ-2. და ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი გზშ-ში, რო­მე­ლიც ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე დევს.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტ­ზე ვა­რა­უ­დე­ბით ისა­უბ­რო, რო­ცა არ­სე­ბობს მა­თე­მა­ტი­კუ­რი და­ან­გა­რი­შე­ბე­ბი. ეს არის შეგ­ნე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია. რა­ღა­ცა­ზე რომ მსჯე­ლობ, მი­ნი­მუ, წა­კითხუ­ლი მა­ინც უნ­და გქონ­დეს“

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014