ქარ­თ­ვე­ლებ­მა „სა­რა­გო­სას“ იტა­ლი­ა­ში ვერ უშ­ვე­ლეს
13 დეკემბერი, 2013
1470
print

ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძი­სა და გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნის კარ­გი თა­მა­შის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­თა­სის მო­რი­გი ტუ­რის მატ­ჩი ეს­პა­ნურ­მა „სა­რა­გო­სამ“ იტა­ლი­ა­ში, „ვირ­ტუს­თან“ წა­ა­გო.

ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის ყო­ფილ­მა გუნ­დ­მა „ვირ­ტუს­მა“ სა­რა­გო­სე­ლე­ბი ბო­ლო წუ­თებ­ზე და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში 83:81 და­ა­მარ­ცხა.

სა­ერ­თო სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის ინ­დექ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქარ­თ­ვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი „სა­რა­გო­სა­ში“ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი იყ­ვ­ნენ. შერ­მა­დი­ნის ინ­დექ­ს­მა 20 შე­ად­გი­ნა, ხო­ლო სა­ნი­კი­ძი­სამ - 17. ორი­ვე სას­ტარ­ტო ხუ­თე­ულ­ში იყო. შერ­მა­დინ­მა 23.36 წუთ­ში 14 ქუ­ლა, 7 მოხ­ს­ნა, 1 და­ფა­რე­ბა და 1 პა­სი მი­ით­ვა­ლა. გი­ორ­გიმ 7-დან 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 8-დან 8 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო.

სა­ნი­კი­ძემ მო­ე­დან­ზე მხო­ლოდ 18 წუ­თი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა საკ­მა­ოდ სარ­გებ­ლი­ა­ნი იყო და ორ­მაგ დუბ­ლამ­დე 2 მოხ­ს­ნა და­აკ­ლ­და. ვიქ­ტორ­მა 6-დან 4 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 2-დან 2 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, 2 სა­მი­ა­ნი კი ააცი­ლა. 10 ქუ­ლას­თან ერ­თად, სა­ნი­კი­ძემ 8 მოხ­ს­ნა, 1 ჩაჭ­რა და 1 და­ფა­რე­ბა მი­ით­ვა­ლა.

სა­რა­გო­სე­ლე­ბი ბო­ლო მე­ოთხე­დის წინ 61:56 იგებ­დ­ნენ, მაგ­რამ გა­დამ­წყ­ვე­ტი პე­რი­ო­დი 20:27 დათ­მეს და სა­ბო­ლო­ოდ ტურ­ნირ­ში მე-4 მარ­ცხი იგე­მეს. ქარ­თ­ვე­ლე­ბის გუნდს 5 მო­გე­ბა აქვს და ჯგუ­ფი­დან გამ­ს­ვ­ლელ მე-3 ად­გილს ინარ­ჩუ­ნებს. ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბო­ლო მატ­ჩ­ში „სა­რა­გო­სა“ ფრან­გულ „გრა­ვე­ლინს“ უმას­პინ­ძ­ლებს და, გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­ვა.

D ჯგუ­ფი

ალ­ბა            7     2 668   623 45

გრა­ვე­ლი­ნი    6    3 676   604 72

სა­რა­გო­სა      5    4 717    646 71

ტე­ლე­კო­მი    4     5 689   717 -28

ვირ­ტუ­სი     3     6 673     681 -8

მონ­სი         2    7 574      726 -152

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი