გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
11 დეკემბერი, 2013
1907
print

თბი­ლი­სის ალექ­სან­დ­რე გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის კავ­კა­სი­ა­ში უძ­ვე­ლეს­მა თე­ატ­რ­მა, რო­მელ­საც 2015 წელს 170 წე­ლი შე­უს­რულ­დე­ბა სა­ი­უ­ბი­ლეო მა­რა­თო­ნი მოს­კოვ­ში გას­ტ­რო­ლე­ბით და­იწყო.

გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რი ამ დღე­ებ­ში ორი პრეს­ტი­ჟუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი გახ­და.

სპექ­ტაკ­ლი „ფეხ­მარ­დი. ცხე­ნის ამ­ბა­ვი“ XI სა­ერ­თა­სო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფო­რუ­მის „ოქ­როს რა­ინ­დი“ გრან-პრით და­ჯილ­დოვ­და. ფო­რუ­მი მოს­კოვ­ში 29 ნო­ემ­ბ­რი­დან 6 დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

„ფეხ­მარ­დი“ (რე­ჟი­სო­რი - ავ­თან­დილ ვარ­სი­მაშ­ვი­ლი) ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ოს­ტ­როვ­ს­კის სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის სა­გუ­ბერ­ნო დრა­მა­ტულ თე­ატ­რ­ში, რო­მელ­საც სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს.

სპექ­ტაკ­ლ­მა დი­დი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­რა. მას და­ეს­წ­რ­ნენ რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მათ შო­რის მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, 2 დე­კემ­ბერს გრი­ბო­ე­დოვს თე­ატრს მი­ე­ნი­ჭა პრე­მია „თე­ატ­რა­ლის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი“ ნო­მიმ­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სი რუ­სუ­ლი თე­ატ­რი საზღ­ვარ­გა­რეთ“.

სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია ევ­გე­ნი ვახ­ტან­გო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რ­ში შედ­გა. მა­ყუ­რე­ბე­ლა სი­პა­თი­ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრე­მია „თე­ატ­რა­ლის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი“ სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლ­მა „ნო­ვიე იზ­ვეს­ტი­ამ“ და­ა­ფუძ­ნა. ერთ-ერ­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი რუ­სუ­ლი ჟურ­ნა­ლი «თე­ატ­რა­ლი» ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­კითხ­ვას ატა­რებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულ თე­ატ­რე­ა­ლურ და­სებს და მსა­ხი­ო­ბებს ავ­ლენს. გა­მო­კითხ­ვის მი­ხედ­ვით უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ სა­უ­კე­თე­სო რუ­სულ თე­ატ­რად, გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი და­სა­ხელ­და. სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­მოვ­ლინ­და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი თორ­მეტ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნო­მი­ნა­ცია „სა­უ­კე­თე­სი რუ­სუ­ლი თე­ატ­რი საზღ­ვარ­გა­რეთ“ წელს პირ­ვე­ლად და­წეს­და.

„დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის ესო­დენ დი­დი ჯილ­დო - მთე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­ა­მა­ყოა“, - გა­ნაცხა­და გრი­ო­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა ნი­კო­ლოზ სვენ­ტიც­კიმ.

აღ­ნიშ­ნულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ალ. გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რ­ში გუ­შინ სა­გან­გე­ბო პრეს-კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. მე­დი­ას შეხ­ვ­დ­ნენ: ავ­თან­დილ ვარ­სი­მაშ­ვი­ლი - სამ­ხატ­ვ­რო ხემ­ძღ­ვა­ნე­ლი, ვა­ლე­რი ხა­რი­უტ­ჩენ­კო - ხოლ­ს­ტო­მე­რის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, აპო­ლონ კუბ­ლაშ­ვი­ლი - თა­ვა­დი სერ­პუ­ხოვ­ს­კო­ის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, ლა­შა გურ­გე­ნი­ძე - ხოლ­ს­ტო­მე­რის რო­ლის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, ლი­უდ­მი­ლა არ­ტი­ო­მო­ვა-მღებ­რიშ­ვი­ლი - ვი­ა­ზო­პუ­რი­ხას რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი.

ანა წუ­ლუ­კი­ძე

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში
06 ივნისი, 2013 პრე­მი­ე­რა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში - „ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი“