მოწ­მის 4 სა­ა­თი­ა­ნი და­კითხ­ვა
13 დეკემბერი, 2013
1951
print

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ში გუ­შინ ოლეგ მელ­ნი­კო­ვი­სა და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბულ შს სა­მი­ნის­ტ­როს ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი ბრალ­დე­ბის მოწ­მე­თა და­კითხ­ვით გაგ­რ­ძელ­და.

შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოლეგ მელ­ნი­კო­ვი, და­თა ახა­ლაია, გე­რონ­ტი ალა­ნია და სო­სო თო­ფუ­რი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ძვე­ლი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მალ­ხაზ აზა­რაშ­ვი­ლის, და­ვით კურ­ცხა­ლი­ას და ზა­ზა მეს­ხის ცე­მა­ში, სსსკ-ის 333 მუხ­ლით, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ცე­მას წინ უძღო­და რეს­ტო­რან „ძველ ქა­ლაქ­ში“ მომ­ხ­და­რი ინ­ცი­დენ­ტი. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტო­რან­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, ამის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში აიყ­ვა­ნეს და სცე­მეს.

ოლეგ მელ­ნი­კო­ვი­სა და და­თა ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­სი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს საბ­რალ­დე­ბო მუხ­ლი არას­წო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, იმ პე­რი­ოდ­ში, რა პე­რი­ოდ­საც ბრალ­დე­ბის მხა­რე მელ­ნი­კოვ­სა და და­თა ახა­ლა­ი­ას ედა­ვე­ბა, არც ერ­თი მათ­გა­ნი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე არ ყო­ფი­ლა, მათ კი ბრა­ლი წარ­დ­გე­ნი­ლი აქვთ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით.

პრო­კუ­რორ ლე­ვან ბა­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით კი, დაც­ვის მხა­რე შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობს, ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, თით­ქოს მუხ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის არას­წო­რად არის წარ­დ­გე­ნი­ლი. ბა­ჩი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რეს გა­აჩ­ნია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის წარ­დ­გე­ნი­ლი საბ­რალ­დე­ბო მუხ­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია და ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან.

გუ­შინ­დელ პრო­ცესს მხო­ლოდ ოლეგ მელ­ნი­კო­ვი და­ეწ­რო, რომ­ლის ექ­ს­ტ­რა­დი­რე­ბა უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის წინ მოხ­და, და­ნარ­ჩე­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი კი ძებ­ნი­ლე­ბი არი­ან.

პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ბა­ჩი­აშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, პრო­ცეს­ზე სა­მი­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის და­კითხ­ვა მო­ეს­წ­როს. თუმ­ცა, პრო­კუ­რო­რის მო­ლო­დი­ნი არ გა­მარ­თ­ლ­და, რად­გან თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლო­ში ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მალ­ხაზ აზა­რი­აშ­ვი­ლის და­კითხ­ვა ოთხ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რ­ძელ­და. მოწ­მემ და­თა ახა­ლაია, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სას­ტიკ ცე­მა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მალ­ხაზ აზა­რი­აშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ იგი სხვა პო­ლი­ცი­ელ­ში ზა­ზა მეს­ხ­ში აერი­ათ და ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში და­თა ახა­ლა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში სცე­მეს.

„ახა­ლა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში სო­სო თო­ფუ­რი­ძემ მი­მიყ­ვა­ნა, კა­ბი­ნეტ­ში მელ­ნი­კო­ვი, ახა­ლაია და ალა­ნია ის­ხ­დ­ნენ. და­მიწყეს გა­მო­კითხ­ვა, თუ სად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი 2 იან­ვარს. ვუთხა­რი, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლ­ში წა­ვე­დი, შემ­დეგ კი ჯი­ბაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ვი­ნაც­ვ­ლე. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ასე არ ყო­ფი­ლა და მე ვი­ყა­ვი რეს­ტო­რან „ძველ სახ­ლ­ში“. შემ­დეგ მკითხეს, ვიც­ნობ­დი თუ არა თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას. ვუ­პა­სუ­ხე, რომ არ ვიც­ნობ­დი. ამ პე­რი­ოდ­ში ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­მი კვი­რის და­ნიშ­ნუ­ლი იყო მი­ნის­ტ­რად და შე­სა­ბა­მი­სად, თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას მა­შინ არა­ვინ იც­ნობ­და. შემ­დეგ უხე­შად მე­კითხე­ბო­და და­თა ახა­ლაია, ვი­ყა­ვი თუ არა რეს­ტო­რან­ში და შე­ი­გი­ნა. ვუთხა­რი, ეგ­რე იყოს-თქო. ალა­ნი­ამ ამ დროს მუშ­ტი ჩა­მარ­ტყა, მე­რე ყვე­ლამ და­მიწყო ცე­მა. და­ახ­ლო­ე­ბით, ათი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მცემ­დ­ნენ და მა­გი­ნებ­დ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და­თა ახა­ლაია, თუმ­ცა, მირ­ტყამ­და ყვე­ლა,“ - გა­ნაცხა­და მალ­ხაზ აზა­რი­აშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ცე­მის დროს სო­სო თო­ფუ­რი­ძეს ანიშ­ნა, რომ გუ­ლი აწუ­ხებ­და და სწო­რედ ამის შემ­დეგ შეწყ­და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბა.

ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის თქმით, ის ცე­მის შემ­დეგ სხვა ოთახ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ორი პი­რი კვლავ ეკითხე­ბო­და, იც­ნობ­და თუ არა თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას და იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა რეს­ტო­რან „ძველ სახ­ლ­ში“.

„რომ ვუთხა­რი, არ ვიც­ნობ თა­კო სლა­ყა­ის, მითხ­რეს, რომ იგი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. და­თა ახა­ლა­ი­ამ მითხ­რა, რომ შეგ­ვე­შა­ლე ზა­ზა მეს­ხ­შიო. და­თა ახა­ლაია გა­ვი­და, სო­სო თო­ფუ­რი­ძე დარ­ჩა და გა­მომ­კითხა, რა­ტომ მა­წუ­ხებ­და გუ­ლი, მე ვკითხე გა­მიშ­ვებ-თქო? მითხ­რა, ცო­ტა ხან­შიო. შემ­დეგ ისევ ორი­ვე შე­მო­ვიდ­ნენ და და­თა ახა­ლა­ი­ამ მითხ­რა, და­გა­წი­ნა­უ­რე­ბო. იგი ისევ გა­ვი­და, სო­სო თო­ფუ­რი­ძე დარ­ჩა და მითხ­რა - მალ­ხაზ, ხომ იცი, მე შენ­თ­ვის არ და­მირ­ტყამ­სო. ვუთხა­რი, ჩი­ვილს არ ვა­პი­რებ-თქო და მარ­თ­ლა არ ვა­პი­რებ­დი, რად­გან ეს იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს, რაც სურ­და და რა­ზეც გა­აჩ­ნ­და მან­და­ტი,“ - გა­ნაცხა­და აზა­რი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ, რაც ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან გა­უშ­ვეს, გზად შეხ­ვ­და ზა­ზა მეს­ხი, რო­მე­ლიც გა­აფ­რ­თხი­ლა, რომ მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში არ შე­სუ­ლი­ყო.

„რო­დე­საც შემ­ხ­ვ­და, მკითხა, ავა­რი­ა­ში მო­ყე­ვიო? რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, არა, შენ­ში შე­ვე­შა­ლე და მცე­მეს-თქო. მკითხა, კურ­ცხა­ლია, სად არი­სო, ვუთხა­რი, შიგ­ნით არის, თუმ­ცა არ მი­ნა­ხავს-თქო,“ - იხ­სე­ნებს ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი.

მი­სი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი­დან მა­ლე­ვე სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა, შემ­დეგ კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში შე­და­რე­ბით და­ბალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შეს­თა­ვა­ზეს მუ­შა­ო­ბა და მუ­შა­ო­ბა და­იწყო. აზა­რი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც იგი მუ­შა­ობ­და, სოდ-ის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი კო­დუა და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­ვიდ­ნენ, მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და გა­ვიდ­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­მი­ძა­ხა და მო­მი­ბო­დი­შა:

„ვწუხ­ვარ, მეს­ხ­ში რომ შე­ე­შა­ლეო. ირაკ­ლი კო­დუ­ამ მო­მიყ­ვა ეს ამ­ბა­ვიო,“ - გა­ნაცხა­და მალ­ხაზ აზა­რი­აშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი მალ­ხაზ აზა­რი­აშ­ვილს 2004 წელს მომ­ხ­და­რი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თუ­კი მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში და­ნა­შა­ულს ჰქონ­და ად­გი­ლი, აზა­რი­აშ­ვილს მომ­ხ­და­რი ფაქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თ­ვის უნ­და ეც­ნო­ბე­ბი­ნა.

ყო­ფი­ლი პი­ლი­ცი­ე­ლი მალ­ხაზ აზა­რი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მომ­ხ­დარ­ზე ჩი­ვი­ლი ში­შის ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ გა­ბე­და.

სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა