ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­ას­რუ­ლეს
11 დეკემბერი, 2013
1868
print

საქართველოს ჩემპიონატს ბერძენ-რომაელებმა 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების კომპლექტით დაუსვეს წერტილი, ერთი დღით ადრე კი ოთხ წონაში გამოავლინეს საუკეთესო სამეულები. შაბათ-კვირას ქვეყნის უძლიერესი ფალავნის წოდებისთვის თავისუფლებმა იჭიდავეს.

ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა. თა­ვი­სუფ­ლებ­მა და ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­მა სპორ­ტ­კომ­პ­ლექს „არე­ნა­ში“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჭი­დაო სკო­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ი­ზი­დეს. ვი­საც ძა­ლა ერ­ჩო­და და ტრავ­მას არ უჩი­ო­და, ყვე­ლამ იჭი­და­ვა. ერ­თი სიტყ­ვით, ლი­დე­რე­ბიც აქ იყ­ვ­ნენ და მა­თი მო­ცი­ლე­ე­ბიც. სხვაგ­ვა­რად ვერც იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატს სა­გა­ი­სო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის (1-6 აპ­რი­ლი, ვან­ტაა, ფი­ნე­თი) ნაკ­რე­ბე­ბი უნ­და და­ე­კომ­პ­ლექ­ტე­ბი­ნა.

მარ­თა­ლია, მო­ჭი­და­ვე­ე­ბი მხო­ლოდ ახ­ლა იწყე­ბენ ახა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვის მზა­დე­ბას და სა­სურ­ვე­ლი ფორ­მის­გან შორს არი­ან, მაგ­რამ თა­ვი არა­ვის და­უ­ზო­გავს. სა­ნა­ხა­ობ­რივ მხა­რეს კი და­ღი და­ას­ვა მსა­ჯებ­თან მუდ­მივ­მა კა­მათ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის ნიშ­ნად. ხან ერთ მხა­რეს მი­აჩ­ნ­და, რომ გდე­ბა არას­წო­რად შე­უ­ფა­სეს, ხან - მე­ო­რეს, რაც სა­ბო­ლო­ოდ ვი­დე­ო­გან­ხილ­ვამ­დე მი­დი­ო­და. კარ­გია, რომ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე არ მი­სუ­ლა საქ­მე, რაც ასე ხში­რი იყო ად­რე­ულ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე.

და კი­დევ, სექ­ტემ­ბერ­ში იყო, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ლუ­კა კურ­ტა­ნი­ძემ რომ თქვა, მა­ლე ქარ­თ­ვე­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბის სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცეს­ში გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბას მი­ხე­და­ვე­ნო.

„გერ­მა­ნე­ლებს ამ საქ­მე­ში ბა­და­ლი არ ჰყავთ, - მა­შინ ამ­ბობ­და ლუ­კა კურ­ტა­ნი­ძე. - შე­საძ­ლოა რუ­სეთ­ში ფიზ­მომ­ზა­დე­ბის მხრივ არ უჭირთ, მაგ­რამ ამას პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, ნი­ჭის ხარ­ჯ­ზე აღ­წე­ვენ. გერ­მა­ნი­ა­ში კი ეს პრო­ცე­სი მეც­ნი­ე­რულ დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი და პრო­ცე­სიც გა­ცი­ლე­ბით გა­მარ­თუ­ლია. ამ ჯგუფ­თან 12-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ჩვენს ჭი­და­ო­ბას სა­სი­კე­თოდ წა­ად­გე­ბა“.

ერ­თი სიტყ­ვით, ამ მხრივ საქ­მე და­იძ­რა - სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­მა სწო­რედ გერ­მა­ნელ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა თვალ­წინ ჩა­ი­ა­რა. მათ გარ­და, ჩემ­პი­ო­ნატს სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი ჰყავ­და ირა­ნი­და­ნაც - ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და ფე­დე­რა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ალი­რე­ზა რე­ზაეი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს  ჩემ­პი­ო­ნა­ტი  ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი

60 კგ.

1. ლა­შა გო­გი­ტა­ძე (ქუ­თა­ი­სი)

2. ზვი­ად ოქ­რა­ძე (აჭა­რა)

3. რა­მაზ სურ­მა­ნი­ძე (აჭა­რა)

3. ქე­მალ ხა­რა­ბა­ძე (აჭა­რა)

74 კგ.

1. ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი (თბი­ლი­სი)

2. გო­გა აფ­რი­ა­მაშ­ვი­ლი (ადი­გე­ნი)

3. მა­ნუ­ჩარ ცხა­დაია (ხო­ბი)

3. ილია გულ­ბა­თაშ­ვი­ლი (თბი­ლი­სი)

96 კგ.

1. ვა­სილ იმერ­ლიშ­ვი­ლი (რუს­თა­ვი)

2. იოსებ ჯა­ბი­ძე (ბაღ­და­დი)

3. არ­სენ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი (გარ­და­ბა­ნი)

3. ირაკ­ლი ქა­ჯაია (წყალ­ტუ­ბო)

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა