სა­ნა­ძეს გმი­რო­ბამ­დე ერ­თი სრო­ლა და­აკ­ლ­და
07 დეკემბერი, 2013
1536
print

დუ­და სა­ნა­ძეს შე­ეძ­ლო მატ­ჩის გმი­რი გამ­ხ­და­რი­ყო, მაგ­რამ სა­ფი­ნა­ლო სი­რე­ნის თან­ხ­ლე­ბით ნას­რო­ლი მი­სი სამ­ქუ­ლი­ა­ნი არ ჩა­ვარ­და და „სან დი­ე­გო ტო­რე­რო­სი“ თა­ნა­ქა­ლა­ქელ „სან დი­ე­გო სტე­იტ­თან“ ერ­თი ქუ­ლის სხვა­ო­ბით - 64:65 და­მარ­ცხ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ნა­ძემ გა­დამ­წყ­ვე­ტი სრო­ლა ააცი­ლა, მას­ზე და მთლი­ა­ნად გუნ­დ­ზე „ტო­რე­რო­სის“ მწვრთნელს ბილ გრირს აუგი არ დას­ც­დე­ნია. პი­რი­ქით, მწვრთნე­ლი კმა­ყო­ფი­ლი იყო: „ჩვენ ვიბ­რ­ძო­ლეთ ბო­ლომ­დე და მო­ვი­პო­ვეთ გა­მარ­ჯ­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი. ბო­ლო მო­მენ­ტ­ში ჩვენ­მა გუნ­დ­მა ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად გა­ა­კე­თა. მხო­ლოდ იმა­ში არ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რომ დუ­დას ნას­რო­ლი არ ჩა­ვარ­და. ჩვე­ნი გუნ­დი სწორ გზა­ზე დგას და ბო­ლომ­დე ას­რუ­ლებს იმას, რა­საც წუთ­შეს­ვე­ნე­ბებ­ზე ვგეგ­მავთ. ბურ­თი ხან ჩა­ვარ­დე­ბა, ხან - არა“.

არა­და, „ტო­რე­რო­სის“ მო­თა­მა­შე­ებ­მა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს და გა­მარ­ჯ­ვე­ბის მომ­პო­ვე­ბე­ლი სრო­ლის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს. ბო­ლო 12 წამ­ში ორი­ვე გუნ­დ­მა 4-4 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო. აქე­დან დუ­და სა­ნა­ძის ან­გა­რიშ­ზე სა­ფი­ნა­ლო სი­რე­ნამ­დე 7 წა­მით ად­რე ჩაგ­დე­ბუ­ლი 2 სრო­ლაა, რის შემ­დე­გაც სხვა­ო­ბა 62:63 შემ­ცირ­და. ამას „სან დი­ე­გო სტე­ი­ტის“ ლი­დე­რის ქსა­ვი­ერ თემ­ზის 2 სა­ჯა­რი­მო მოჰ­ყ­ვა და რო­ცა კრის­ტო­ფერ ან­დერ­სონ­მა ჩა­მორ­ჩე­ნა ისევ 1 ქუ­ლამ­დე შე­ამ­ცი­რა, ბურ­თი „სტე­ი­ტის“ იყო და მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბამ­დე 4 წა­მი რჩე­ბო­და.

სწო­რედ ამ დროს მოხ­და ის, რომ სა­ნა­ძის გუნ­დ­მა მე­ტო­ქეს ბურ­თი ჩა­უჭ­რა და გა­დამ­წყ­ვე­ტი სრო­ლის პა­ტი­ვი ქარ­თ­ველს ერ­გო, თუმ­ცა... სა­ნა­ძემ ტრა­დი­ცი­უ­ლად სას­ტარ­ტო ხუ­თე­ულ­ში ითა­მა­შა და 32 წუთ­ში 12 ქუ­ლა, 6 მოხ­ს­ნა და 2 პა­სი მო­აგ­რო­ვა. ქარ­თ­ველ­მა უკა­ნა­ხა­ზელ­მა 5-დან 2 ორ­ქუ­ლი­ა­ნი, 5-დან 2 სა­მი­ა­ნი და 4-დან 2 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო.

„სან დი­ე­გო“ ტო­რე­როსს 7 მო­გე­ბა და 3 მარ­ცხი აქვს და „ვესტ ქოს­თის“ დი­ვი­ზი­ონ­ში მე-6 ად­გილ­ზეა. თა­ვი­სი დი­ვი­ზი­ო­ნის გუნ­დებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი „სან დი­ე­გოს“ 28 დე­კემ­ბერს და­ეწყე­ბა. მომ­დევ­ნო მატ­ჩი სა­ნა­ძის გუნდს 10 დე­კემ­ბერს ელის „პა­სი­ფი­კას­თან“.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი