და­ი­ძი­ნე, თო­რემ ჯი­ნო­ბი­ლი მო­ვა
20 დეკემბერი, 2013
1884
print

„სან ან­ტო­ნიო სპერ­სის“ ასა­კი ასაკ­შია. ტიმ დან­კა­ნი მა­ლე სა­ვარ­ძელ­ში ჩა­გორ­დე­ბა და ბავ­შ­ვებ­თან გა­ერ­თო­ბა, შაკ­ზე ზღაპ­რებს მო­უყ­ვე­ბა.

გრეგ პო­პო­ვი­ჩი ტი­მის წას­ვ­ლის შემ­დეგ, ინერ­ცი­ით, ოთხ-ხუთ სე­ზონს იმუ­შა­ვებს მწვრთნე­ლად და მე­რე ალ­ბათ დან­კა­ნის პა­ტა­რე­ბის მომ­ვ­ლე­ლი გახ­დე­ბა. მეტ ბო­ნე­რი კარ­გი მზა­რე­უ­ლი იქ­ნე­ბა და თუ მა­ნამ­დე ტო­ნი პარ­კე­რიც და­ას­რუ­ლებს კა­რი­ე­რას, ფრან­გი ბავ­შ­ვებს გა­არ­თობს. „სან ან­ტო­ნიო“ დან­კანს ბევ­რი ნა­ყო­ფი­ე­რი სე­ზო­ნის­თ­ვის მად­ლო­ბას გა­და­უხ­დის. ტი­მიმ ეს და­იმ­სა­ხუ­რა. „სან ან­ტო­ნი­ოც“ და­ის­ვე­ნებს და და­იწყე­ბა კლუ­ბის ახა­ლი ეპო­ქა. ტი­მის გა­რე­შე და ახალ ლი­დე­რებ­თან ერ­თად, რო­დე­საც ეს ახა­ლი ლი­დე­რე­ბი წა­მოვ­ლენ. მა­ნამ­დე „სპერ­ს­მა“ მო­სა­გე­ბი უნ­და მო­ი­გოს და გუნ­დ­მა ეს წელ­ს­ვე უნ­და გა­ა­კე­თოს. მე­რე გვი­ან იქ­ნე­ბა. „სან ან­ტო­ნიო“ კლა­სია და „სან ან­ტო­ნი­ოს“ პულ­სი არის ემა­ნუ­ელ ჯი­ნო­ბი­ლი. არ­გენ­ტი­ნი­დან.

ბო­ლო თა­მა­ში. „ფი­ნიქ­ს­თან“. თავ­მოყ­ვა­რე, სწრა­ფი გუნ­დი არი­ზო­ნუ­ლი პას­პორ­ტით და ჭრე­ლი, ბევ­რე­როვ­ნე­ბი­ა­ნი კა­ლათ­ბურ­თით. აქ არის ერიკ ბლედ­სო­უს ქუ­ჩის კა­ლათ­ბურ­თი. აქ არის გო­რან დრა­გი­ჩის ევ­როკ­ლა­სი. აქ არის ჩე­ი­ნინგ ფრა­ის ლა­მა­ზი მოძ­რა­ო­ბა პე­რი­მეტ­რ­ზე და ფრაი პე­რი­მეტ­რ­ზე არ უნ­და მოძ­რა­ობ­დეს. ბი­ჭი ცენ­ტ­რია, მაგ­რამ სა­მი­ა­ნებს პა­ტა­რებ­ზე კარ­გად ას­რუ­ლებს. „ფი­ნიქსს“ „სან ან­ტო­ნი­ოს­თან“ თა­მა­ში უყ­ვარს. უგებს ხოლ­მე. ძი­რი­თა­დად, აგებს, მაგ­რამ „ფი­ნიქ­ს­მა“ იცის „სპერ­სის“ წი­ნა­აღ­მ­დეგ ენერ­გი­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და ბო­ლო წა­მე­ბამ­დე მა­გა­რი ამ­ბე­ბია ხოლ­მე. ამ თა­მაშ­შიც მა­გა­რი ამ­ბე­ბი იყო. „ფი­ნიქ­ს­მა“ კარ­გად და­იწყო, პირ­ველ მე­ოთხედ­ში ათ ქუ­ლამ­დე წა­იყ­ვა­ნა და შემ­დეგ გა­ჩერ­და. „ფი­ნიქ­სი“ სო­ლი­დუ­რი კლუ­ბია და თუ ფლეი ოფ­ში შე­ვა, უინ­ტე­რე­სო არ იქ­ნე­ბა. იქ უცებ და­ამ­შ­ვი­დე­ბენ, მაგ­რამ „ფი­ნიქ­სი“ საქ­მეს უკ­ვე აკე­თებს. ამ შე­მად­გენ­ლო­ბით რე­გუ­ლა­რუ­ლის პირ­ვე­ლი 24 გარ­ჩე­ვი­დან თოთხ­მე­ტის მო­გე­ბა უკ­ვე ბო­ნუ­სია. „სან ან­ტო­ნი­ოს­თან“ „სან­ზი“ ახ­ლოს იყო მო­გე­ბას­თან. შემ­დეგ და­იწყო ბო­ლო მე­ოთხე­დი, მო­ე­დან­ზე დაბ­რუნ­და ჯი­ნო­ბი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭა.

ან მო­ა­წეს­რი­გა. გა­აჩ­ნია, ვი­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხართ. თუ „ფი­ნიქ­სის“, მა­ნუ ცუ­დი ბი­ჭია. თუ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის, მა­შინ ჯი­ო­ბი­ლი თქვე­ნი კა­ცია. თუ ნე­იტ­რა­ლუ­რი, არ­გენ­ტი­ნე­ლი მა­ინც თქვე­ნი კა­ცია. ჯი­ნო­ბი­ლიმ ბევ­რი გა­ა­კე­თა კა­ლათ­ბურ­თის­თ­ვის, ჯი­ნო­ბი­ლიმ ბევ­რი გა­ა­კე­თა „სან ან­ტო­ნი­ოს­თ­ვის“, ჯი­ნო­ბი­ლიმ ბევ­რი გა­ა­კე­თა არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის­თ­ვის და მა­ნუ ცო­ტა გი­ჟია. ამ სი­გი­ჟემ არ­გენ­ტი­ნელს კა­რი­ე­რა­ში დი­დი კუ­ში მო­ახ­ს­ნე­ვი­ნა. ჯი­ნო­ბი­ლი გახ­და 2004 წლის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი და მა­ნუ იმ ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე, ბო­ნო იყო. ამე­რი­კუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბის სამ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი. არ­გენ­ტი­ნე­ლი ამ გე­ნე­რა­ცი­ის მე­ჯიქ ჯონ­სო­ნია. სხვა ქვეყ­ნი­დან. სხვა კა­ლათ­ბურ­თით, მაგ­რამ მა­ნუც ჯა­დო­ქა­რია. ჯი­ნო­ბი­ლი იწყებს შეს­ვ­ლას და სუნ­თ­ქ­ვა გეკ­ვ­რე­ბა. მა­ნუ აკე­თებს პირ­ველ ნა­ბიჯს და პო­პო­ვი­ჩი პე­რან­გ­ზე ბო­ლო ღილს იხ­ს­ნის. გრეგს ჰა­ე­რი არ ჰყოფ­ნის. მა­ნუ მოს­ნ­ტ­რია. „ფი­ნიქ­ს­თან“ ჯი­ნო­ბი­ლიმ ბო­ლო მე­ოთხედ­ში 11 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. „სან ან­ტო­ნი­ომ“ და­ქა­ჩა თა­მა­ში და „სანზს“ მო­უ­გო. ლა­მა­ზი იყო. „ფი­ნიქ­ს­მა“ ცუ­დად ითა­მა­შა მა­ნუს წი­ნა­აღ­მ­დეგ და ჯი­ნო­ბი­ლი შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო. კა­ლათ­ბურ­თის არ­გენ­ტი­ნე­ლი ვაგ­ნე­რი.

ბო­ლო მე­ოთხედ­ში მა­ნუ ას­რუ­ლებ­და, დან­კა­ნი მო­სახ­ს­ნელს ხსნი­და და ჯი­ნო­ბი­ლი იყო ჯო­კე­რი. „სან ან­ტო­ნი­ომ“ გა­ა­თა­ნაბ­რა ან­გა­რი­ში, ჯი­ნო­ბი­ლის სა­მი­ა­ნით 98:95 წა­იყ­ვა­ნა და „ფი­ნიქ­სი“ და­ი­ღა­ლა. „სან ან­ტო­ნიო“ ფან­ტა­ზი­ით, აგ­რე­სი­ით, შე­ნა­ხუ­ლი ენერ­გით და არ­გენ­ტი­ნე­ლის შარ­მით, მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბით თა­მა­შობ­და. „ფი­ნიქსს“ ჰყავ­და ფრაი, დრა­გი­ჩი და ბლედ­სოუ, რო­მელ­მაც ბო­ლო მე­ოთხედ­ში რვა სრო­ლი­დან მხო­ლოდ ერ­თი გა­მო­ი­ყე­ნა. ბლედ­სოუ არ ჩან­და. „სან ან­ტო­ნი­ო­ში“ არ ჩან­და ტო­ნი პარ­კე­რი, რო­მელ­მაც ალ­ბათ შემ­დე­გი ტრე­ნინ­გიც უნ­და გა­მო­ტო­ვოს. ფრან­გი ტკი­ვილ­მა შე­ა­წუ­ხა. არ­გენ­ტი­ნელ­მა იპარ­კე­რა. სადღაც ვი­ღა­ცას ბურ­თი გა­ა­ტა­ნა. სადღაც ვი­ღა­ცას ბურ­თი გა­უ­ჩე­რა. სადღაც ვი­ღა­ცას ბურ­თი მოჰ­პა­რა და ჯი­ნო­ბი­ლიმ საქ­მე გა­ა­კე­თა. მა­ნუ იყო ჯა­დო­ქა­რი. მა­ნუმ „სან ან­ტო­ნიო“ გა­და­არ­ჩი­ნა. უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ გა­და­არ­ჩი­ნა. „სან ან­ტო­ნი­ო­ში“ ამას შეჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან. „ფი­ნიქ­ს­ში“ ეს ახ­სოვთ. მა­ნუ კარ­გი ბი­ჭია.

ჯი­ნო­ბი­ლი „ფი­ნიქ­ს­თან“ - 27 წუ­თი, 24 ქუ­ლა, 7 შე­დე­გი­ა­ნი გა­და­ცე­მა, 6 მოხ­ს­ნა, 2 ჩაჭ­რა. მა­ნუმ 5 შეც­დო­მა და­უშ­ვა, მაგ­რამ თან თუ პარ­კე­რობ და პარ­კე­რი არ ხარ, შეც­დო­მე­ბი იქ­ნე­ბა. ჯი­ნო­ბი­ლიმ ეს შეც­დო­მე­ბი გე­ნი­ა­ლუ­რი კა­ლათ­ბურ­თით გა­და­ფა­რა. რო­გორც იცის, ისე გა­და­ფა­რა და გრეგ პო­პო­ვიჩ­მა მა­ნუს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. მა­ნუმ ეს მად­ლო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ერ­თა­დერ­თი წა­გე­ბუ­ლი მთელ ამ ამ­ბავ­ში იყო ბუნ­ჩუ­ლა „ფი­ნიქ­სი“. ფრა­იმ მა­ნუ­ზე ისა­უბ­რა.

„ჯი­ნო­ბი­ლი ჩვე­ნი კოშ­მა­რია. მი­სი ეს მოძ­რა­ო­ბე­ბი ტრი­ლი­ონ­ჯერ მაქვს ნა­ნა­ხი. ყვე­ლამ იცის, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებს მა­ნუ და ყვე­ლამ იცის, რომ მა­ნუ ამას მა­ინც გა­ა­კე­თებს. ის გაწ­ვე­ბა, არ აგ­დებს ტემპს და ჯი­ნო­ბი­ლი კლა­სია. მე­გო­ნა, რომ მი­სი ასა­კის მო­თა­მა­შე ბო­ლოს მა­ინც და­იღ­ლე­ბო­და. ვცდე­ბო­დი. ის გე­ნი­ა­ლუ­რი იყო“, - თქვა ფრა­იმ. ფრაი მარ­თა­ლია.

ემა­ნუ­ელ ჯი­ნო­ბი­ლი ფლეი ოფის­თ­ვის მო­ემ­ზა­დე­ბა. ჩვენც ფლეი ოფის­თ­ვის მო­ვემ­ზა­დე­ბით. სა­დაც „სან ან­ტო­ნიო“ კი­დევ ერ­თხელ უნ­და გა­ვი­დეს კონ­ფე­რენ­ცი­ის ფი­ნალ­ში და იქ უკ­ვე დი­დი ჩეხ­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გა­აჩ­ნია, ვის­თან და გა­აჩ­ნია, ის, მე­ო­რე გუნ­დი რამ­დე­ნად დას­ვე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. „სან ან­ტო­ნი­ოს“ აქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი მი­სია და ეს მი­სია სუ­პერ­ფი­ნალ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა. შარ­შან მა­ნუმ იქ ბევ­რი რამ გა­ა­ფუ­ჭა. ჯი­ნო­ბი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას იწყებს.

არ­გენ­ტი­ნე­ლი და­ის­ვე­ნებს.

არ­გენ­ტი­ნე­ლი სხვებს და­ას­ვე­ნებს.

და და­იწყე­ბა კი­დევ ერ­თი სე­რი­ა­ლი მა­ნუს, ტო­ნის და ტი­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ჩა­უ­ჯე­ქით. თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს ნამ­დ­ვ­ლი­ად ჯობს.

და მა­ნუ მა­ინც გი­ჟია.

ჯი­ნო­ბი­ლი­ზე კი­დევ ერთ წე­რილს შემ­დეგ „ვი­ქენ­დ­ში“ გა­ჩუ­ქებთ. დრო­ე­ბით გემ­შ­ვი­დო­ბე­ბით.

 

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი