პრე­ზი­დენ­ტი, გეგ­მა, მო­მა­ვა­ლი
13 დეკემბერი, 2013
1588
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე.

ახა­ლი გუნ­დი, ცხა­დია, რა­ღა­ცებს შეც­ვ­ლის, სი­ტუ­ა­ცი­ას თა­ვი­სი სცე­ნა­რით წა­იყ­ვანს და ძველ მიღ­წე­ვებს გა­უფ­რ­თხილ­დე­ბა. ეს აუცი­ლე­ბე­ლია. გაბ­რი­ჩი­ძე, რო­მე­ლიც კა­ლათ­ბურ­თი­დან არც წა­სუ­ლა, კა­ლათ­ბურ­თ­ში იყო და ბევრს ას­წ­რებ­და. ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ნაკ­რე­ბო თე­მებ­საც მი­ხე­დავს. ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რე­ფორ­მე­ბი და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძემ და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ი­გო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და არა­ნაკ­ლებ და­მა­ჯე­რებ­ლად უნ­და წა­იყ­ვა­ნოს მთე­ლი პრო­ცე­სი.

წი­ნა ფე­დე­რა­ცი­ის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს ბევ­რი ხარ­ვე­ზი გა­მოს­წორ­და და ამ ფე­დე­რა­ცი­ამ დაწყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე უნ­და მი­იყ­ვა­ნოს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გა­ვი­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე. გა­მოს­წორ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი, სუ­პერ­ლი­გა და ესეც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძემ ეს ნი­უ­ან­სე­ბი უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან ძვე­ლი შე­დე­გე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას ბევ­რი ვერ გა­ი­გებს და ვერ მი­ი­ღებს. ეს არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტ­ზე, ჩა­საგ­დე­ბი სხვამ უნ­და ჩა­აგ­დოს, მაგ­რამ ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოა და აქ ბევრს ბევ­რი რამ არ ეს­მის.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს

კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის

პრე­ზი­დენ­ტო­ბის

კან­დი­და­ტის

მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძის

სა­მოქ­მე­დო გეგ­მა

ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი პროგ­რე­სი­რებს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გა­ვი­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე. 2011 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­აღ­წია მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგს და გა­ვი­და ფი­ნა­ლუ­რი ტურ­ნი­რის შემ­დ­გომ ეტაპ­ზე.

ორი ქარ­თ­ვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი წარ­მო­ად­გენს ჩვენს ქვე­ყა­ნას მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ლი­გა­ში (NBA), ხო­ლო რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პის წამ­ყ­ვან კლუბ­ში ირიცხე­ბა.

აშ­კა­რაა სა­კა­ლათ­ბურ­თო ბუ­მი და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი­სა და მოთხოვ­ნე­ბის ზრდა.

ნათ­ლად ჩანს, რომ კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის არ­სე­ბულ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ შეძ­ლო დაღ­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის შე­ჩე­რე­ბა და ვი­თა­რე­ბის სა­სი­კე­თოდ შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა.

დგე­ბა დრო, რო­დე­საც კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას მად­ლო­ბა უნ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დი­დი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის და სა­კა­ლათ­ბურ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ავუხ­ს­ნათ: იმის­თ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი გან­ვი­თა­რე­ბის ახალ, კი­დევ უფ­რო მა­ღალ ეტაპ­ზე ავი­დეს, სა­ჭი­როა მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში ახა­ლი გუნ­დის მოს­ვ­ლა, ახა­ლი ხედ­ვით და გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ცეფ­ცი­ით, კა­ლათ­ბურ­თი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ბიზ­ნე­სის მარ­თ­ვის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­მოქ­მე­დო გეგ­მით, რო­მე­ლიც შეძ­ლებს მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში მიღ­წე­უ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და დახ­ვე­წას, ხო­ლო უფ­რო შო­რე­უ­ლი მო­მავ­ლის­თ­ვის - მყა­რი სის­ტე­მის სა­ფუძ­ვ­ლის ჩაყ­რას ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის ევ­რო­პერ­ს­პექ­ტი­ვის­თ­ვის.

ჩვე­ნი გუნ­დის მი­ზა­ნია და­ი­ნერ­გოს სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, 10-15-წლი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, კა­ლათ­ბურ­თი აქ­ცი­ოს ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთ დარ­გად თა­ვი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო დო­ტა­ცი­ა­სა თუ მე­ცე­ნა­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბა­ზე. ყვე­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი იყოს ამა­ყი, სპონ­სო­რო­ბა გა­უ­წი­ოს ამა თუ იმ სა­კა­ლათ­ბურ­თო სკო­ლას, კლუბს თუ ნაკ­რებს.

ფი­ბა, სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის მსგავ­სად, ის­წ­რა­ფის სა­ხე­ო­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­კენ. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­კა­ლათ­ბურ­თო მოთხოვ­ნებს დი­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ფი­ბას­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და კო­ორ­დი­ნა­ცია, მი­სი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ი­სა თუ იდე­ის გულ­მოდ­გი­ნე ანა­ლი­ზი და და­ნერ­გ­ვის­თ­ვის სწრაფ­ვა-მზად­ყოფ­ნა. აუცი­ლე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბის კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მა­ვე­ბა ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე.

ჩვე­ნი პა­რა­მეტ­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის ქვეყ­ნის­თ­ვის დი­დი აუცი­ლებ­ლო­ბაა ანა­ლო­გი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შეს­წავ­ლა-ანა­ლი­ზი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კა­ლათ­ბურ­თი სპორ­ტის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბაა. მი­სი დღე­ვან­დე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თა­ო­ბე­ბის უმა­გა­ლი­თო თავ­და­დე­ბას­თან, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას­თან. ქარ­თულ ხა­სი­ათ­ში, აღ­ზ­რ­და­ში, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყო­ველ­თ­ვის დო­მი­ნი­რებ­და უფ­რო­სე­ბი­სად­მი, წი­ნა თა­ო­ბე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის პრინ­ცი­პი და, შე­სა­ბა­მი­სად, ფე­დე­რა­ცი­ის ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის სა­პა­ტიო მო­ვა­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა ვე­ტე­რა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­სა და ბა­ტო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, მათ გვერ­დ­ში დგო­მა. აუცი­ლე­ბე­ლია ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნა. მუ­ზე­უ­მის სა­ვა­რა­უ­დო დის­ლო­კა­ცია -ყო­ფი­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ლე­გენ­და­რუ­ლი დარ­ბა­ზი. წარ­სუ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის გა­რე­შე ვერ შევ­ძ­ლებთ მო­მავ­ლის შე­ნე­ბას.

პრობ­ლე­მე­ბია ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თ­შიც. ბო­ლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საგ­რ­ძ­ნობ­ლად შემ­ცირ­და გო­გო­ნა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბავ­შ­ვ­თა სა­კა­ლათ­ბურ­თო სკო­ლებ­ში. რამ­დე­ნი­მე გუნ­დი გა­უქ­მ­და. გენ­დე­რუ­ლი დის­ბა­ლან­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა სხვა სა­თა­მა­შო სა­ხე­ო­ბებ­შიც. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, გვქონ­დეს მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცია სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის ფე­დე­რა­ცი­ებ­თან, რომ ჩა­ტარ­დეს ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა ამ სამ­წუ­ხა­რო ფე­ნო­მე­ნის შე­სას­წავ­ლად. სა­ჭი­როა გენ­დე­რულ პრობ­ლე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. კა­ლათ­ბურ­თი სპორ­ტის ულა­მა­ზე­სი და ელე­გან­ტუ­რი სა­ხე­ო­ბაა და ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე ის თა­ვის ეშ­ხ­სა და მი­ზი­დუ­ლო­ბას კარ­გავს. ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი, მაგ­რამ სა­პა­ტიო და სა­ა­მა­ყო მო­ვა­ლე­ო­ბა. ჩანს ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი ქალ­ბა­ტო­ნის პოს­ტის შე­მო­ღე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ეს პრობ­ლე­მა სას­წ­რა­ფოდ მოგ­ვარ­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მიმ­დი­ნა­რე არ­ჩევ­ნებ­ში არც ერ­თი ჩვე­ნი ქალ­ბა­ტო­ნი კა­ლათ­ბურ­თე­ლი არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნ­და და­იწყოს ბავ­შ­ვ­თა კა­ლათ­ბურ­თ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს არ ეხე­ბა მათ ფი­ზი­კუ­რად დატ­ვირ­თ­ვას და სპე­ცი­ა­ლურ ვარ­ჯი­შებს. ბავ­შ­ვ­ში კა­ლათ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლი უნ­და გან­ვი­თარ­დეს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე. ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად უნ­და ჩა­ერ­თონ ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ბა­გა-ბა­ღე­ბის პე­და­გო­გე­ბი და მე­თო­დის­ტე­ბი, სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბი, მხატ­ვ­რე­ბი. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­თა­მა­შო­ე­ბის მო­ძი­ე­ბა. ბავშვს სა­კა­ლათ­ბურ­თო სკო­ლა­ში მოს­ვ­ლამ­დე უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს სპორ­ტი­სად­მი ლო­ი­ა­ლო­ბი­სა და ნდო­ბის ფა­ქი­ზი მე­ქა­ნიზ­მი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს 3X3 კა­ლათ­ბურთს. ეს სა­ხე­ო­ბა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და იმის­თ­ვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მზად იყოს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის, აქე­დან­ვე სა­ჭი­როა მუ­შა­ო­ბა, სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და მე­თო­დუ­რი აღ­ს­რუ­ლე­ბა, ფი­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ამ სა­ხე­ო­ბა­ში სხვა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შეს­წავ­ლა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სას­წ­რა­ფოდ მომ­ზა­დე­ბა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მო­საწყო­ბად, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა კერ­ძო ბიზ­ნე­სი­დან. სწო­რი და­გეგ­მ­ვის პი­რო­ბებ­ში ამ სა­ხე­ო­ბას შე­უძ­ლია გახ­დეს ძალ­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი და მა­სობ­რი­ვი ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ისე სა­მოყ­ვა­რუ­ლო და სტუ­დენ­ტურ დო­ნე­ზე, ასე­ვე იქ­ცეს დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად.

და­ვიწყებთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას სტუ­დენ­ტუ­რი სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ას­თან. სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თ­ვის იყ­ვ­ნენ და იქ­ნე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი. ერ­თობ­ლი­ვად მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სტე­პენ­ტი­ე­ბის და­წე­სე­ბის სა­კითხი სტუ­დენ­ტი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის­თ­ვის, მათ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გრა­ფი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა. სა­კა­ლათ­ბურ­თო ცხოვ­რე­ბა­ში გო­გო­ნა­თა ჩარ­თ­ვის­თ­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მა­თი და მა­თი მშობ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რაც მდგო­მა­რე­ობს კა­ლათ­ბურ­თელ გო­გო­ნა­თათ­ვის სტუ­დენ­ტურ გუნ­დებ­ში თა­მა­შის სა­ნაც­ვ­ლოდ უფა­სო სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბის და­წე­სე­ბა­ში. მაგ­რამ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა არ უნ­და დას­ცეს სწავ­ლის ხა­რის­ხი, რად­გან ერუ­დი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ახალ­გაზ­და ვერც კა­ლათ­ბურ­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვერც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალს და ვერც მის პი­რად მო­მა­ვალს ვე­რა­ფერს არ­გებს.

ახა­ლი სეგ­მენ­ტი, სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გა ვი­თარ­დე­ბა და ჩვენც მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს შე­ვუწყობთ ამ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. აუცი­ლე­ბე­ლია რე­გი­ო­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თ­ვა არა მარ­ტო ურ­ბა­ნუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის, არა­მედ მცი­რე ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლამ­დე, სა­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა არ­სე­ბობს. ამ ას­პექ­ტ­ში სა­ჭი­როა სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. სა­მოყ­ვა­რუ­ლო თუ ქუ­ჩის კა­ლათ­ბურ­თი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სპორ­ტ­ში სპორ­ტ­ს­მენ­თა გა­დას­ვ­ლი­სა და შემ­დ­გო­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს. ჩვე­ნი ვა­ლია ეს პრო­ცე­სე­ბი წა­ვა­ხა­ლი­სოთ.

კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი რო­ლი ეკის­რე­ბა მის სწორ პრო­პა­გან­დას მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. სამ­წუ­ხა­როა, რომ თით­ქ­მის არ მიმ­დი­ნა­რე­ობს სუ­პერ­ლი­გის მატ­ჩე­ბის რე­პორ­ტა­ჟე­ბი, რო­დე­საც მის მი­მართ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი საკ­მა­ოდ დი­დია. კო­მერ­ცი­ულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს ვე­რა­ვინ და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ასე­თი რე­პორ­ტა­ჟე­ბი - ეს მხო­ლოდ მა­თი კე­თი­ლი ნე­ბაა. ამ საქ­მე­ში თა­ვი­სი რო­ლი უნ­და შე­ას­რუ­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უწყე­ბელ­მა, რო­მე­ლიც ფა­რავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის დიდ არე­ალს, აქვს შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ჰყავს გა­მოც­დი­ლი კად­რე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი რე­დაქ­ცია. დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თის გა­შუ­ქე­ბას.

შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნი­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო. არა­ვის­თ­ვის ახა­ლი არ არის ის ფაქ­ტი, რომ მტვრი­სა და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბა ნორ­მის ზე­და ზღვარს. ეს ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ აყე­ნებს სპორ­ტ­ს­მე­ნის, მო­ზარ­დი სპორ­ტ­ს­მე­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, მის უსაფ­რ­თხო მო­მა­ვალს, რად­გან სპორ­ტ­ს­მენს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი აირის მოხ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის ჟან­გ­ბა­დის მი­სა­ღე­ბად. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, სხვა ფე­დე­რა­ცი­ებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცია ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

უფ­რო ვრცლად იხი­ლეთ WEEKEND-ის დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი