სა­ჭი­დაო სამ­ყა­რო­ში წო­ნე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა
19 დეკემბერი, 2013
1882
print

გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ამ­ბა­ვია, 2016 წლის რიო დე ჟა­ნე­ი­როს ზაფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბი, ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლე­ბი და ქა­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი მედ­ლებს 7-ის ნაც­ვ­ლად 6 წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­თა­მა­შე­ბენ.

ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებს ოლიმ­პი­ურ ხა­ლი­ჩა­ზე სა­ას­პა­რე­ზოდ 59, 66, 75, 85, 98 და 130 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ე­ბი ექ­ნე­ბათ. თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი - 57, 65, 74, 86, 97 და 125 კი­ლოგ­რა­მე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი, ხო­ლო ქა­ლებს ერ­თ­მა­ნეთ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სარ­კ­ვე­ვად ექ­ნე­ბათ 48, 53, 58, 63, 69 და 75 კი­ლოგ­რამ წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს ცვლი­ლე­ბე­ბი სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზეც იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

მაგ­რამ არის კი­დევ ერ­თი ცვლი­ლე­ბაც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჭი­და­ო­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ჩა­მოთ­ვ­ლილ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ებს კონ­ტი­ნენ­ტურ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­სა და გრან-პრის ტურ­ნი­რებ­ზე და­ე­მა­ტე­ბა პლუს ორი წო­ნა. კერ­ძოდ, ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებს სა­ა­მი­სოდ ექ­ნე­ბათ 71 და 80, თა­ვი­სუფ­ლებს - 61 და 70, ხო­ლო ქა­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი მედ­ლე­ბის­თ­ვის 55 და 60 კი­ლოგ­რა­მებ­ში იბ­რ­ძო­ლე­ბენ.

ასე რომ, ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ამ წო­ნებ­ში მო­ჭი­და­ვე­ებს დას­ვე­ნე­ბა მო­უ­წევთ.

სი­ახ­ლე ძა­ლა­ში 2014 წლი­დან შე­ვა.

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა