წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის
21 დეკემბერი, 2013
2042
print

2016 წლის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საჭიდაო სამყაროში შეცვლილ წონით კატეგორიებსა და, ზოგადად, წესების შეცვლას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (ფილა) პრეზიდენტის ნენად ლალოვიჩის კომენტარი მოჰყვა.

ფილას ხელმძღვანელის აზრით, ეს ცვლილებები ისევ და ისევ ჭიდაობის საკეთილდღეოდ გაკეთდა.

«ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ ჭი­და­ო­ბის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის გა­დავ­დ­გით ნა­ბი­ჯი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი წე­სე­ბი სა­ნა­ხა­ობ­რივ მხა­რეს ბევ­რად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის რჩე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ვაჟ­თა და ქალ­თა წო­ნე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბას, რაც გენ­დე­რუ­ლი ბა­ლან­სის დაც­ვის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. წო­ნით კა­ტე­გო­რი­ებ­ში შე­ვი­ტა­ნეთ ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ფი­ლას ტექ­ნი­კუ­რი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გია», - აცხა­დებს ნე­ნად ლა­ლო­ვი­ჩი.

საქ­მე ის არის, რომ, ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, რი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბი, ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლე­ბი და ქა­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი, შვი­დის ნაც­ვ­ლად, ექვს წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­თა­მა­შე­ბენ მედ­ლებს. ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებს ოლიმ­პი­ურ ხა­ლი­ჩა­ზე სა­ას­პა­რე­ზოდ 59, 66, 75, 85, 98 და 130 კგ წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი ექ­ნე­ბათ. თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი - 57, 65, 74, 86, 97 და 125 კი­ლოგ­რა­მე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი, ხო­ლო ქა­ლებს ექ­ნე­ბათ 48, 53, 58, 63, 69 და 75 კგ წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი.

ფი­ლას მი­ერ შედ­გე­ნი­ლი ახა­ლი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი ჩვენ­თ­ვის კარ­გი­ცაა და ცუ­დიც. წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის თუ მო­მა­ტე­ბის პრობ­ლე­მა ჩვენ­თან ყო­ველ­თ­ვის იყო. ახა­ლი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი მხო­ლოდ მათ აძ­ლევთ ხელს, ვი­საც წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა უჭირს. ძნე­ლი იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის, ვი­საც სა­სურ­ველ წო­ნამ­დე მო­მა­ტე­ბა უჭირს.

არის კი­დევ ერ­თი ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ჭი­და­ო­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ჩა­მოთ­ვ­ლილ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ებს კონ­ტი­ნენ­ტურ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­სა და გრან-პრის ტურ­ნი­რებ­ზე და­ე­მა­ტე­ბა ორი წო­ნა. კერ­ძოდ, ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებს ექ­ნე­ბათ 71 და 80, თა­ვი­სუფ­ლებს - 61 და 70, ხო­ლო ქა­ლე­ბი 55 და 60 კი­ლოგ­რა­მებ­ში იბ­რ­ძო­ლე­ბენ. ანუ თუ აქამ­დე 7 წო­ნა­ში თა­მაშ­დე­ბო­და მედ­ლე­ბი, ახა­ლი წლი­დან ჩემ­პი­ონ-პრი­ზი­ო­რო­ბის­თ­ვის ორ­თაბ­რ­ძო­ლე­ბი 8 წო­ნა­ში გა­ჩაღ­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი ნაკ­რე­ბე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კვლა­ვაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დით გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა. ერ­თა­დერ­თი მერ­ვე წო­ნა­ში იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­კონ­ტ­რო­ლო შეხ­ვედ­რის ჩა­ტა­რე­ბა, რა­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბა­ზე სრუ­ლი გუნ­დით გა­ვემ­გ­ზავ­როთ.

ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­ში შე­ვა 2014 წლი­დან, ისე­ვე რო­გორც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ჭი­დაო წე­სე­ბი, რო­მელ­მაც ჭი­და­ო­ბა უფ­რო სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი უნ­და გა­ხა­დოს. მა­გა­ლი­თად,

თუ აქამ­დე ორ­თაბ­რ­ძო­ლა ვა­და­ზე ად­რე ერ­თი მო­ჭი­და­ვის 7-ქუ­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბი­სას წყდე­ბო­და, ახა­ლი სე­ზო­ნი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­ებს 10 ქუ­ლით და­წი­ნა­უ­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ, ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებს კი - 8 ქუ­ლით. ყვე­ლა­ფერ­მა ამან, წე­სით, ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე წინ უნ­და წა­მო­წი­ოს.

თუ მსაჯ­თა მა­გი­და რო­მე­ლი­მე მხა­რის პრო­ტეს­ტის შემ­დეგ ხა­ლი­ჩა­ზე მსა­ჯის პირ­ვან­დელ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას შეც­ვ­ლის, მსაჯ­საც გა­აფ­რ­თხი­ლებს, ხო­ლო თუ იმა­ვე შეხ­ვედ­რა­ში ასე­თი რამ გან­მე­ორ­და, ხა­ლი­ჩის მსა­ჯი მო­იხ­ს­ნე­ბა.

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა